სიახლეები

მადლობა სამედიცინო პერსონალს!

13 May 2020

“ევროპული სკოლის“ მოსწავლეთა ნახატების ონლაინ გამოფენა. მსოფლიო პანდემიის დროს სამედიცინო პერსონალი დაუღალავად შრომობს თითოეული პაციანტის სიცოცხლის გადასარჩენად. ხელოვნების ონლაინ გაკვეთილებზე მოსწავლეებმა ექიმები დახატეს, ონლაინ გამოფენა მოაწყვეს და ამგვარად გადაუხადეს მათ მადლობა.

”მოდი გავიცნოთ ევროპა”-ევროპის დღე ონლიან სივრცეში

09 May 2020

“მე “ევროპულ სკოლაში” ვსწავლობ და ევროპულ ფასეულობებს, ტრადიციებს, ენებსა და კულტურას პატივისცემითა და ინტერესით ვეკიდები. ონლაინ გაკვეთილზე მასწავლებელმა ევროკავშირის შესახებ მოგვითხრო. გავიგე, რომ ევროკავშირში27 წევრი ქვეყანაა. ძალიან მომწონს მისი ლურჯი ფერის დროშა, რომელზეც 12 ვარკვლავია გამოსახული. გამიკვირდა, როცა გავიგე, რომ ევროკავშირის ჰიმნი შეიქმნა ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიის მიხედვით. ვროკავშირის 19 წევრი სახელმწიფო ფულის ერთეულად ევროს იყენებს. გავეცანით: გერმანიის, საფრანგეთის, ბელგიის, შვედეთის, იტალისს, ავსტრიის, ესპანეთის, საბერძნეთისა და სხვა ქვეყნების კულტურასა და ტრადიციებს,”- წერს “ევროპული სკოლის“ მოსწავლე.

მნიშვნელოვანი სიახლე “ევროპულ სკოლაში“

06 May 2020

“ევროპული სკოლა“ პირველი სკოლაა საქართველოში, რომელიც გადადის მიღება-ჩარიცხვის ელექტრონულ პროცესზე, რისთვისაც ჩვენ ვიყენებთ თანამედროვე და მოწინავე ტექნოლოგიურ პორტალს OppenApply. ელექტრონული აპლიკაცია მნიშვნელოვნად ამარტივებს მიღება-ჩარიცხვის პროცედურებს და შესაძლებლობას აძლევს მშობლებს და აპლიკანტებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეავსონ განაცხადები, ატვირთონ საბუთები, ფოტოები და განახორციელონ გადახდის ტრანზაქციები.

“ევროპული სკოლა“ - საუკეთესო გზა საზღვარგარეთის უნივერსიტეტებისთვის მოსამზადებლად

03 May 2020

ეს ჩვენი 2020 წლის დამამთავრებელი კლასის საუნივერსიტეტო ჩარიცხვების სიაა. ამ უნივერსიტეტების რეიტინგები და სწავლების ხარისხი მიგვანიშნებს, რომ მოსწავლეებთან ერთად, “ევროპული სკოლა“ საერთაშორისო განათლებასა და college counseling-ში უმაღლეს მწვერვალებს შესწვდა.

დედამიწის დღის აღნიშვნა ციფრულ რეჟიმში

23 Apr 2020

22 აპრილი დედამიწის დღესთან დაკავშირებით “ევროპული ბაღის“ მასწავლებლებმა, ონლაინ სწავლების ფარგლებში, ჩვენი პატარებითვის მოამზადეს ძალიან საინტერესო პრეზენტაციები: “როგორ გავუფრთხილდეთ ჩვენს პლანეტას“ “დედამიწა ჩვენი სახლია“

წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე

23 Apr 2020

1995 წელს იუნესკოს გადაწყვეტილებით 23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების მოფლიო დღედ გამოცხადდა. მსოფლიოს 195 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, აღნიშნავენ ამ დღეს წიგნიერების წახალისების მიზნით. წელს, ისე როგორც არასდროს, იმ ვითარებაში, როცა ბავშვებს შეზღუდული აქვთ გარეთ ყოფნის შესაძლებლობა, წიგნების კითხვას მეტი ყურადღება ეთმობა, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოებასა და წარმოსახვის, შემოქმედებითობის სტიმულირებას. “ევროპული სკოლის“ წიგნიერემა მოსწავლეებმა ონლაინ რეჟიმში ერთმანეთს ურჩიეს და გაუზიარეს მათთვის საყვარელი წიგნები.

დედამიწის დღის აღნიშვნა ციფრულ რეჟიმში

22 Apr 2020

22 აპრილი დედამიწის დღეა. 2020 წელს, დედამიწის დღის 50-ე დაბადების დღისთვის მთავარ თემად შერჩეულია კლიმატის ცვლილება, როგორც დედამიწაზე კაცობრიობის მომავლისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა. წელს მსოფლიოში შექმნილი ვითარება არ იძლევა ფართო მასშტაბიანი ღონისძიებების და მარშების მოწყობის საშუალებას, თუმცა მრავალი ადამიანი იღებს მონაწილეობას დედამიწის დღესთან დაკავშირებულ ონლაინ აქტივობებში.

“ევროპული სკოლა“ დისტანციური სწავლების სამყაროში

15 Apr 2020

დღევანდელ უპრეცედენტო რეალობაში, მოსწავლეთა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, ”ევროპულმა სკოლამ” უმოკლეს დროში მოახერხა სრულყოფილი დისტანციური სწავლების პროგრამის შექმნა. სკოლის აკადემიურმა და ტექნიკურმა გუნდმა პროაქტიურად უპასუხა გამოწვევებს, წინასწარ განსჭვრიტა მოსალოდნელი გართულებები, შექმნა მკაფიო გეგმა და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილებები,რამაც განაპირობა ონლაინ სწავლებაზე გადასვლის პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობა.

ინოვეციების დღეები “ევროპულ სკოლაში“

14 Apr 2020

ინოვაციების დღეების ფარგლებში “ევროპული სკოლის'' მოსწავლეებისთვის ორო ტრენინგი ჩატარდა, სადაც მოწვეულმა სპიკერებმა, ინდუსტრიულმა დიზაინერებმა-თაზო არუნაშვილმა და დიანა ტევანიანმა ისაუბრეს ინდუსტრიულ და გრაფიკულ დიზაინზე.