სიახლეები

კვლევა-ძიება კრეატიულ გარემოში
01 Oct 201928-29 სექტემბერს “ევროპულ სკოლაში” IB PYP მე-3 კატეგორიის ვორქშოფი თემაზე: “კვლევა-ძიება კრეატიულ გარემოში” ჩატარდა. ვორქშოფზე ყურადღება გამახვილდა PYP პროგრამის მოსწავლეთა შესაძლებლობაზე, თითოეული ჩაერთოს შინაარსიანი კვლევა-ძიების პროცესში ტრანსდიციპლინური თემებისა თუ ცალკეული საგნების გაკვეთილების ფარგლებში. ძიების სხვადასხვა მოდელი არსებობს, თუმცა თითოეული ახდენს რეფლექსიის, ახალი ძიების ინიცირებასა და ღრმა გაგების ჩამოყალიბებას. კვლევა-ძიებაზე დაფუძნებული სწავლება არის დიფერენცირების საუკეთესო საშუალება, რომელიც მიუხედავად ენობრივი კომპეტენციისა და სწავლის სტილისა, ხელს უწყობს ინდივიდუალური აზრის ჩამოყალიბებასა და შინარსიანი ქმედების განხორციელებას. პროფესიული განვითარების სესიას უძღვებოდა დარენ არბური, რომელიც IBEN წევრია, ატარებს ვორქშოფებს და საერთაშორისო გამოცდილება შემოაქვს სასკოლო გარემოში.

მოგზაურობა სკოლის გარეთ
01 Oct 2019“ევროპული სკოლის“ მოსწავლეებისთვის მთელი კვირის განმავლობაში რამდენიმე გასვლითი ღონისძიება დაიგეგმა. სხვადასხვა კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ “საქართველოს ეროვნულ მუზეუმს,“ წავიდნენ ქალაქგარეთ კახეთსა და “შატო მუხრანში.“ მოსწავლეები საშემოდგომო საქმიანობებით დაინტერესდენენ, ნახეს ღვინის დამზადების ტექნოლოგია. თავად მიიღეს მონაწილეობა ხაჭაპურის ცხობასა და ჩურჩხელის ამოვლებაში. მესამეკლასელებმა კი ინსტრუქტორებთან ერთად ისწავლეს კარვის გაშლა, შეაგროვეს შეშა და კოცონზე საკვებიც მოამზადეს. ეროვნულ მუზეუმში კი პროგრამის ფარგლებში ,,საქართველოს არქეოლოგია ახალი ქვის ხანიდან რომაულ ხანამდე“, მოსწავლეები გაეცნენ საქაეთველოს ტერიტორიაზე XX და XXI საუკუნეებში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებულ არტეფაქტებს. თავად შეარჩიეს გამოფენაზე წარმოდგენილი ექსპონატი, რომლის შესახებაც შეავსეს კითხვარი, აღწერეს და გამოიკვლიეს შერჩეული ნივთები.

DP პროგრამა
27 Sep 201926 სექტემბერს საერთაშორისო ბაკალავრიატის DP მე-11 კლასელებს პროგრამის კოორდინატორმა CAS აქტივობების ძირითადი კომპონენტები გააცნო. CAS–ის კოორდინატორმა განმარტა CAS– ის მიზნები და ახსნა სწავლის სამომავლო შედეგები. შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუდენტები მზად იყვნენ დაიწყოთ CAS მოგზაურობა DP პროგრამის განმავლობაში.

კინგსის ოლიმპიადის ფინალისტები
27 Sep 201927 სექტემებერს ,,ევროპული სკოლის“ 50-ზე მეტ მოსწავლეს კინგსის ოლიმპიადის საგაზაფხულო სესიაზე მოპოვებული სხვადსხვა ხარისხის სერტიფიკატები გადაეცათ. ჩვენი სკოლა ტრადიციულად მე-9 წელია მონაწილეობს კინგსის საგანმანათლებლო პროექტში, რომელიც მთელ საქართველოში II-XII კლასის მოსწავლეებისთვის ქართულ, ინგლისურ ენებსა და მათემატიკაში ტარდება. კინგსი ზრუნავს მოსწავლეთა ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებას, ნიჭიერი ბავშვების გამოვლენასა და განვითარებას.

ლაშქრობა ქალაქგარეთ
27 Sep 2019ბავშვებისთვის ლაშქრობა არის ახალი აღმოჩენებისა და ბუნებასთან სიახლოვის საუკეთესო შესაძლებლობა. “ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის მოსწავლეები Weaskigeorgia-სთან ერთად ალგეთში წავიდნენ სალაშქროდ და დაუვიწყარი თავგადასავლებით დაბრუნდნენ. ითამაშეს, იხტუნეს და მხიარულად გაატარეს დრო სუფთა ჰაერზე.

