სიახლეები

საფრთხეები და ინტერნეტბულინგი

01 May 2019

დღეს “ამერიკული უმაღლესი სკოლის“ რამდენიმე მოსწავლემ MYP პროგრამის მე-6-მე-7 კლასის მოსწავლეებისთვის ჩაატარა ლექცია ინტერნეტბულინგის შესახებ.  ცნობიერების ამაღლების მიზნით განიხილეს რა საფრთხეები არსებობს ინტერნეტში ბულინგის თვალსაზრისით და როგორ უნდა დავიცვათ თავი. ლექცია გაიმართა ინგლისურის მასწავლებლის ნანა მუქერიას ხელმძღვანელობით.

ჩოგბურთის ტურნირის გამარჯვებული

01 May 2019

27 აპრილს “ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის მე-4ა კლასის მოსწავლემ დიანა ჯანაშიამ ჩოგბურთის ტურნირში პირველი ადგილი მოიპოვა.  გამოჩენილი ჩოგბურთელის “სოლომონ თუხარელის სახელობის“ ტურნირი ჩოგბურთის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა და დიანა ჯანამშიამ გამარჯვება გოგონათა, 10 წლიანთა კატეგორიაში მოიპოვა.  ვულოცავთ დიანას ამ გამარჯვებას და კიდევ ბევრ წარმატებას ვუსურვებთ!

DP პროგრამის პრეზენტაციები

01 May 2019

“ევროპული სკოლის“ IB DP პროგრამის მოსწავლეებმა კლასგარეშე აქტივობების ფარგლებში შექმნილი პროექტების პრეზენტაციები მოაწყეს. IB პროგრამის შემადგენელი ნაწილია პიროვნული განვითარების და საზოგადოებისთვის სასარგებლო პროექტების განხორციელება, ამიტომაც მოსწავლეებმა განიხილეს შემდეგი თემები: თანამედროვე აგრარული სისტემის შექმნა, საქველმოქმედი მიზნებისთვის ღონისძიებების ორგანიზება, გარემოს დასუფთავება და ბავშვებში ეკოლოგიის მნიშვნელობის ცნობადობის ამაღლება, შშმ პირების რეგულარული დახმარება, თბილისის თეატრების დეკორაცია, არაფორმალური განათლების ფარგლებში ახალგაზრდული ევრო-პარლამენტის ორგანიზება და სხვ.

მოსწავლეები “ევროპულ ბაღში“

01 May 2019

24 აპრილს PYP პროგრამის მოსწავლეები “ევროპული ბაღის“ აღსაზრდელების 2 ჯგუფს ეწვივნენ და ინგლისური ენის გაკვეთილზე საკუთარი ხელით შექმნილი წიგნი და თავიანთი დაწერილი ზღაპრები წაუკითხეს.  მოსწავლეებმა მიიღეს საოცარი გამოცდილება და ძალიან მოეწყონათ ბაგა-ბაღის ბავშვებთან ურთიერთობა.

გავუფრთხილდეთ წყალს!

26 Apr 2019

“ევროპული სკოლის“ PYP პროგრამის მოსწავლეებმა სკოლის მთავარ დარბაზში ასამბლეა გამართეს. PYP პროგრამის მე-2 კლასის მოსწავლეებმა დაასრულეს მუშაობა ტრანსდისციპლინარულ თემაზე “როგორ მუშაობს სამყარო“. მოსწავლეებმა წარმოადგინეს და შეაჯამეს თავიანთი პროექტი. მათ ისაუბრეს წყლის სხვადასხვა ფორმებზე და მისი ციკლის შესახებ. შეგვახსენეს ჩვენი პასუხისმგებლობა წყლის მიმართ და სხვადსხვა ვიდეოებით წარმოაჩინეს პრობლემა. მოსწავლეებმა აწარმოეს საქველმოქმედო კამპანია, რომლის ფარგლებშიც შეგროვილი თანხით დაეხმარებიან ისეთ ქვეყნებს, სადაც არის სუფთა სასმელი წყლის ნაკლებობა. მოსწავლეების მიზანია მთელ მსოფლიოში იყოს სუფთა წყალი და გავუფრთხილდეთ გარემოს.

დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის შეჯამება

26 Apr 2019

“ევროპული სკოლის“ მოსწავლეებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს დედამიწის დღე. პირველკლასელებმა სკოლაში მოგროვილი მაკულატურისგან ახალი ქაღალდი დაამზადეს და შემდეგ სააღდგომო კვერცხები შექმნეს. ასევე დაახარისხეს ნარჩენები, რომელიც გამოიყენება მეორადი მოხმარებისთვის და გადაარჩიეს ისინი, რომელიც არ შეიძლება მოხვდეს ნიადაგში. მეორეკლასელებმა მოამზადეს კედლის პოსტერები და შექმნეს დედამიწის ხის კომპოზიცია. მესამეკლასელებმა შეიმუშავეს შეფასების კრიტერიუმები, რითაც შეაფასეს მეოთხეკლასელთა ნამუშევრები “წერილი დედამიწას.“ ასევე ორანჟერეაში დარგეს სასაჩუქრე ყვავილები. შემაჯამებელ ღონისძიებაზე მე-9 კლასელებმა დააჯილდოვეს ყველა კვირეულში მონაწილე მოსწავლე სიგელებითა და მცენარეებით.

საქველმოქმედო აქცია

26 Apr 2019

24 აპრილს არასამთავრობო ორგანიზაცია World Vision და “ევროპული სკოლის“ ერთობლივი თანამშრომლობით კიდევ ერთი საქველმოქმედო აქცია დაიგეგმა. წინასწარ შეგროვილი თანხით “ევროპული სკოლის“ მოსწავლეები დაეხმარნენ მოზარდთა დღის ცენტრის ბენეფრიციარებს. “მოსწავლეთა პარლამენტის“ წევრების აქტიური მონაწილეობით შეიძინეს საგანმანათლებლო რესურსები: სამაგიდო თამაშები, რუკები, გლობუსი, წიგნები და საკანცელარიო ნივთები. მოსწავლეები შეხვდნენ დღის ცენტრის ბავშვებს და წინასააღდგომოდ საჩუქრებით გაახარეს.

მოსწავლეები მოხუცების მხარდასაჭერად

24 Apr 2019

სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით ,,ევროპულ სკოლაში" რამდენიმე საქველმოქმედო აქცია დაიგეგმა. ქართული პროგრამის მე-5 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ წითელი ჯვრის ორგანიზაციასთან არსებულ მოხუცებულთა დღის ცენტრს და ძალიან თბილი და დაუვიწყარი ერთობლივი კონცერტი გამართეს. სააღდგომოდ მოსწავლეებმა მოხუცებს ტკბილეული გადასცეს საჩუქრად.