სიახლეები

მშობლის კვირეული
19 Nov 2019დღეს ყვითელმა ჯგუფმა უმასპინძლა დემეტრე გუგუშვილის დედიკოს, ინტერიერის დიზაინერს, ნუცა ბახტაძეს. ნუცა პატარებს სახლის და ავეჯის დიზაინზე ესაუბრა და მათთან ერთად შექმნა საინტერესო პოსტერი რომელსაც ბავშვების მიერ დამზადებული ინტერიერი ამშვენებდა. მადლობა ნუცას საინტერესო და სახალისო აქტივობისთვის!

კლუბი “LiKBaCaNa”
15 Nov 201915 ნოემბერს “ევროპული სკოლის“ ქიმიის ლაბორატორიაში გაიმართა კლუბ “LiKBaCaNa”-ღონისძიება თემაზე - STEM - სამზარეულო. კლუბის წევრებმა ხორბლის ფანტელებში ექსპერიმენტულად აღმოაჩინეს რკინის შემცველობა და მათ მიერ Fablab-ში დამზადებული ატომის მოდელის საშუალებით სტუმრებს აუხსნეს რკინის მაგნიტური თვისებები, დაამზადეს მაიონეზი - ახსნეს ქიმიურად ემულსიის წარმოქმნის პროცესი, გამოაცხვეს პიცა ჯანსაღი ინგრედიენტებით და ბოლოს სტუმრებს შესთავაზეს თხევადი აზოტით გაყინული ქოქოსიანი რაფაელოს ბურთულები.

კვირეულის საგანმანათლებლო და ლიტერატურული ნაწილი
15 Nov 2019“ასტრიდ ლინდგრენის კვირეულის“ განმავლობაში მთელი სკოლის მასშტაბით ჩატარდა ვიქტორინები და ლიტერატურული შეხვედრები: ქათული პროგრამის მე-4 კლასელებმა პირველკლასელებს წარუდგინეს პრეზენტაციები მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. სმარტ ოთახში მე-3 კლასელების მონაწილეობით ჩატარდა ლიტერატურული ვიქტორინა, სადაც გუნდებად დაყოფილი მოსწავლეები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.

პეპის მაჭკატებისა და კარლსონის მურაბების დეგუსტაცია
15 Nov 2019გემრიელობების დროც დადგა და მოსწავლეებმა გადაწყვიტეს პეპის მსგავსად სკოლის კაფეტერიაში მოემზადებინათ მაჭკატები. მზარეულებისაგან მოიძიეს რეცეპტი, კიდევ ერთხელ გადაიკითხეს წიგნში ის თავი, სადაც პეპი დიდი მხიარულობით ცხობას სწავლობს და საკუთარი ხელით მოამზადეს გემრიელი პეპის მაჭკატები.

"Skype" გაკვეთილი ევროპულ ბაღში
15 Nov 20196 ნოემბერს ევროპულ ბაღის ბავშვებს, თავიანთ თანატოლებთან ყაზახეთის ქვეყნიდან ჰქონდათ ძალიან საინტერესო და სახალისო ინტეგრირებული გაკვეთილი.სკაიპის საშუალებით ჩავერთეთ ალმათის საერთაშორისო ბაღთან, მირაზთან. ბავშვებმა წარუდგინეს თავი ერთმანეთს, იმღერეს სიმღერები, შეასრულეს ცეკვები და ისაუბრეს განვლილი თემის ირგვლივ "ვინ ვარ მე". ვფიქრობთ, რომ ეს შესანიშნავი გამოცდილება ხელს შეუწყობს ჩვენი პატარების საერთაშორისო აზროვნების განვითარებას და მათ გლობალურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას.

სპექტაკლი ,,კარლსონი“ “ევროპული სკოლის“ სცენაზე
15 Nov 2019“ასტრიდ ლინდგრენის კვირეული“ გრძელდება და “სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრის“ მსახიობებმა სპექტაკლი ,,კარლსონი“ წარადგინეს “ევროპული სკოლის“ სცენაზე. წარმოდგენამ სრული ანშლაგით ჩაიარა და კარლსონის მოყვარულმა მოსწავლეებმა დიდი ინტერესით უყურეს სპექტაკს. მსახიობებმა გასაოცარი ოსტატობით ითამაშეს ონავარი კარლსონისა და ბიჭუნას როლები. მოსწავლეებისთვის დაუვიწყარი აღმოჩნდა სახურავის ბინადარი კარლსონისა და ბიჭუნას თავგადასავალი.

მოსწავლეთა პარლამენტის შეკრება
15 Nov 201913 ნოემბერს, ახალი თავმჯდომარის-ანამარია იაკობიძის არჩევის შემდეგ, მოსწავლეთა პარლამენტი შეიკრიბა პარლამენტაის წევრების საპარლამენტო კომისიებში გადასანაწილებლად და ხელმძღვანელ პოზიციებზე ახალი პირების ასარჩევად. მოსწავლეთა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ არჩეულ იქნა ნიტა ბაქრაძე, პარლამენტის მდივნად -ლიზა ქირია. ხელმძღვანელ, სპორტის, საზოგადოების სამსახურის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ღონისძიებების კომისიებს კი უხელმძღვანელებენ ანამარია იაკობიძე, პაატა კალოიანი, ნიკოლოზ ბაღდავაძე, იზაბელა ჩიგოგიძე, ლუკა კინტრაია და ნიკა ქორჩილავა.

“ექიმის დღე“ წითელ ჯგუფში
14 Nov 201914 ნოემბერს, ბაღში გვესტუმრა ნიკოლოზ შანავას დედიკო, ექიმი ანა გოდელაშვილი. იგი პატარებს ადამიანის აგებულებაზე და მის ჯანმრთელობაზე ესაუბრა, რაშიც მას ექიმის ასისტენტი, ნიკოლოზი უწევდა დახმარებას. ბავშვებმა სათამაშო დათუნიას პაციენტი როლი მოარგეს: გასინჯეს,გაუკეთეს ნემსები. მოუსმინეს ერთმანეთის გულისცემას. ძალიან საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა ექიმობანას თამაში ჩვენი პატარებისთვის. დიდი მადლობა ანას!

სტუმრები შვედეთის საელჩოდან და მოკითხვა ასტრიდის შვილიშვილისგან “ევროპული სკოლის" მოსწავლეებს
14 Nov 2019დღეს 14 ნოემბერს ყველასათვის საყვარელი, შვედი მწერლის ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეა. აიმიტომაც სკოლაში მოსწავლეები ცელქი და მოუსვენარი პეპისა და მსუნაგი კარლსონის ფორმებში გამოწყობილები მოვიდნენ. ერთი დღით გააცოცხლეს ასტრიდის საყვარელი გმირები და საპატიო სტუმრებს განსაკუთრებულად დახვდენენ. “ევროპულ სკოლას“ სტუმრად ეწვივნენ: შვედეთის საელჩოს მეორე მდივანი ჯონ რუნსონი, შვედეთის საელჩოს კომუნიკაციისა და კულტურის საქმეთა ოფიცერი თამარ დათუაშვილი, “სულაკაურის გამომცემლობიდან“ გამომცემელი თინა მამულაშვილი და დრამატურგი, მთარგმნელი დავით გაბუნია. როცა შვედეთში მწერლის მემკვიდრეებმა შეიტყვეს ჩვენი კვირეულის შესახებ, ბ-ნ ჯონს ასტრიდის შვილიშვილმა გულითადი მოკითხვა დააბარა “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებთან. სტუმრებმა მოსწავლეებს უამბეს შვედეთისა და ავტორის შესახებ განსაკუთრებული ისტორიები, წარადგინეს ახალი გამოცემები და შეუქმენეს მოტივაცია უფრო მეტი იკითხონ რათა გახდნენ წიგნიერები.