სიახლეები

სტუმარი ბრიტანეთიდან
09 Oct 2019გასულ კვირას “ევროპულ საბავშვო ბაღს“ პიპა ჰოუკინსი ბრიტანეთიდან ესტუმრა. პიპა ქალაქ ბრისტოლის საბავშვო ბაღის წამყვანი მასწავლებელია. მან დაათვალიერა ჩვენი ბაღი, ესაუბრა ბავშვებს და დაესწრო მიმდინარე აქტივობებს. მომავალში გამოცდილების გაზიარების მიზნით, ჩვენ ვგეგმათ მჭიდრო თანამშრომლობას ბრისტოლის ბაღსა და “ევროპულ საბავშვო ბაღს“ შორის.

ღიმილის საერთაშორისო დღე
09 Oct 2019ბედნიერების შეგრძნებით, მხიარული განწყობითა და სიცილით გაჯერებული დღე! შემოგვიერთდით, გამხიარულდით, გახდით ღიმილიანი!

აღმოაჩინე წინანდალი
09 Oct 2019“ამერიკული უმაღლესი სკოლის“ (AHS) მე -11 კლასის მოსწავლეები წინანდალში გაემგზავრნენ. მოინახულეს წინანდალის სამკვიდრო მუზეუმი და ალექსანდრე ჭავჭავაძის ცხოვრებისა და პოეზიის შესახებ ბევრი მათთვის უცნობი ისტორიები შეიტყვეს. გზად მოინახულეს უჯარმის ციხე და ღვინის ქარხანა. ჩაერთნენ მასტერკლასში და კლასელებთან ერთად ხალისით ამოავლეს ჩურჩხელები.

მასწავლებელის საერთაშორისო დღე
04 Oct 20191994 წლის 5 ოქტომბრიდან მსოფლიოში მასწავლებლის საერთაშორისო დღე აღინიშნება, ამიტომაც “ევროპულ სკოლაში“ არაერთი აქტივობა დაიგეგმა. სკოლის მთავარ შემოსავლელში საზეიმო დახვედრა მოუწყეს მოსწავლეებმა თავიაანთ საყვარელ მასწავლებლებს და მისალოცი ბარათები გადასცეს. მთელი კვირის განმავლობაში გაიმართა მხიარული სპორტული შეჯიბრება მასწავლებელთა და მოსწავლეებს შორის; პედაგოგთა ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა; სპეციალურ ყუთში მოსწავლეება წერილები და მისალოცი ბარათები ჩაყარეს; ყველასთვის მოულოდნელად დაიდგა ფლეშმობი; მოეწყო გამოფენა “ჩემი პედაგოგის ბავშვობა,“ სადაც მასწავლებელთა ბავშვობის ფოტოები გამოიფინა და მოსწავლეებმა ხალისით ამოიცნეს ისინი; დაწყებით კლასებში დამრიგებლის პორტრეტები დახატეს და გამოფინეს. ამ დღის მთავარი მიზანი მასწავლებელთა დაფასება და მათი ღვაწლის გადახდა იყო. გილოცავთ!

ანა ყიფიანის კლასიკური მუსიკის კონცერტი
03 Oct 2019“ევროპულ სკოლაში“ მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით ნიჭიერი შემსრულებლის, “ევროპული სკოლის“ Brand Ambassador-ის ანა ყიფიანის საფორტეპიანო კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა. ახალგაზრდა მუსიკოსი ანა ყიფიანი უამრავი პრემიის, გრან–პრის მფლობელი და ისეთი კონკურსების ლაურეატია, როგორებიცაა: ვლადიმირ კრაინევის სახელობისა და არტურ რუბინშტეინის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსები, “ვერბიეს“ მუსიკალური ფესტივალი, მარია ჰერეროს პიანისტთა კონკურსი და სხვ.

ქეროლ ბოუერის ვიზიტი “ევროპულ სკოლაში“
02 Oct 20191 ოქტომბერს “ევროპულ სკოლას“ ესტუმრა სამხრეთ აფრიკის ლიდერი ქალების ფორუმის ადვოკატი UNICEF-ის სახელით, ცნობილი ტელესახე და ბიზნესქალბატონი ქეროლ ბოუერი. აღნიშნული ვიზიტი, ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით ქეროლ ბოუერის მიმდინარე მოღვაწეობის ნაწილია. “ევროპულ სკოლაში“ მაღალი რანგის სტუმარი შეხვდა სკოლის დირექციასა და მოსწავლეებს. ენთუზიასტმა და ენერგიულმა მოსწავლე გიდებმა საკუთარი პერსპექტივიდან გააცნეს სასკოლო გარემო სტუმარს.

ქეროლ ბოუერის ვიზიტი “ევროპულ სკოლაში“
02 Oct 20191 ოქტომბერს “ევროპულ სკოლას“ ესტუმრა სამხრეთ აფრიკის ლიდერი ქალების ფორუმის ადვოკატი UNICEF-ის სახელით, ცნობილი ტელესახე და ბიზნესქალბატონი ქეროლ ბოუერი. აღნიშნული ვიზიტი, ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით ქეროლ ბოუერის მიმდინარე მოღვაწეობის ნაწილია. “ევროპულ სკოლაში“ მაღალი რანგის სტუმარი შეხვდა სკოლის დირექციასა და მოსწავლეებს. ენთუზიასტმა და ენერგიულმა მოსწავლე გიდებმა საკუთარი პერსპექტივიდან გააცნეს სასკოლო გარემო სტუმარს.

“ევროპული სკოლა“ ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკზე
01 Oct 2019დღეს “ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკზე“ ჩვენი სკოლის კარავში წარმოდგენილმა სახალისო ექსპერიმენტებმა და ტექნოლოგიურმა სიახლეებმა ვიზიტორების დიდი ინტერესი გამოიწვია. გამოფენის დამთვალიერებელი აღფრთოვანებული დარჩა სამეცნიეო, სახალისო შოუებში მონაწილეობით. ლეგო რობოტები, მფრინავი პროგრამირებადი დრონები, 3D კალამი და ელექტრობის სახალისო ექსპერიმენტები მთელი დღის მანძილზე იზიდავდა ცნობისმოყვარე დამთვალიერებლებს.

შეხვედრა სადიპლომო პროგრამის (DP) მოსწავლეთა მშობლებთან
01 Oct 201926 სექტემბერს სადიპლომო პროგრამის (DP) მე-11 კლასის მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გაიმართა. 27 სექტემბერს კი სადიპლომო პროგრამის მე-12 კლასელთა მშობლები იყვნენ მოწვეულნი სკოლაში. პირველ შეხვედრაზე სტუმრებს სადიპლომო პროგრამაში შვილების გადმოსვლა საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამების ხელმძღვანელმა, დოქტორმა ბრაისმა და სადიპლომო პროგრამის კოორდინატორმა, ბატონმა რამაზ სართანიამ მიულოცეს. მათ მშობლებს წარმოდგენა შეუქმნეს, თუ როგორი იქნება მომავალი ორი წელი სადიპლომო პროგრამის ახალი მოსწავლეებისთვის. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა DP პროგრამის მასწავლებლებთან მშობლების თანამშრომლობის საჭიროებაზე, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა წარმატებისთვის. სააკონფერენციო დარბაზში გამართული პრეზენტაციის შემდეგ მშობლებს მიეცათ შესაძლებლობა, გასაუბრებოდნენ სხვადასხვა საგნის მასწავლებლებს.