სიახლეები

პირველი დღე “ევროპულ სკოლაში“
09 Sep 20199 სექტემბერს ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად სიხარულით შეხვდა “ევროპული სკოლა“ მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს. სიამაყით გვინდა გაცნობოთ, რომ სკოლამ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და ახალი სასწავლო წელი სასიამოვნო სიახლით დაიწყო. “ევროპული სკოლა“ (CIS) საერთაშორისო სკოლების საბჭოს პირველი აკრედიტებული სკოლა გახდა საქართველოში.

ჩვენ პირველი CIS სკოლა ვართ საქართველოში
07 Sep 20196 სექტემბერს “ევროპულ სკოლაში“ მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. წელს ჩვენი სკოლა საერთაშორისო სკოლების საბჭოს (CIS) აკრედიტებული პირველი სკოლა გახდა საქართველოში და ამიტომაც ისაუბრეს CIS მიერ გაწეული რეკომენდაციების შესრულების შესახებ. სკოლის დირექტორმა სოფიო ბაზაძემ წარადგინა ახალი სასწავლო წლის სამომავლო გეგმები და განსაზღვრა სტრატეგიული მიზნები.

სემინარი MYP პროგრამის პედაგოგებისთვის
06 Sep 2019პროფესიული განათლების ხელშეწყობა “ევროპულ სკოლაში“ ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომაც საერთაშორისო ბაკალავრიატის MYP პროგრამის პედაგოგებისთვის 2 დღიანი პროფესიული სემინარი ჩატარდა, სადაც განიხილეს MYP სწავლების სპეციფიკა, გაეცნენ ამ პროგრამის მნიშვნელოვან მახასიეთებლებს და იმსჯელეს თუ როგორ გახადონ უფრო პროგრესული MYP პროგრამის შესწავლა ჩვენს სკოლაში. “ევროპული სკოლის“ პროფესიონალთა გუნდს შეემატა საერთაშორისო ბაკალავრიატის საბაზო საფეხურის IB (MYP) პროგრამის ხელმძღავნელი რიზ ხანი, რომლიც უძღვებოდა სემინარს ორი დღის განმავლობაში. საგანმანათლებლო, შემეცნებითი და პრაქტიკული შინაარსის ამგვარი ტრენინგი საინტერესო აღმოჩნდა ყველა პედაგიგისთვის.

ახალი სასწავლო წელი
26 Aug 2019ევროპული საბავშვო ბაღი სასწავლო წელს განაახლებს 9 სექტემბერს, 11 საათზე.

“ევროპული სკოლა“ - საერთაშორისო სკოლების საბჭოს (CIS) მიერ აკრედიტებული პირველი სკოლა საქართველოში
24 Jul 2019სიახლე ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში: სიამაყით გვინდა გაცნობოთ, რომ “ევროპულმა სკოლამ" პირველმა მოიპოვა საერთაშორისო სკოლების საბჭოს (CIS) აკრედიტაცია. CIS ლიდერი ორგანიზაციაა სკოლების შეფასების დარგში. მსოფლიოში აღიარებული CIS აკრედიტაცია არის მაღალი სტანდარტის საერთაშორისო განათლების მაჩვენებელი, რომელიც აადვილებს მოსწავლეების მიღებას მსოფლიო კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში.

გაეროს ასამბლეა
02 Jul 20191 ივლისს “ევროპულ სკოლაში" არასამთავრობო ორგანიზაციის “მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის" მიერ ორგანიზებული პროექტი, “გაეროს ასამბლეა" დასრულდა. ღონისძიების დახურვის ცერემონიალზე დელეგატების მიერ წარდგენილი სარეზოლუციო პროექტებიდან 5 საუკეთესო გამოვლინდა. პროექტები 1000, 500 და 250 ლარით დაჯილდოვდა, ავტორები თავიანთი იდეის განხორციელებას სექტემბრიდან დაიწყებენ. დახურვის ცერემონიალზე ასევე დაჯილდოვდნენ ლიდერები, დელეგატები, მოწვეული სპიკერები და მხარდამჭერები. დელეგატებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს სხვადასხვა ორგანიზაციებისა და საელჩოების წარმომადგენლებმა. ღონისძიებას მუსიკალურად აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების როკ ბენდი “ოცნება" აფორმებდა.

დიდი წარმატება ES “რობოტიკის კლუბის“ ა.შ.შ-ში
01 Jul 2019ჩვენი სკოლის “რობოტიკის კლუბის“ მოსწავლეები ა.შ.შ-ში გაემგზავრნენ და ქ. ოსვეგოში “ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ მიერ მოწყობილ Genius-ს ოლიმპიადაში მეოთხე ადგილი მოიპოვეს. ოლიმპიადაში 75 ქვეყანასა და 35 შტატს შორის საქართველოდან “ევროპული სკოლის“ სამი გუნდი იღებდა მონაწილეობას. ღონისძიება საბუნებისმეტყველო საგნების წარმოჩენას და პრობლემური საკითხების გადაჭრას ეძღვნებოდა. მოსწავლეებს ძალიან საპასუხისგებლო გამოსვლა ჰქონდათ. მათ რობოტს ევალებოდა გარემოში ხანძრის ევაკუაცია და ადამიანების გადარჩენა ყველაზე მოკლე დროში. “ევროპული სკოლის“ გუნდებმა ქვეყანას დიდი წარმატება მოუტანა საუკეთსო მონაწილეთა ათეულში-მეოთხე ადგილი დაიკავეს. ოლიმპიადის მონაწილეებმა: ლუკა ჯენევიზიმ, გიორგი დიღმელაშვილმა, ლევან კოტიშაძემ, ვახტანგ ლემოჯავამ და ნიკოლზ კობეშაიძემ მოინახულეს ნიაგარას ჩანჩქერი და რამოდენიმე ნიუ-იორკის ღირშესანიშნაობა, მოსწავლეები შთაბეჭდილებითა და ემოციებით დაბრუნდნენ ქვეყანაში. ვულოცავთ მოსწავლეებს და ხელმძღვანელებს დავით ნოზაძეს და ირინა კოჭლამაზაშვილს დიდ მიღწევას და ვუსურვებთ მომდევნო წლებში შედეგის გაუმჯობესებას.

კურსდამთავრებულთა უპრეცედენტო დაფინანსება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში
01 Jul 2019სიამაყით გვინდა გაცნობოთ, რომ “ევროპული სკოლის“ 2019 წლის კურსდამთავრებულები უმაღლეს განათლებას მსოფლიოს TOP უნივერსიტეტში განაგრძობენ. გარდა წარმატებული ჩარიცხვებისა მათ უპრეცედენტო რაოდენობის დაფინანსება მოიპოვეს. 2018-2019 სასწავლო წელს მე-12 კლასელების მიერ მიღებულმა დაფინანსებამ ჯამში $1,420,605 შეადგინა (სწავლის პირველი წლისთვის მიღებული დაფინანსება, რომელიც სრული საბაკალავრო კურსის გათვალისწინებით შეადგენს $5,682,420).