სიახლეები

STEM Fest 2019
13 Jun 20199 ივნისს IYIPO ორგანიზებით ისთ-ფოინთში ინოვაციური ფესტივალი - STEM Fest 2019 ჩატარდა. კერძო და საჯარო სკოლის ნიჭიერმა მოსწავლეებმა დამთვალიერებლებს სხვადასხვა ტიპის აქტივობები და სამეცნიერო პროექტები გააცნეს. STEM FEST 2019 სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ თემატური სტენდები და თავადაც მიეღოთ მონაწილეობა ინოვაციურ ექსპერიმენტებში. წლევანდელ ფესტივალზე 50-ზე მეტი პროექტი იყო წარმოდგენილი. ჩვენი სკოლიდან რობოტექნიკის წრის მოსწავლეებმა 3 პროექტი წარმოადგინეს. პროექტის მიზანია კიდევ უფრო შეაყვაროს მოსწავლეებს საბუნებისმეტყველო საგნები, დაანახოს მეცნიერებების მნიშვნელობა და როლი განათლების მიღების პროცესში.

ჩემი ადგილი სამყაროში
12 Jun 201910 ივნისს, ევროპულ საბავშვო ბაღში მოეწყო გამოფენა-პრეზენტაცია თემაზე ,,ჩემი ადგილი სამყაროში". ბავშვებმა სიხარულით წარუდგინეს მშობლებს თავიანთი ნამუშევრები და უამბეს თუ როგორ იმოგზაურეს დედამიწის გარშემო.

Startup Demo Day
12 Jun 201912 ივნისს “ევროპულ სკოლაში“ მე-10 კლასელების სტარტაპ იდეების პრეზენტაცია მოეწყო, რომელიც კომპეტენტურმა ჟიურიმ წინასწარ განსაზღვურლი კრიტერიეუმების მიხედვით შეაფასა და გამარჯვებული გამოავლინა. წლის სტარტაპერის წოდება მოიპოვა ქართული პროგრამის მოსწავლეების გუნდმა FANDOMBOX. ქართული და MYP პროგრამის მეათეკლასელებმა 2018-2019 აკადემიური წლის განმავლობაში, გაიარეს კურსი - სტარტეპები და მეწარმეობა. მოცემული ღონისძიება მათთვის იყო ფინალური პროექტების პრეზენტაცია.

მოგზაურობა ლიტერატურით
11 Jun 201910 ივნისს “ევროპული სკოლის“ IBბიბლიოთეკაში MYP მე-8 კლასის მოსწავლეებმა შემაჯამებელი პრეზენტაცია ჩაატარეს ქართულ ენასა და ლიტერატურაში. მათ შეაჯამეს განვლილი თავი “მოგზაურობა ლიტერატურაში“ და წარმოადგინეს ანიმაციური პრეზენტაციები მოგზაურებზე და ლიტერატურაზე. პრეზენტაციას დასწრნენ მშობლებიც და შეაფასეს მოსწავლეთა გამოსვლები.

როგორ გავხდე წარმატებული მეწარმე
11 Jun 20193 ივნისს “ევროპული სკოლის “ IB ბიბლიოთეკაში კანადაში Tedx გუნდის წევრმა MYP მე-8-10 კლასის მოსწავლეებთან შეხვედრა გამართა. ღონისძიების მთავარი თემა იყო “როგორ გავხდე წარმატებული მეწარმე." მათ ისაუბრეს მეწარმის საქმინობაზე და ინტერაქტიულ რეჟიმში სტუმარმა უპასუხა შეკითხვებს. მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ამგვარი აქტივობა.

მეოთხეკლასელების გამოსაშვები
11 Jun 20197 ივნისს “ევროპულ სკოლაში“ ქართული პროგრამის მეოთხეკლასელების გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა სკოლის მთავარ დარბაზში წარმოადგინეს მუსიკალური ნომრები, ცეკვები და სკეტჩები. დაემშვიდობნენ პირველ მასწავლებლებს და თბილი სიტყვები არ დაიშურეს მათ მიმართ. გამოსაშვებ საღამოს ესწრებოდნენ მშობლები და ოჯახის წევრებიც.

