სიახლეები

სააღდგომო ქველმოქმედება

24 Apr 2019

“ევროპულმა სკოლამ“ ტრადიციულად სააღდგომო საქველმოქმედო აქციები დაგეგმა. მოსწავლეებმა ერთი კვირით ადრე პროდუქტები შეაგროვეს და მოხუცებსა და მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს დაურიგეს.  მოსწავლეები ეწვივნენ ახალგაზრდულ სახლს, სადაც 20 მოზარდი ცხოვრობს, მოხუცთა თავშესაფარს, “კარიტასის“ ბენეფიციარებს და სხვა ორგანიზაციებს, რომლებიც ზრუნავენ ბავშვებსა და მოხუცებზე.

სააღდგომო ნამუშევრების გამოფენა

24 Apr 2019

“ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის დაწყებითი 2-3 კლასის მოსწავლეებმა სააღდგომო კვერცხების გამოფენა მოაწყეს. ექსპოზიცია ხელოვნების პედაგოგების ლანა ბარაბაძის და თამარ ჯაყელის ხელმძღვანელობით შეიქმნა. მოსწავლეებმა გამოფინეს: კოლაჟები, FabLab-ში შექმნილი ხის კვერცხები, პლასტელინის და კერამიკული ნამუშევრები. ჩვენს სკოლაში სააღდგომო დღესასწაულის განწყობა პატარებმა უკვე შექმნეს.

სააღდგომო ნამუშევრები “ფაბლაბში“

24 Apr 2019

დაიწყო სააღდგომო მზადება “ევროპულ სკოლაში.“ მოსწავლეებმა დეკორატიული სააღდგომო კვერცხები თანამედროვე მეთოდებით “ფაბლაბში“ მოამზადეს. ქართული პროგრამის მესამე კლასელებს “ფაბლაბში“ ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაუტარდათ და ხელოვნების გაკვეთილზე შესრულებული ნამუშვრები ჯერ ციფრულ ფაილებად გარდაქმნეს, შემდეგ კი ლაზერული მჭრელის საშუალებით ხეზე გადაიტანეს. ბავშვებისთვის სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა საკუთარი ხელით სააღდგომო კვერცხების დამზადება.

ფესტივალი “ოქროს საწმისი“

24 Apr 2019

“ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის მე-3-ა კლასის მოსწავლეები სკოლის აკადემიურმა დირექტორმა სოფიო ბაზაძემ კულტურულ-საგანმანათლებლო ფესტივალ “ოქროს საწმისში" წარმატებით მონაწილეობისათვის დაჯილდოვდა. კლასის დამრიგებელ ეკა ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით ფესტივალზე მოსწავლეებმა წარადგინეს სპექტაკლი “განხეთქილების ვაშლი.“

გავამწვანოთ გარემო

24 Apr 2019

22 აპრილს დედამიწის დღეზე ,, ევროპული სკოლის" მოსწავლეებმა ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობის" ინიციატივით სკოლის ეზოში ბზის, დაფნისა და ნაძვის ნერგები დარგეს და გაამწვანეს გარემო. მწვანეთა მოძრაობის წარმომადგენლები აგრეთვე შეხვდნენ IB პროგრამის მე-5 კლასის მოსწავლეებს და საინტერესო რჩევები მისცეს, რომლებიც გარემოს დაცვის შესახებ პროექტზე მუშაობენ.  პირველ კლასელებს ჩაუტარდათ გაკვეთილი ნარჩენების გამოყენების შესახებ.  PYP პროგრამის მე-5 კლასის მოსწავლეებმა კი ჩრდილების თეატრი მოაწყეს გარემოს დაცვის თემაზე.

ამერიკული სკოლის დიპლომი

24 Apr 2019

17 აპრილს ამერიკიდან საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდნენ AdvancED-ამერიკული სააკრედიტაციო ორგანიზაციის ვიცე პრეზიდენტი და სხვა მაღალი რანგის სტუმრები. გამართეს შეხვედრები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ამერიკული სკოლის დიპლომის აღიარების საკითხთან დაკავშირებით. “ევროპული სკოლის“ ამერიკული უმაღლესი სკოლის მხრიდან შეხვედრებს ესწრებოდნენ: ამერიკული სკოლის დირექტორი დოქტორი ირმა ბარბაქაძე და აკადემიური დირექტორი ნათია თევზაძე. ვიზიტის დასასრულს საპატიო სტუმრები “ევროპულ სკოლას“ ესტუმრნენ და დაათვალიერეს. განსაკუთრებული მოწონება Fab Lab-მა დაიმსახურა. მივიღეთ რეკომენდაცია სკოლის STEM სერთიფიცირების საკითხთან დაკავშირებით.

წიგნის დღე #აჩუქეწიგნი

23 Apr 2019

23 აპრილს წიგნისა და საავტორო უფლებების დღეს ,,ევროპული სკოლის" დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ნინო კუსრაშვილმა საბავშვო გამოცემა ,,აბა გამოიცანი როგორ მიყვარხარ" წაუკითხათ და საავტორო უფლებების შესახებ ესაუბრათ. #აჩუქეწიგნის ფარგლებში მოსწავლეებმა ერთმანეთს წიგნები უსახსოვრეს. სასაჩუქრე გამოცემებზე კეთილი სურვილები წაუწერეს და ერთმანეთს სასიამოვნო კითხვა უსურვეს. გიორგი კეკელიძის ინიციატივას #აჩუქეწიგნი ,,ევროპული სკოლა" აქტიურად შეუერთდა და მოსწავლეებიც ხალისით ჩაებნენ.

დედამიწის დღე “ევროპულ ბაღში"

23 Apr 2019

22 აპრილს დედამიწის საერთაშორისო დღეს “ევროპულ ბაღში“ ხელნაკეთი აპლიკაციების გამოფენა მოაწყეს. ექსპოზიცია ბავშვებმა აღმზრდელებთან ერთად შექმნეს და გამოფინეს. პედაგოგებმა პატარებს ესაუბრნენ დედამიწის დასუფთავების, ნარჩენების დახარისხების, მეორადი ნივთების გამოყენების მნიშვნელობაზე, რათა მომავალში მათ იცოდნენ გარემოს დაცვა და გაუფრთხილდნენ ბუნებას.

წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე

23 Apr 2019

1995 წელს იუნესკოს გადაწყვეტილებით 23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების მოფლიო დღეთ გამოცხადდა. მსოფლიოს 195 ქვეყანაში მათ შორის საქართველოშიც აღნიშნავენ ამ დღეს და წიგნის გამოფენა-გაყიდვებს აწყობენ. წელს გიორგი კეკელიძემ 23 აპრილი წიგნის ჩუქების დღეთ გამოაცხადა #აჩუქეწიგნი ინივიატივას ,,ევროპული სკოლა" დიდი ენთუზიაზმით შეუერთდა. მოსწსვლეებს გიორგი კეკელიძემ ესაუბრა რატომ უნდა უყვარდეთ წიგნის კითხვა, რა არის საავტორო უფლება.