სიახლეები

გამოსაშვები საღამო

10 Jun 2019

25-26 მაისს “ევროპულ ბაღში“ საზეიმო განწყობა იყო: გამოსაშვები საღამო, სახელწოდებით “Rock around the clock,” ბევრი ფერი და როკენროლური მხიარულება. კიდევ 4 გამოსაშვები ჯგუფი დაემშვიდობა ბაღს. ვულოცავთ ჩვენს ბავშვებს და წარმატებებს ვუსურვებთ მათ. 

გამოფენა

10 Jun 2019

6 ივნისს “ევროპულ სკოლაში“ ქართული პროგრამის მე-4ა კლასის შემაჯამებელი გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ტრანსდისწიპლინური სწავლების ფარგლებში შექმნილი გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრები. აგრეთვე გაიხსნა მე-4 ბ კლასის მოსწავლის, საერთაშორისო გამოფენის ოქროს პრიზის მფლობელის ელენე ქურდიანის პერსონალური გამოფენა. მოსწავლეებმა მთელი წლის განმავლობაში შემოქმედებითად იმუშავეს და საკუთარი შემოქმედება გააცნეს დამთვალიერებელს.

მოიარე საქართველო

10 Jun 2019

“ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის 1ბ კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს კონცერტი “მოიარე საქართველო.” მოსწავლეებმა წარმოადგინეს საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათბელი ცეკვები, სიმღერები და ლექსები. დადგეს რამოდენიმე თეატრალური წარმოდგნაც. მაყურებელს მათი გამოსვლა ძალიან მოეწონა.

კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო

07 Jun 2019

6 ივნისს “ევროპულ სკოლაში“ ქართული პროგრამის, IB საერთაშორისო ბაკალავრიატის და ამერიკული უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. ამ ამაღელვებელ და ემოციებით სავსე დღეს კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრება მიულოცეს და სიტყვით მიმართეს “ევროპული სკოლის“ აკადემიურმა დირექტორმა სოფიო ბაზაძემ, სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარემ გელა ბეჟუაშვილმა, საერთაშორისო ბაკალავრიატის ხელმძღვანელმა რამაზ სართანიამ და ამერიკის უმაღლესი სკოლის დირექტორმა ირმა ბარბაქაძემ. საქართველოს განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ: ხატია კილაძე, ნინო კინტრაია, ლუკა ლელუაშვილი და ელისაბედ სააკაძე. სკოლის დირექციამ მედლებით დააჯილდოვა AHS და IB(DP) პროგრამის კურსდამთავრებულებიც. საზეიმო ღონისძიებაზე საპატიო სტუმრის სტატუსით მოწვეული სტუმრები: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი, ამერიკის საელჩოს კულტურული ურთიერთობების ოფიცერი იულიუს ცაი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ეკატერინე ბაღიშვილი და სან-დიეგოს უნივერსიტეტის ვიცე-დეკანი ნუგზარ დავითაშვილი სიტყვით გამოვიდნენ და კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცეს. “ევროპული სკოლა“ ულოცავს სკოლის დამთავრებას ყველა ახალგაზრდას და წარმატებულ მომავალს უსურვებს.

ყვავილები და ქველმოქმედება

05 Jun 2019

ტრადიციულად “ევროპულ სკოლოაში“ ყვავილების ფესტივალი ჩატარდა. მოსწავლეების მონაწილეობით გაიყიდა სხვადასხვა სახობის ყვავილები და შეგროვილი თანხა (700 ლარი)ახალგაზრდული სახლი • Youth House-ის წარმომადგენლებს გადაეცათ. თანხა მოხმარდება ბენეფიციარების პროექტის განხორციელებას და შეიძენენ სახელოსნოსთვის საჭირო საღებავებსა და მასალებს.  საქველმოქმედო “ყვავილების ფესტივალი“ მომავალშიც ჩატარდება და კიდევ უფრო მეტი მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას.

Startup Camp

05 Jun 2019

7, 8 და 9 ივნისს Georgian's Youth Entrepreneurs და “ევროპული სკოლა“ წარმოგიდგენთ პროექტს startup camp•სტარტაპ ქემფს. “სტარტაპ ქემფი“ 3 დღიანი პროექტია თინეიჯერებისთვის, რომლებსაც თავიანთი ინოვაციური ბიზნეს იდეების განხორციელება სურთ. პროექტში ჩართულები არიან დეველოპერები, ბიზნესის მენეჯერები და მარკეტინგის მენეჯერები. მოზარდები საკუთარ იდეებსა და პროეტებს წარადგენენ ჟიურის წევრების წინაშე და გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებითა და სიგელებით.

საბავშვო ლიტერატურა და მწერალი ირმა მალაციძე

05 Jun 2019

“ევროპული სკოლის“ ბიბლიოთეკაში მოსწავლეებს საბავშვო მწერალი ირმა მალაციძე შეხვდა. ქართული პროგრამის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა წინასწარ წაიკითხეს მისი წიგნები: “სატკბილეთის ქვეყანა“ და “ანდაზები-არაკები,“ რომელიც “მოსწავლის ბიბლიოთეკის“ სერიით გამოიცა. მწერალმა მოსწავლეებს ესაუბრათ საკუთარი წიგნების, საყვარელი გმირებისა და ავტორების, საბავშვო ლიტერატურის შესახებ. ბავშვებმა მომავალშიც დაპატიჟეს მწერალი თავიაანთ საყვარელ ადგილას-ბიბლიოთეკაში და დაპირდნენ წიგნების წაკითხვას.

ყვავილების ფესტივალი

03 Jun 2019

3 ივნისს “ევროპული სკოლაში“ ტრადიციულად ყვავილების ფესტივალი გაიმართა. ქართული პროგრამისა და საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა გამართეს კონცერტი, მოხატეს ქოთნები და თავიანთი ხელით გახარებული ყვავილების გამოფენა-გაყიდვა მოაწყეს. მოსწავლეებმა ფესტივალის მონაწილეებს სახეზე ფერადი ყვავილები დაახატეს, გრძელი თეთრი პანო მოხატეს, მოაწყეს ფლეშ-მობი და დიდი ყვავილების დღესასწაული მოაწყეს. მხიარულ ფესტივალს “ევროპული სკოლის“ მშობლებიც შემოუერთდნენ. ყვივლების გაყიდვით შეგროვილი თანხა კი ქველმოქმედებას მოხმარდა.

“ოქროს პეპელას“ დაჯილდოების ცერემონიალი

03 Jun 2019

1 ივნისს ,,ევროპულ სკოლაში" მე-9 ჩატარდა საბავშვო საერთაშორისო ფილმების ,,ოქროს პეპელას" დაჯილდოების ცერემონიალი. ფესტივალის პროგრამის მიხედვით, სამი დღის განმავლობაში მოეწყო ფილმების ჩვენება, ვორქშოპები და მასტერკლასები. ფესტივალში მონაწილეობდნენ ახალგაზრდა რეჟისორები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან და აგრეთვე სტუმრები, ბაქოდან, მოსკოვიდან და ყაზახეთიდან. გამარჯვებულებს გადაეცათ პრიზები და დიპლომები. გრანპრი მოიპოვა კინოსტუდია ,,პიონერფილმის" მოსწავლემ ნიკა ზუბაშვილმა ფილმისთვის “ლეოს დაბადების დღე.“