Startup Camp Youth Tbilisi 2019
11 Jun 20199 ივნისს “ევროპულ სკოლამ“ და “Georgia’s Youth Entrepreneurs“-ის ორგანიზებით startup camp youth Tbilisi 2019-ის დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა. პირველი ადგილი (1000ლ.) მოიპოვა “RoboKit“- მა, ინოვაციურმა სტარტაპ იდეამ რომელზეც მუშაობდნენ ამერიკული აკადემიის მოსწავლეები: შალვა ბეგიაშვილი, სოფიო ჩიხლაძე, და თეკლე ხმიდიაშვილი. მეორე ადგილი (500ლ.) გადაეცა “AutoTech“, რომელზეც მუშაობდნენ ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესის მოსწავლეები: აფაქ მირვაკილი, ასმა კაფაშიანი, ალი პაზირეი, არიან ზუგჰი და ზეინეფ გურფინარი. მესამე ადგილოსანი გახდა “HTS:Help To See“-მ, რომელზეც მუშაობდნენ სკოლა xxi საუკუნის მოსწავლეები: ლევან ღვინერია, ლუკა თოდუა, ნიკა ტუსკია, ალექსანდრა ლომინაძე, ლიზა ჩანტლაძე, ქეთევან ჯანიაშვილი და კესო ციცქიშვილი. ხოლო leadership award-ი გადაეცა სამი ჯგუფის ლიდერს, ესენი არიან: ნიუშა ბიგლარი, ლევან გოგრიჭიანი და ელვინა მამედოვა. Startup camp-ი 7,8,9 ივნისს ჩატარდა “ევროპულ სკოლაში“ და სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს სტარტაპ იდეები, იმუშავეს ჯგუფის წევრებთან ერთად, მიიღეს გამოცდილებადა იმუშავეს პროფესიონალ მენტორებთან ერთად ბიზნესისა და ტექნოლოგიების განხრით, და საკუთარი პროექტები წარუდგინეს ჟიურის წევრებს. პროეკტში ჩართული იყო ცნობილი კომპანიები: “ვოლტი“,“იბერია ბიზნეს ჯგუფი“, “ეკობინა“, “მომავლის ლაბორატორია“, “ფაბ-ლაბი“,“ევროპული სკოლა,“ “ბრითიშ ქოუნსილ ჯორჯია,“ “ინგლისური წიგნები საქართველო“ და “ბრიტანეთის საბჭო.“

PYP მე-5 კლასის გამოსაშვები
11 Jun 2019PYP პროგრამის მე-5 კლასის გამოსაშვები ცერემონია სკოლის მთავარი დარბაზში გაიმართა და ერთად იზეიმეს მოსწავლეებმა, მშობლებმა, მასწავლებლებმა და სტუმრებმა. კურსდამთავრებულებს მიესალმნენ და სიტყვით მიმართეს PYP კოორდინატორმა ქ-ნმა დინარამ და PYP დირექტორმა ქ-ნმა მარინა ჭელიძემ პედაგოგებთან ერთად. დასასრულს მე -5 კლასის მოსწავლეებმა ცეკვები და სიმღერები შეასრულეს. მოსწავლეებმა მიიღეს სამახსოვრო სერტიფიკატები და ჟურნალები პროგრამის წარმატებით დასრულებისთვის. ძალიან ემოციური ცერემონიალი გამოვიდა ყველასთვის.

Startup Demo Day
11 Jun 201912 ივნისს, ოთხშაბათს 10:00 - 11:30 საათამდე სკოლის მთავარ დარბაზში “ევროპული სკოლის“ მე-10 კლასის მოსწავლეების სტარტაპ იდეების პრეზენტაცია გაიმართება. სპეციალისტებით დაკომპლექტებული ჟიური შეაფასებს მოსწავლეთა სტარტაპ იდეებს და გამარჯვებულს გადაეცემა წლის სტარტაპის წოდება.