პრემიერა ბაქოში

“ევროპული სკოლის“ MYP-ის მოსწავლეთა ჯგუფი ბაქოში გაემგზავრა. თეატრალურმა დასმა სპექტაკლის “ადგილი ორისათვის“ პრემიერა გამართა British school-სა და Donya IB school-ში.
ბაქოელმა და “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებმა გაცვალეს სიმბოლური საჩუქრები ორი ქვეყნის მადლობისა და კულტურის გაცვლის ნიშნად.
გამომგზავრების დღეს კი დასის წევრებმა გააგზავნეს მადლობის წერილები ,,ბრიტანეთის სკოლის“ მოსწავლეებთან ამ ვიზიტის სამახსოვროდ.
სპექტაკლის პრემიერამ ბაქოში წარმატებით ჩაიარა და ყველა მონაწილე შთაბეჭდილებებით სავსე დაბრუნდა “ევროპულ სკოლაში.“

Share on: