სიახლეები

გამოსაშვები საღამო

03 Jun 2019

გიწვევთ “ევროპული სკოლის“ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ საზეიმო ცერემონიალზე 6 ივნისი, ხუთშაბათი 20:00 საათი

TEDx ღონისძიება

31 May 2019

31 მაისს “ევროპულ სკოლაში“ ყოველწლიური ღონისძიება TEDx ჩატარდა თემაზე “ჯაჭვური რეაქცია.“ სამივე პროგრამის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მრავალფეროვანი მოხსენებები ბავშვათა უფლებებზე, ფსიქოლოგიის კურსის შესწავლის მნიშვნელობაზე, ცხოველთა უფლებებზე, ჭადრაკის პოპულარიზაციაზე, გარემოს დაცვით პრობლემებზე, პიროვნულ განვითარებასა და გასართობი აქტივობების სასარგებლო თვისებებზე. მოსწავლეებმა გააჟღერეს ახალი იდეები და გაგვიზიარეს მსოფლიოში არსებული პრობლემების გადაჭრის საკუთარი ხედვა. დამსწრე საზოგადოიებისთვის შთამაგონებელი აღმოჩნდა მოზარდების იდეები და საინეტერესო დისკუსია გამოიწვია. ვიმედოვნებთ, ეს იდეები ჯაჭვური რეაქციასავით გავრცელდება არა მხოლოდ სკოლის საზოგადოებაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

ყვავილების ფესტივალი “ევროპულ სკოლაში“

31 May 2019

ყვავილების ფესტივალი “ევროპულ სკოლაში“

ავსტრიელი მთხრობელი “ევროპულ სკოლაში“

31 May 2019

“ევროპულ სკოლას“ ცნობილი ავსტრიელი მთხრობელი კატარინა რიტერი ეწვია და შეხვდა მოსწავლეებს, რომლებიც გერმანულ ენას შეისწავლიან. კატერინამ მოსწავლეებს წარუდგინა გერმანული, ავსტრიული თქმულებები და ლეგენდები რაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. მათ საშუელება მიეცათ გერმანულ ენაზე მოესმინათ და ენახათ გაცოცხლებული ისტორიები.

“ძველი ბაღის ამბავი“

29 May 2019

“ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის  Iგ კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წლის ბოლოს ტრანსდისციპლინარული თემის ფარგლებში წარმოადგინეს საბავშვო სპექტაკლი “ძველი ბაღის ამბავი." პრემიერაზე მოიწვიეს მშობლები და ოჯახის წევრები. შეასრულეს სიმღერები, ცეკვები და ხალისითა და მხიარულებით მოუყვნენ მაყურებელს “ძველი ბაღის ამბავს.“

TEDx ღონისძიება

28 May 2019

პარასკევი, 31 მაისი 13:00 საათი “ევროპული სკოლა“ - მთავარი დარბაზი

ოქროს პეპელა - 2019

27 May 2019

საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 29, 30, 31 მაისი - 1 ივნისი

პრემიერა ბაქოში

27 May 2019

“ევროპული სკოლის“ MYP-ის მოსწავლეთა ჯგუფი ბაქოში გაემგზავრა. თეატრალურმა დასმა სპექტაკლის “ადგილი ორისათვის“ პრემიერა გამართა British school-სა და Donya IB school-ში. ბაქოელმა და “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებმა გაცვალეს სიმბოლური საჩუქრები ორი ქვეყნის მადლობისა და კულტურის გაცვლის ნიშნად. გამომგზავრების დღეს კი დასის წევრებმა გააგზავნეს მადლობის წერილები ,,ბრიტანეთის სკოლის“ მოსწავლეებთან ამ ვიზიტის სამახსოვროდ. სპექტაკლის პრემიერამ ბაქოში წარმატებით ჩაიარა და ყველა მონაწილე შთაბეჭდილებებით სავსე დაბრუნდა “ევროპულ სკოლაში.“

შემაჯამებელი გამოფენა

27 May 2019

24 მაისს “ევროპული სკოლის“ ქართული და IB პროგრამების დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეების მეორე სემესტრის შემაჯამებელი გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი მასალითა და ტექნიკით შესრულებული ნამუშევრები. მოსწავლეებმა წარმოადგინეს ინტერკულტურულ თემებზე შექმნილი ნახატები. მე-9 კლასელებმა კი გამოფინეს თანამედროვე ეკოლოგიური ქალაქის მაკეტი. გამოფენამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დამთვალიერებელზე.