ავსტრიის ელჩის ვიზიტი

11 თებერვალს ავსტრიის ელჩი საქართველოში არად ბენკო გვეწვია “ევროპულ სკოლაში.“ საპატიოს სტუმარს “ევროპული სკოლის“ დირექციასთან ერთად ავსტრიაში ყველაზე გავრცელებული სახელის მქონე ჰანა და მორიცი შეეგებნენ. დარბაზში მსოფლიოში ცნობილი ავსტრიელი მწერლების, კომპოზიტორებისა და მხატვრების პორტრეტების გამოფენა მოეწყო. გამოიფინა ზიგმუნდ ფროიდის, ჰერმან ბროხის და შტეფან ცვაიგის წიგნების ქართული თარგმანებიც.
ვიზიტის მთავარი თემა ავტრიის უკეთ გაცნობა და საქართველო-ავსტრიის ურთიერთობები იყო. მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ორი ქვეყნის შესახებ. ბ-ნმა ელჩმა ინტერაქტიულ რეჟიმში უპასუხა მოსწავლეთა შეკითხვებს და დიდი ინტერესით მოუსმინა მათ გამოსვლებს.

Share on: