სიახლეები

მშობლის კვირეული ევროპულ ბაღში
07 Nov 2019კვირეული შეეხება უკვე შესწავლილი თემებიდან ერთ–ერთ ქვეთემას "პროფესიები".6 ნოემბერს მწვანე ჯგუფში გვესტუმრა ელენე კაპანაძის დედა, ექიმი ნინო გამეზარდაშვილი.ის ბავშვებს ესაუბრა ადამიანის აგებულებასა და შინაგან და გარეგან ორგანოებზე. ბავშვებმა ნინოს დაუსვეს კითხვები და მიიღეს ამომწურავი და საინტერესო პასუხები, ფონეიდოსკოპით მოუსმინეს გულისცემას... შეხვედრა ძალიან საინტერესო და მრავლისმომცემი იყო ჩვენი პატარებისთვის, რაზეც დიდი მადლობა ელენეს დედიკოს!

წინასაარჩევნო დებატები
05 Nov 20195 ნოემბერს “ევროპული სკოლის“ მთავარ დარბაზში გაიმართა მოსწავლეთა პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატების წინასაარჩევნო დებატები, სადაც ოთხივე კანდიდატმა გაგვაცნო საკუთარი ხედვები მოსწავლეთა პარლამენტის სამომავლო მუშაობასთან დაკავშირებით.

მოსწალეთა პარლამეტის თავჯდომარეობის კანდიდატის თორნიკე ყუბანეიშვილის საარჩევნო კამპანია
05 Nov 2019საარჩევნო კამპანიის ფარგლებში თორნიკე ყუბანეიშვილმა რამდენიმე ღონისძიება ჩაატარა. გამართა შეხვედრა საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების და ევროპის ჩემპიონატის პრიზიორებთან გიორგი ბერიაშვილთან და სოსო ებილაშვილთან. მოჭიდავეებთან შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა. მოწვეულმა სტუმრებმა უპასუხეს მოსწავლეების შეკითხვებს და რამოდენიმე ძიუდოს ილეთიც აჩვენეს.

მოსწავლეთა საბჭო
04 Nov 201931 ოქტომბერს სააქტო დარბაზში ქართული პროგრამის დაწყებითი საფეხურის “მოსწავლეთა საბჭოს“ წევრები შეიკრიბნენ და განეხილეს მათი თვალით დანახული პრობლემები და გადაჭრის გზები. დაწყებით საფეხურის მოსწავლეებისთვის კიდევ ერთი საერთაშორისო სასწავლო გამოცდილების გაზიარება მოხდა. “მოსწავლეთა საბჭოს“ საქმიანობა ხელს უწყობს სკოლის მიზნების აღსრულებას. მოსწავლეებს ეხმარებათ სიამოვნება მიიღონ სასწავლო პროცესით, გამოიჩინონ შემოქმედებითობა, არ შეუშინდნენ სიახლეებს, ისწავლონ პრობლემების გადაჭრა და დაკისრებული ვალდებულებების შესრულება.

“ადამსების ოჯახის წვეულების“ საშიში სტუმრები
04 Nov 2019წელს “ევროპულ სკოლაში“ ჰელოუინზე მოსულ სტუმრებს ადამსების ოჯახის წევრები გომესი და მარტიშა მასპინძლობდნენ. პაკსლი და ვენდიზი კი საშიშ გართობაში ეხმარებოდნენ. კოსტუმირებულ წვეულებაზე “ევროპული სკოლის“ მოსწავლეები განსაკუთრებულად გამოეწყვნენ და ჩაერთვნენ საერთო მხიარულებაში. მოეწყო კოსტიუმების ჩვენება, სხვადსხვა პროგრამის მოსწავლეებმა შეასრულეს მუსიკალური ნომრები, წამყვანებმა მოაწყეს გასართობი-საშიში თამაშები. სანახაობრივი აღმოჩნდა აზოტის შოუ ჰელოუინის გოგრებიდან.

პირადი მენეჯმენტი
31 Oct 2019დღეს ევრობულ საბავშვო ბაღში გვქონდა პრეზენტაცია თემაზე ,,პირადი მენეჯმენტი“. ბავშვებმა სიხარულით წარუდგინეს თავიანთი ნამუშევრები ოჯახის წევრებს და ისაუბრეს განვლილი თემის შესახებ.

ისტორია, სასახლე და ბავშვები
24 Oct 2019“ხელოვნების სასახლეში“ ექსკურსიები გრძელდება 21 ოქტომბერს “ევროპული სკოლის“ პირველკლასელები ესტუმრნენ თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმს. ბავშვებმა დაათვალიერეს თბილისის ერთ-ერთი ულამაზესი სასახლე, გაეცნენ მუზეუმის დაარსების ისტორიას. ნახეს მუდმივი და დროებითი ექსპოზიციები. სტუმრობის დასასრულს კი მოისმინეს სათამაშოების ისტორიის შესახებ პრეზენტაცია და საკუთარი ხელით შექმნეს პატარა თოჯინები.

სწავლის გაგრძელება “თავისუფალ უნივერსიტეტში“
17 Oct 2019“ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის უფროსკლასელებს “თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების“ წარმომადგენელი შეხვდათ. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმმა საუნივერსიტეტო საკითხების მრჩეველთან ერთად მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია საქართველოში წამყვან უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების შესახებ. მოუსმინეს პრეზენტაციას სასწავლო პროგრამების, დაფინანსების და სხვ. მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

უნიკალური თოჯინების გამოფენა
17 Oct 2019“ევროპულ სკოლაში“ ნიჭიერი მეთოჯინის ნანა ყაულაშვილის ხელნაკეთი თოჯინების გამოფენა მოეწყო. მის მიერ შექმნილი უნიკალური თოჯინების უმრავლესობა სამუზეუმო ექსპონატია. სხვადასხვა ხასიათის, მაღალი პროფესიონლიზმით შექმნილმა ექსპონანტებმა მნახველის აღფრთოვანება გამოიწვია. მოსწავლეებმა იხილეს თოჯინების კოლეექციის მხოლოდ ნაწილი. ხელოვანმა მათთვის თოჯინების შექმნის მასტერკლასი დააგეგმა, სადაც ხელსაქმის მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ თავად შექმნან თოჯინები.