შეხვედრა სადიპლომო პროგრამის (DP) მოსწავლეთა მშობლებთან

26 სექტემბერს სადიპლომო პროგრამის (DP) მე-11 კლასის მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გაიმართა. 27 სექტემბერს კი სადიპლომო პროგრამის მე-12 კლასელთა მშობლები იყვნენ მოწვეულნი სკოლაში.

პირველ შეხვედრაზე სტუმრებს სადიპლომო პროგრამაში შვილების გადმოსვლა საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამების ხელმძღვანელმა, დოქტორმა ბრაისმა და სადიპლომო პროგრამის კოორდინატორმა, ბატონმა რამაზ სართანიამ მიულოცეს. მათ მშობლებს წარმოდგენა შეუქმნეს, თუ როგორი იქნება მომავალი ორი წელი სადიპლომო პროგრამის ახალი მოსწავლეებისთვის. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა DP პროგრამის მასწავლებლებთან მშობლების თანამშრომლობის საჭიროებაზე, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა წარმატებისთვის. სააკონფერენციო დარბაზში გამართული პრეზენტაციის შემდეგ მშობლებს მიეცათ შესაძლებლობა, გასაუბრებოდნენ სხვადასხვა საგნის მასწავლებლებს.

პარასკევს, 27 სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საუნივერსიტეტო აპლიკაციების, შიდა შეფასების( ეს კომპონენტი საბოლოო ნიშნის 20-40%-ს შეადგენს), 2020 წლის მარტ-აპრილში დაგეგმილი საგამოცდო მზადების საკითხებსა და 2020 წლის მაისის ფინალურ გამოცდებს. მშობლები მასწავლებლებს ინდივიდუალურადაც გაესაუბრნენ შვილების აკადემიური მაჩვენებლების პროგრესის თაობაზე .

ეს გახლდათ წლის ერთ-ერთი პირველი შეხვედრა. მშობლებს ასევე აცნობეს, რომ მშობელთა კრებების გარდა, მათ პერიოდულად მიეცემათ შესაძლებლობა, დაესწრონ სხვა შეკრებებსაც, სადაც ინფორმაციას მიიღებენ პროგრამისთვის რელევანტურ საკითხებზე.

Share on: