“კრიმინალისტიკა და სამართალი“
“ევროპული სკოლის“ სახელმწიფო და სამართლის პედაგოგის მაია მელიქიშვილის, ქიმიის პედაგოგის ხათუნა კაპანაძის და მე-10ა,ბ კლასის მოსწავლეების მიერ ინიცირებული პროექტის ,,კრიმინალისტიკა და სამართალი“ ფარგლებში, 4 თებერვალს მოსწავლეთა ინფორმირების მიზნით სკოლაში მოწვეული იყო შშს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტმენტის დირექტორი ბ-ნ სერგო ძაგნიძე.
შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში. ბატონმა სერგომ შეძლო მათი დაინტერესება ამ რთული და საინტერესო საქმიანობით. პროექტი არის გრძელვადიანი და მის ფარგლებში იგეგმება რამდენიმე საინტერესო ღონისძიება.