სიახლეები

ჩვენ გვიყვარს წიგნების კითხვა

14 Nov 2019

“ასტრიდ ლინდგრენის კვირეულის“ ფარგლებში ყველასათვის საყვარელმა მსახიობმა რუსუდან ბოლქვაძემ მოსწავლეებს “პეპი გრძელწინდა“ და “სახურავის ბინადარი კარლსონი“ წაუკითხა. შეხვედრა “ევროპული სკოლის“ ბიბლიოთეკაში გაიმართა და სრული ანშლაგით ჩაიარა. მოსწავლეები დიდი ინტერესით უსმენდნენ მსახიობის მიერ წაკითხულ ლიტერატურულ ნაწარმოებს და საინტერესო შეკითხვებს უსვამდნენ სტუმარს. რუსუდანმა სხვადსხვა ფრაგმენტი გააცოცხლა წიგნებიდან და მომავალში ლინდგრენის სხვა წიგნების წაკითხვასაც დაპირდა პატარებს. წიგნიერი მოსწავლეებისთვის საინტერესო აღმოჩნდა მსახიობთან შეხვედრა.

ყველასათვის საყვარელი ლიტერატურული გმირების ნახატების გამოფენა

14 Nov 2019

ასტრიდ ლინდგრენის წიგნის გმირებს “ევროპული სკოლის“ მოსწავლეები კარგად იცნობენ, ამიტომაც გააცოცხლეს პეპი, კარლსონი, ემილი, რონია და საკუთარი თვალით დანახული მხიარული გმირები დახატეს. “ევროპული სკოლის“ ლონდონის გამზირზე ქართული პროგრამის დაწყებითი კლასისა და PYP პროგრამის მოსწავლეების ნახატები გამოიფინა. მოსწავლეებმა ხელოვნების გაკვეთილებზე ერთი თვის განამვლობაში დახატეს ყველასათვის საყვარელი გმირების გამოსახულებები, შექმნეს გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრები.

“პეპი“ სტუმრად წითელ ჯგუფში

14 Nov 2019

14 ნოემბერს ცნობილი შვედი მწერლის ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეა. ამ დღეს არსანიშნავად ჩვენს ბაღშიც მოეწყო საინტერესო “კითხვის საათი“. ნინი ზერეკიძის დედიკომ, ნათია არჩვაძემ, რომელიც ჩვენი ბაღის პედაგოგია, პატარებს წაუკითხა ნაწყვეტი წიგნიდან “პეპი გრძელიწინდა“. ბავშვებმა პეპის პორტრეტებიც გააფერადეს. მადლობა ნათიას საიტერესო და სახალისო საღამოსთვის!

ევროპულ ბაღში მშობლის კვირეული გრძელდება

14 Nov 2019

დღეს წითელ ჯგუფში ვუმასპინძლეთ ანასტასია ზარიძის დედიკოს, მოდელიერ-დიზაინერს ტატა თუთბერიძეს. იგი პატარებს ტანსაცმლის შექმნაზე და მის დიზაინზე ესაუბრა. ერთად შექმნეს ლამაზი კაბების და მაისურების ესკიზები. დიდი მადლობა ტატას საინტერესო და სახალისო აქტივობისთვის!

მშობლის კვირეული ევროპულ ბაღში

14 Nov 2019

მშობლის კვირეულის ფარგლებში, ჩვენს ბაღში, არ წყდება მშობელთა აქტიური ჩართულობა სასწავლო პროცესში.დღეს ლურჯ ჯგუფში, ნატალი ფანიაშვილის დედა, ლიზა ნიქაბაძე პატარებს ადამიანის აგებულებაზე ესაუბრა. ლიზა ჩვენი ბაღის ინგლისური ენის პედაგოგია და მან შესაბამისად გაკვეთილი ინგლისურ ენაზე ჩაატარა. პატარები ერთმანეთს ჩონჩხის ფაზლის აწყობაში შეეჯიბრნენ და ბოლოს სახალისო ცეკვაც შეასრულეს სიმღერაზე: ‘’Skeleton Dance”. მადლობა ლიზას საინტერესო გაკვეთილისთვის!

ასტრიდ ლინდგრენის კვირეული/ლიტერატურული ვიქტორინა

13 Nov 2019

ასტრიდ ლინდგრენს მრავალი დამფასებელი და მოყვარული ყავს საქართველოში და განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ მისი წიგნების მიმართ ინტერესი დღემდე არ ცხრება. კვირეულის მთავარი მიზანია მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება, საბავშვო ლიტერატურისა და წიგნის კითხვის შეყვარება, აგრეთვე ასტრიდ ლინდგრენის ცხოვრებისა და შემოქმედების უკეთ გაცნობა.

სტუმრები ინგლისური სექტორის ლურჯ ჯგუფში

11 Nov 2019

დღეს ბაღში გვესტუმრენ, ნიას მშობლები, ინჟინერი ჯეგანათან მარიაპანი და მაჰისვარი მანოჰარ. მათ წარმოადგინეს ძალიან საინტერესო ისტორია, თუ როგორ გამოიგონეს ტრანსპორტი. ბავშვებმა სიამოვნებით მოისმინეს ეს ამბავი, დასვეს კითხვები და შეკითხვებსაც უპასუხეს. მადლობა მშობლებს ესეთი ჩართულობისთვის!

საუცხოო ქიმიური ექსპერიმენტები

11 Nov 2019

ევროპულ ბაღში გრძელდება მშობლის კვირეული. 8 ნოემბერს მწვანე ჯგუფში გვესტუმრა ალექსანდრე ღლონტის დედა, ქიმიკოსი სოფო ფაცაცია, კოლეგასთან თეა სიხარულიძესთან ერთად. მათ მოსამზადებელი ჯგუფის ბავშვებს საოცარი სანახაობა მოუწყვეს ქიმიური ექსპერიმენტების სახით.

მოსწავლეთა პარლამენტის თავმჯდომარე ანამარია იაკობიძე გახდა

08 Nov 2019

8 ნოემბერს “ევროპულ სკოლაში“ მოსწავლეთა პარლამენტის თავმჯდომარის არჩევნები ჩატარდა, რომელშიც სამივე პროგრამის (ქართული პროგრამა, IB და AHS) მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. არჩევნები დაიწყო 10 საათზე და დასრულდა 14:30 საათზე. პროცესმა მშვიდად ჩაიარა, არ დაფიქსირებულა დარღვევები. ხმების დათვლის პროცესში ადმინისტრაციის წევრებთან ერთად, მეტი გამჭვირვალობის მიზნით, ჩართულნი იყვნენ თავმჯდომარეობის კანდიდატების ნდობით აღჭურვილი პირები.