მასწავლებელის საერთაშორისო დღე

1994 წლის 5 ოქტომბრიდან მსოფლიოში მასწავლებლის საერთაშორისო დღე აღინიშნება, ამიტომაც “ევროპულ სკოლაში“ არაერთი აქტივობა დაიგეგმა.

სკოლის მთავარ შემოსავლელში საზეიმო დახვედრა მოუწყეს მოსწავლეებმა თავიაანთ საყვარელ მასწავლებლებს და მისალოცი ბარათები გადასცეს. მთელი კვირის განმავლობაში გაიმართა მხიარული სპორტული შეჯიბრება მასწავლებელთა და მოსწავლეებს შორის; პედაგოგთა ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა; სპეციალურ ყუთში მოსწავლეება წერილები და მისალოცი ბარათები ჩაყარეს; ყველასთვის მოულოდნელად დაიდგა ფლეშმობი; მოეწყო გამოფენა “ჩემი პედაგოგის ბავშვობა,“ სადაც მასწავლებელთა ბავშვობის ფოტოები გამოიფინა და მოსწავლეებმა ხალისით ამოიცნეს ისინი; დაწყებით კლასებში დამრიგებლის პორტრეტები დახატეს და გამოფინეს.

ამ დღის მთავარი მიზანი მასწავლებელთა დაფასება და მათი ღვაწლის გადახდა იყო. გილოცავთ!

Share on: