სიახლეები

მოგზაურობა ევროკავშირში

08 May 2019

ევროპის ქვეყნების გაერთიანება 1951 წელს დაიწყო და დღეისათვის 28 ქვეყანაა გაერთიანებული. ევროკავშირის დროშა ლურჯი ფერისაა და 12 ვარსკვლავია გამოსახული. ჰიმნი ლ.ვ. ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიის მიხედვით შეიქმნა. 19 წევრი ქვეყანა კი ფულის ერთეულად ევროს იყენებს. 2017 წლის მარტიდან საქართველოს მოქალაქეები უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ და სურთ მალე გახდენენ ევროპული ოჯახის წევრი.  მთელი კვირის განმავლობაში “ევროპულ სკოლაში“ ავღნიშნავთ ევროპის დღეებს და საგანმანათლებლო და ინფორმაციულ შეხვედრებს ვმართავთ.  სკოლის პიარმენეჯერმა ნინო კუსრაშვილმა მოსწავლეებს ჩაუტარა პრეზანტაცია “მოგზაურობა ევროკავშირში.“ მოსწავლეებს გააცნო ინფორმაცია ევროკავშირის წევრი ქვეყნების: ავსტრიის, გერმანიის, ბელგიის, ესპანეთის, იტალისს და საბერძნეთის შესახებ. მოსწავლეებმა წერილები დაწერეს ევროკავშირში გასაგზავნად და გამოთქვეს დიდი სურვილი, რომ მალე საქართველოც გახდეს მისი წევრი.

სტუმრად მუზეუმში

08 May 2019

24 აპრილს “ევროპული სკოლის“ PYP პროგრამის მე-5 B კლასის მოსწავლეები საქრთველოს ეროვნულ მუზეუმში მსოფლიოში ცნობილი მე-20 საუკუნის იტალიელი მხატვრის ჯორჯიო დე კირიკოს გამოფენას ეწვივნენ.  მოსწავლეებმა გამოფენაზე განიხილეს თემა “როგორ ვინაწილებთ პლანეტას.“ გაიფართოვეს თვალსაწიერი სხვდასხვა ხელოვანის ნამუშევრების გაცნობით და გლობალურ კონტექსტში განიხილეს მხატვრობა.

ქუჩის მხატვრობა

08 May 2019

“ევროპული სკოლის“ PYP პროგრამის 5C კლასის მოსწავლეებმა ქუჩაში დაუმთავრებელი შენობები საღებავებით მოხატეს. პატარა მხატვრების ჯგუფს ხელოვნების პედაგოგი ბაჩო გოგოლაშვილი ხელმძღვანელობდა. ამგვარი აქტივობით მოსწავლეები უფრო მეტ დროს ატარებენ გარეთ და უფრო საინტერესოა მათი გაკვეთილები. მოსწავლეები მომავალშიც გეგმავენ მსგავსი ღონისძიებების დაგეგმვას.

გაკვეთილი თბილისის ზღვაზე

08 May 2019

3 მაისს “ევროპული სკოლის“ PYP პროგრამის მე-4 A და B კლასის მოსწავლეები თბილისის ზღვაზე წავიდნენ და თანამედროვე არტისტის მაიკლ გრების სტილში ქვის ინსტალაციები ააგეს.  გაკვეთილის მთავარი თემა იყო “ენერგია." ინსტალაციის აგების დროს მოსწავლეები დააკვირდნენ როგორ მოქმედებს მიზიდულობის ძალა და უკეთ გაიგეს მისი თვისება.  მოსწავლეთა ჯგუფს ხელოვნების პედაგოგი ბაჩო გოგოლაშვილი ხელმძღვანელობდა.

დაჯილდოების ცერემონია საკრებულოში

07 May 2019

6 მაისს “ევროპული სკოლის“ მოსწავლეები თბილისის საკრებულოს თავჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის უფროსმა თამარ ტალიაშვილმა სერთიფიკატებით დააჯილდოვეს. თბილისის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში სიტყვით გამოვიდნენ და მოსწავლეებს წარმატება მიულოცეს “ევროპული სკოლის“ აკადემიურმა დირექტორმა სოფიო ბაზაძემ და “ახალგაზრდა დიპლომატების ასოციაციის“ თავჯდომარემ რიტა პროკოპენკომ. სერთიფიკატები გადაეცათ მოსწავლეებს, რომლებიც ოფიციალური ვიზიტით სტასბურგში და ბრიუსელში “ევროპარლამენტში“ და “ევროკომისიაში“ იმყოფებოდნენ. დაჯილდოების გარდა საკრებულოს ისტორიულ დარბაზში პროექტის მონაწილე, ახალგაზრდა დიპლომატის მიშიკო გაბაიძის ნახატების ექსპოზიციაც მოეწყო. საერთაშორისო პროექტის ხელმძღვანელობისთვის დაჯილდოვდნენ “ევროპული სკოლის“ აკადემიურ დირექტორი სოფიო ბაზაძე და პროგრამის კოორდინატორი ლინდა ციცქიშვილი.

სპექტაკლის პრემიერა

07 May 2019

6 მაისს “ევროპული სკოლის“ მთავარ დარბაზში თეატრალური სტუდიის ახალგაზრდა მსახიობებმა სპექტაკლის პრემიერა გამართეს. მუზიკლი “ადგილი ორისათვის“ მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე საკუთარი ინტერპრეტაციით წარადგინეს და თავიანთი მსახიობის ოსტატობით გააკვირვეს მაყურებელი. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია სტუდიის ხელმძღვანელი დავით ნადირაშვილი და ქორეოგრაფი ბექა ყურაშვილი. წარმოდგენამ სრული ანშლაგით ჩაიარა. სამომავლოდ “ევროპული სკოლის“ თეატრალური დასი ბაქოში ამავე სპექტაკლის საერთაშორისო პრემიერისთვის ემზადება.

თვითმმართველობის დღე

07 May 2019

22 მაისს “ევროპულ სკოლაში“ თვითმმართველოდბის დღე გამოცხადდება. ერთი დღით მოსწავლეები მასწავლებლები გახდებიან. ჩატარდება გასართობი და შემეცნებითი გაკვეთილები. მოსწავლეები მოირგებენ აკადემიური დირექტორის, კოორდინატორების, ფსიქოლოგის, ექიმის, PR მენეჯერის, დამლაგებლისა თუ დაცვის თანამშრომლების როლებს.

დედამიწა ჩვენი სახლია

03 May 2019

1 მაისს “ევროპული სკოლის“ MYP პროგრამის მე-6 და მე-7 კლასელებმა კიდევ ერთი განსაკუთრებული აქცია მიუძღვნეს დედამიწის დღეს. მოსწავლეებმა დაასუფთავეს სკოლის ტერიტორია. ასევე სკოლის ეზოში ფერადი ცარცებით დახატეს პლანეტები. კოორდინატორების ხელმძღვანელობით დასუფთავების აქციას კარგად გაართვეს თავი. მათ კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი დედამიწას და თავიანთი აქტივობით სხვებსაც დაანახეს, რომ უნდა გავუფრთხლიდეთ გარემოს.

საბა ქუთელიას პერსონალური პროექტის პრეზენტაცია

02 May 2019

“ევროპული სკოლის“ MYP პროგრამის მე-10 კლასის მოსწავლემ საბა ქუთელიამ სკოლის ბიბლიოთეკაში პერსონალური პროექტის პრეზენტაცია მოაწყო. საბამ მოამზადა ძალიან საინტერესო ვიდეო. მისი გამოსვლა ეხებოდა ბოლო წლების საქართველოს ისტორიას და რა ნაბიჯები გადაიდგა კონფლიქტების მოგვარების კუთხით ჩვენს ქვეყანაში. საბა ქუთელიამ ძალიან ამომწურავად და საინტერესოდ წარადგინა პროეტი და უპასუხა აუდიტორიის შეკითხვებს.