სიახლეები

ჭადრაკის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები

03 Dec 2021

კენდალის ინგლისური სკოლის (ჩილე) ორგანიზებით 20 ნოემბერს ჩატარდა საერთაშორისო საჭადრაკო ონლაინ ტურნირი სკოლის მოსწავლეებისთვის, რომელშიც 31 ქვეყნის 518 მონაწილე ეჯიბრებოდა ერთმანეთს 12  კატეგორიაში.  “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს დაწყებით A, B და საშუალო A კატეგორიებში. დაწყებით A კატეგორიაში მესამე ადგილზე მეორე კლასის მოსწავლე ანდრია ჩქარეული გავიდა, მეოთხე ადგილი ერგო ანასტასია ლაბარტყავას, მეშვიდე ადგილი კი მარიამ ლაბარტყავამ დაიკავა.  

ერთად უსაფრთხოებისთვის

03 Dec 2021

“ევროპულმა სკოლამ“ მშობლისგან საჩუქრად მიიღო პირბადეები სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებისთვის. “მსურდა სკოლის საზოგადოებისთვის გამეწია სამსახური“,- ამბობს ქსუეპინგ ვუ, რომელმაც  12500 ცალი პირბადე გადმოსცა სკოლას. საჩუქარი განაწილდება “ევროპული სკოლის“ თითოეული აკადემიური პროგრამის ფარგლებში და  ინფიცირების პრევენციაში დაეხმარება მოსწავლეებს.  საჩუქარი განსაკუთრებით დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს მოეწონათ. მათ მყისიერად მოირგეს ფერადი პირბადეები და უსაფრთხოდ და  ხალისიანად გაატარეს დღის დარჩენილი ნაწილი. 

TEDxIBEuropeanSchool

03 Dec 2021

წლევანდელი TEDxIBEuropeanSchool ღონისძიების თემა იყო “წინ სიარული“. პანდემიამ მსოფლიო თავდაყირა დააყენა, ზეგავლენა მოახდინა ყველაზე: ზრდასრულ ადამიანებზე, ბავშვებსა და მოზარდებზე. ღონისძიების სპიკერებს სჯერათ, რომ ჩვენი რეალობა და მომავალი ჩვენს ხელთაა. ისინი გვთავაზობენ გზებს, თუ როგორ გავუმკლავდეთ სირთულეებს, დავაღწიოთ თავი სტაგნაციას, მოვსინჯოთ ახალი შესაძლებლობები, მივაღწიოთ წარმატებას და რაც მთავარია, გავხდეთ ბედნიერები.

ნახატების გამოფენა-ქალაქები

01 Dec 2021

“ევროპულ სკოლაში" III კლასის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელიც მსოფლიო ქალაქებს მიეძღვნა. ხელოვნების გაკვეთილებზე, მოსწავლეები  ხელოვნების მასწავლებელთან მარიკა ბოცვაძესთან ერთად გაეცნენ მსოფლიოს ცნობილ ქალაქებს, მოიძიეს ინფორმაციები მათ ღირშესანიშნაობებზე და მრავალფეროვანი მასალისა და ტექნიკის გამოყენებით  შექმნეს ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, სადაც ძირითადი აქცენტი  დეკორატიულობაზე და ორნამენტზე გაკეთდა.

ხელოვნება-ძველი ცივლიზაციები

30 Nov 2021

“ევროპული სკოლის"  7ბ კლასის მოსწავლეები, ისტორიისა და ხელოვნების  ინტეგრირებული პროექტ “ძველი ცივილიზაციები" -ის  ფარგლებში,   სამხატვრო აკადემიის პროფესორს, ხელოვნებათმცოდნე  ქალბატონ ანა კლდიაშვილს შეხვდნენ. ქალბატონი ანა  მოსწავლეებს ესაუბრა ძველი ცივილიზაციების, კერძოდ ძველი ეგვიპტისა და შუმერის   ხელოვნების შესახებ, თუ რა გავლენა იქონია ამ ორმა ცივილიზაციამ კაცობრიობის  განვითარებაზე.  შეხვედრა ინტერაქტიურ ფორმატში წარიმართა. ქალბატონმა ანამ უპასუხა მოსწავლეთა  კითხვებს. შეხვედრა   მნიშვნელოვანი იყო როგორც  ინფორმაციების მისაღებად, ასევე  მოსწავლეთა  მოტივაციის ასამაღლებლად, რაც  ხელს  შეუწყობს ინტეგრირებული პროექტის წარმატებით დასრულებას. 

შეხვედრა მხატვარ გია ბუღაძესთან

30 Nov 2021

“ევროპული სკოლის“ IX ა და IX ბ კლასის მოსწავლეები  80-ნელთა ცნობილ  წარმომადგენელს, მხატვარ  გია ბუღაძეს ონლაინ რეჟიმში  შეხვდნენ. საუბარი წარიმართა საბჭოთა პერიოდის მხატვრობაზე, თუ რა პრობლემების წინაშე იდგა მხატვარი,  საკუთარი ხედვისა თუ იდეების გამოსახატად რა გზებსა და  ხერხებს  მიმართავდა.  შეხვედრა ინტერაქტიურ ფორმატში წარიმართა. მხატვარმა  უპასუხა  მოსწავლეთა  შეკითხვებს.

ლუკა ჟღენტმა სამბოში საქართველოს პირველობა მოიპოვა.

30 Nov 2021

“ევროპული სკოლის“ მოსწავლემ ლუკა ჟღენტმა კადეტებს შორის სამბოში საქართველოს პირველობა  მოიპოვა. აჭარის სპორტის დეპარტამენტის ინფორმაციით, ლუკა ჟღენტი 16 წლისაა და წარმატებას 2005 და 2006 წლებში დაბადებული მოზარდების კატეგორიაში მიაღწია.

დაკვირვება მცენარეებზე

27 Nov 2021

“ევროპული სკოლის“ მე-3 კლასის მოსწავლეები ეკა ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით ბუნებისმცოდნეობის გაკვეთილებზე მცენარეების შესწავლის შემდეგ, ორანჟერეას ესტუმრნენ. ბიოლოგიის მასწავლებელთან, მანანა ჟამურაშვილთან ერთად შეაჯამეს და შეამოწმეს საკუთარი ცოდნა. ამავე დროს გაეცნენ ყვავილის აგებულებას. ვიდეო კოლაჟისა და მარტივი ცდით დააკვირდნენ ყვავილის გაშლის პროცესს. დაათვალიერეს და “დათესეს“ ლობიოს მარცვალი ქილაში, რომელიც მთელ შემდგომ პერიოდში დაკვირვების საგანი გახდა.

იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე

23 Nov 2021

27 ოქტომბერი იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე და სკოლის ბიბლიოთეკების საერთაშორისო დღეა. ამ თარიღებთან დაკავშირებით “ევროპულ სკოლაში“ არაერთი მნიშვნელოვანი ლიტერატურული ღონისძიება გაიმართა. განსაკუთრებულად აღინიშნა “დედა ენის“ ავტორის, საბავშვო მწერლის, პუბლიცისტის, მეცენატისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე. მოსწავლეებმა განასახიერეს პერსონაჟები მისი მოთხრობებიდან: “თხა და გიგო,“ “მკვეხარა ქოთანი“; ერთმანეთს წაუკითხეს მოთხრობები, მოაწყვეს ლიტერატურული ვიქტორინები და წარადგინეს პრეზენტაციები გოგებაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. სკოლის ბიბლიოთეკის დღის აღსანიშნავად მწერალი გიორგი კეკელიძე მოსწავლეებს ესაუბრა წიგნიერებაზე,  სასწავლო პროცესში სკოლის ბიბლიოთეკის როლზე. გაიმართა ჩვენი სკოლის განახლებული ვებგვერდის პრეზენტაცია და ელექტრონული რესურსების წარდგენა მოსწავლეების წინაშე.