სიახლეები

ESSEX-ის უნივერსიტეტი
16 Apr 201915 აპრილს “ევროპული სკოლის“ 11-12 კლასის მოსწავლეებს დიდი ბრიტანეთის ESSEX-ის უნივერსიტეტის წარმომადგენელი ქეროლაინ ჰალინგი შეხვდა და მოსწავლეებს უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამები და უპირატესობები გააცნო. შეხვედრა ძალიან ინფორმატიული აღმოჩნდა მომავალი სტუდენტებისთვის.

ბრისტოლის სკოლა
16 Apr 2019მომავალში პარტნიორობის გაღრმავების თვალსაზრისით “ევროპულ სკოლას“ ესტუმრნენ და დაათვალიერეს დერეკ პიკაპი საქართველოს საპატიო კონსული ინგლისში (ბრისტოლისა და სამხრეთ-დასავლეთიდან), ბრისტოლი-თბილისის სათემო ასოციაციის თავმჯდომარე და მისი მეუღლე ესთერი ბრისტოლის ერთ-ერთი წამყვანი სკოლის წარმომადგენელი. “ევროპულ სკოლასა“ და “ბრისტოლის სკოლას“ შორის პარტნიორობის მთავარ მიზანს წარმოადგენს გამოცდილების გაზიარება სკოლის მენეჯმენტის შესახებ, მოსწავლეთა ვიზიტების დაგეგმვა და სასკოლო ცხოვრების განვითარება.

დედა ენის დღე
16 Apr 201915 აპრილს ქართული პროგრამის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა მშობლიური ენის დღე აღნიშნეს და დერეფანში საკუთარი კალიგრაფიული ნამუშევრები გამოფინეს. დაწერეს სხვადსხვა ფრაზები და გამონათქვამები. მესამე კლასის მოსწავლეებმა ლექსებით ხოტბა შეასხეს ქართულ ანბანს და ამ დიდ კულტურულ მემკვიდრეობას დაცვასა და შენახვას დაპირდნენ.

“ევროპული სკოლის“ რეკლამა ვაკის პარკში
15 Apr 201911 აპრილს PYP პროგრამის მე-4 კლასის მოსწავლეები ვაკის პარკში წავიდნენ და “ევროპული სკოლის“ შესახებ სარეკლამო კამპანია აწარმოეს. ორი თვის განმავლობაში მოსწავლეები სწავლობდნენ, როგორ შექმნან რეკლამა და როგორ მოახდინონ გავლენა მომხმარებელის ქცევაზე. ბავშვებმა იმუშავეს ჯგუფურად და გადაიღეს სკოლის სარეკლამო ვიდეო, შექმნეს პლაკატები და ფლაერები შემდეგ კი ვაკის პარკში მოსეირნე ადამიანებს წარუდგინეს. თეორიული ცოდნა პრაქტიკულ საქმიანობად აქციეს და გამოცდილებაც შეიძინეს. ამგვარი აქტივობა მათთვის ინფორმატიული, საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა.

ექსკლუზიური თანამშრომლობის მემორანდუმი
12 Apr 2019ბრიუსელში, ევროპარლამენტში მოქმედი “საქართვლოს მეგობრობის ჯგუფის,“ “ევროპული ალიანსი საქართველოსთვის“ “ევროპული სკოლისა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია “მრავალეროვან საქართველოს“ შორის გაფორმდა ექსკლუზიური თანამშრომლობის მემორანდუმი დემოკრატიული ფასეულობების გაძლიერებისთვის.

ვიზიტი ბრიუსელში
12 Apr 20195-8 აპრილს ბრიუსელში “ევროპული სკოლის“ ადმინისტრაციისა და მოსწავლეებისთვის მაღალი დონის ვიზიტები და სემინარები გაიმართა. შეხვედრა მოეწყო ბელგიის სამეფოს ელჩსა და ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელსთან ნატალია საბანაძესთან. მოსწავლეები შეხვდნენ ევროკავშირის აღმოსავლეთის ქვეყნების სამეზობლო ურთიერთობების დირექტორს ბ-ნ ლოურენს მერიდიტს. შეხვედრა გაიმართა აგრეთვე ევროპის საგარეო საქმეთა სამსახურის წარმომადგენლებთან: მარია დელ კარმენთან, და მარკუს რუიზთან. დისკუსიის შემდეგ მოსწავლეებმა განიხილეს რეზოლუცია საქართველოში გარემოსდაცვით საკითხებზე, აგრეთვე წარადგინეს ახალგარგაზრდების ძირითადი გამოწვევების რეზოლუციის პროექტი.

ძველი თბილისი
12 Apr 20195 აპრილს “ევროპული სკოლის“ მეოთხეკლასელები ტრანსდისციპლინარული თემის “ძველი და ახალი თბილისი“ ფარგლებში ესტუმრნენ ძველ თბილისს. მოსწავლეებმა მოისმინეს ინფორმაცია თბილისის დაარსების შსახებ. გაიგეს, თუ როგორ ცხოვრობდნენ და ვითარდებოდნენ სხვადასხვა რელიგიის, რჯულის, ეროვნების ადამიანები ერთად ძველ თბილისში. დაათვალიერეს ძველი თბილისის ისტორიული უბნები და ძეგლები. მათი არქიტექტურა, სხვადასხვა რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნების ცენტრები და გაიგეს მათი ისტორიის შესახებ.

ენდოკრინული დაავადებათა პრევენცია
12 Apr 201911 აპრილს “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებს გააცნეს ინფორმაცია პუბერტატულ ასაკში ენდოკრინული დაავადებათა პრევენციის შესახებ. “ახალგაზრდა ექიმ-მეცნიერთა საზოგადოების“ წარმომადგენელმა, ენდოკრინოლოგმა თამარ ჩადუნელმა მოსწავლეებს გააცნო ენდოკრინული დაავადების გამომწვევი მიზეზები და პრევენცია. აღნიშნულ თემაზე წარმოდგენილი იყო ჰარვარდის მეიოს ნუტრიციული სკოლის რეკომენდაციები. ექიმმა განიხილა, რომ დაავადების მიზეზები არის მოდერიფიცირებადი. უპასუხა თითოეული მოსწავლის შეკითხვებს პროფესიონალურ დონეზე. ასევე განმარტა ჰიგიენის უნარ-ჩვევები. ახალგაზრდებმა ენდოკრინოლოგისგან საინტერესო და სასარგებლო რჩევები მიიღეს.

ესტონელი სტუმრები
12 Apr 201911 აპრილს “ევროპულ ბაღს“ ესტონელი საბავშვო ბაღის მენეჯერები და მასწავლებლები ეწვივნენ. სტუმრებმა დაათვალიერეს “ევროპული ბაღი“ და “ევროპული სკოლა.“ დაესწრნენ რამდენიმე აქტივობას და აზრები გაუზიარეს ერთმანეთს. უცხოელი მენეჯერსბისთვის ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა ვიზიტი.