Worcester Polytechnic Institute და Franklin & Marshall College სტუმრად “ევროპულ სკოლაში"
27 Sep 201925 სექტემბერს “ევროპულმა სკოლამ" Worcester Polytechnic Institute-ისა და Franklin & Marshall College-ის წარმომადგენლებს - ჯული ლავლესსა და კარლი მანკუსს უმასპინძლა. სტუმრებმა ქართული პროგრამის, ამერიკული უმაღლესი სკოლისა და IB პროგრამების მოსწავლეებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს სასწავლო პროგრამებისა და ჩარიცხვის კრიტერიუმების შესახებ. მოსწავლეებმა მიიღეს რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა დაწერონ ეფექტური პერსონალური ესეები და სამოტივაციო წერილები. პრეზენტაციის დასასრულს, ამერიკული უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა ჩვენი მოსწავლეების დამატებით შეკითხვებს უპასუხეს.

MYP ასამბლეა
25 Sep 2019MYP ასამბლეაზე, მოსწავლეებს გააცნეს სიახლეები სასწავლო ექსკურსიების, საზოგადოების სამსახურისა და ახალი სამეცადინო ოთახის გახსნის შესახებ. ამ უკანასკნელით სადილის დროს ისარგებლებენ მოზარდები, რომელთაც დამატებით სურთ დამოუკიდებლად მეცადინეობა. ბატონმა რიზმა მოსწავლეებს მოუთხრო იგავი სათაურით: “იმპერატორი და მარცვალი“, რომელმაც მოზარდები დააფიქრა კეთილსინდისიერებაზე, ნდობასა და სწორად მოქცევაზე იმ შემთხვევაშიც კი, როცა არავინ გიყურებს. ეს ყველაფერი ესადაგება სკოლის სლოგანს: “ სრულყოფილება სწავლაში ცხოვრებისთვის მზადების გზაზე“ . MYP პროგრამის ხელმძღვანელმა წარმატების თასით დააჯილდოვა ყველა მე-6 კლასელი MYP პროგრამასთან საუკეთესო შეთვისებისა და სანიმუშო ყოფაქცევისთვის.

IB სადიპლომო პროგრამის ასამბლეა
23 Sep 201923 სექტემბერს სკოლის მთავარ დარბაზში IB სადიპლომო პროგრამის რიგით მე-2 ასამბლეა გაიმართა. ასამბლეის თემა იყო Welcome to Pre-University, მიზანი კი ცნობიერების ამაღლება უნივერსიტეტებისა და სტუდენტობის სტატუსის შესახებ. IB პროგრამის ხელმძღვანელმა ბრაის ბომომ განაცხადა “იმას, რასაც თქვენ გააკეთებთ უნივერსიტეტში გავლენას მოახდენს თქვენს განათლებაზე, თქვენს უნივერსტეტურ ცხოვრებაზე, არა მხოლოდ აკადემიურად, არამედ მოგეცემათ შესაძლებლობა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების. ” DP შეკრებები ჩატარდება ყოველ ორშაბათს, მთელი სასწავლო წლის განმავლობაში.

ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე
18 Sep 2019ოზონის შრის დღესთან დაკავშრებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა “ევროპული სკოლის” მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. მოსწავლეებს გარემოსდაცვითი ინფომაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელი ნოე მეგრელიშვილი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელი ნინო გვაზავა შეხვდნენ, მათ მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და დეტალურად ესაუბრნენ ოზონის დაცვის საერთაშორისო დღის ისტორიასა და მნიშვნელობაზე, ასევე მოსწავლეებმა მოისმინეს პრეზენტაცია ოზონის შრის და ამ მხრივ საქართველოში არსებული რეალობისა და მიღწეული შედეგების შესახებ. თამარ ალადაშვილმა მოსწავლეებს ცენტრის მიერ გამოცხადებული კონკურსის პირობები გააცნო, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით პროექტის - “ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება მონრეალის ოქმის განხორციელების ხელშეწყობისთვის“ - ფარგლებში ოზონის შრის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად იმართება გზავნილით: “დაიცავი ოზონის შრე - დაიცავი სიცოცხლე დედამიწაზე”. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც VII-XII კლასის სკოლის მოსწავლეებს, ასევე სტუდენტებსა და ვიდეოგრაფიკოსებს. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა და მოსწავლეებმა მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.