სიახლეები

ტყის საერთაშორისო დღე

22 Mar 2019

“ევროპულ საბავშვო ბაღში“ პატარებმა დიდი ხალისით აღნიშნეს ტყის საერთაშორისო დღე და ჯგუფურად შექმნეს ხელნაკეთი აპლიკაცია. აღმზრდელებთან ერთად ისაუბრეს ტყის მნიშვნელობაზე და ხეები მორთეს, როგორც სულიერი არსებები. ბავშვებს თავი ტყეში, რომ ეგრძნოთ პარაბოლური მიკროფონით მოისმინეს ფრინველების ხმა. უსახლკარო ჩიტებს კი ბუდე დაუდეს საბავშვო ბაღის ეზოში.

არავინ დატოვო განათლების მიღმა!

21 Mar 2019

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღნიშვნა “ევროპულ სკოლაში“ გრძელდება. მთელი კვირის განმავლობაში ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვდასხვა ასაკობრივ ჯგუფში ჩატარდა გაკვეთილები - რა არის დაუნის სინდრომი? ასევე ჩვენი სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ დღის ცენტრს “მზის შვილებს.“ მათ დაუმეგობრდნენ და საჩუქრები გადასცეს. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს და გავამართლოთ სლოგანი “არავინ დატოვო განათლების მიღმა.“

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე

21 Mar 2019

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებმა “დაუნის სინდრომის ასოციაციის“ მხარდაჭერით განსაკუთრებულად უმასპინძლეს ,,მზის შვილების“ ბენეფიციარებს. წლევანდელი სლოგანი “არავინ დატოვო განათლების მიღმა“ მთავარი გზავნილია მათ მხარდასაჭერად. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისათვის სასიცოცხლოდ მნიშველოვანია მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში, ამიტომაც აქტიურად ჩავრთეთ საგანმანათლებლო აქტივობებში. ერთად ავაწყეთ რობოტები, ჩავატარეთ ქიმიის სახალისო ცდები, ცნობადობის ამაღლების მიზნით ერთად ვხატეთ ფერადი წინდები, მოვაწყეთ ფლეშმობი 46+1, ჩავრთეთ ბავშვები სპორტულ თამაშებში და გავყიდეთ ფერადი წინდები მათ მხარდასაჭერად. დიდი შთაბეჭდილებებით და ემოციებით გავაცილეთ სტუმრები.

ლიტერატურული გაკვეთილი

20 Mar 2019

“ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის 9ბ კლასის მოსწავლეები და მასწავლებლები წიგნის მაღაზია Books in Vake-ს ესტუმრნენ. მრავალფეროვანი წიგნების გარემოში მათ წაიკითხეს ქართული და ნათარგმნი ლიტერატურა. მოსწავლეებმა თავად თარგმნეს ფრაგმენტები გურამ დოჩანაშვილის მოთხრობებიდან და ინგლისურ, რუსულ და თურქულ ენებზე წაიკითხეს. წიგნის მაღაზიაში ქართველი ავტორების წიგნების გარდა გაიცნეს ბესტსელერი და ნათარგმნი ლიტერატურა.

ინგლისური ენის შესწავლის მეთოდები

19 Mar 2019

18 მარტს “ბრიტანეთის საბჭოს“ ხელშეწყობით “ევროპულ სკოლას“ ესტუმრა ბულგარეთის Anglia school-ის წარმომადგენელი ქეით ქელი. ქეით ქელიმ ისაუბრა ინგლისური ენის სწავლების გამოცდილების შესახებ. განიხილა სკოლის სტრუქტურა და უცხო ენის შესწავლის სხვადასხვა მეთოდი. მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს ჩვენს სკოლაში ინგლისური ენის სწავლების მაღალ ხარისხს და პედაგოგების პროფესიულ განვითარებას.

შეხვედრა გამომგონებელთან

19 Mar 2019

18 მარტს “ევროპული სკოლის“ FabLab-ში მე-9-10 კლასის მოსწავლეებისთვის რიგით მეორე FabX Talk-ის ღონისძიება ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდა გამომგონებელმა გიორგი გაბარაშვილმა მოსწავლეებს საკუთარი გამოგონებები გააცნო. FabX Talk-ზე მოწვეულმა სპიკერმა ბავშვებს წარუდგინა ვირტუალური ხელთათმანი, გააცნო Iron Man-ის კოსტიუმის იდეა და სხვა მრავალი საინტერესო გამოგონება. მოსწავლეებისთვის მსგავსი ინოვაციური მიგნებები ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. FabX Talk-ის ღონისძიება ყოველთვიურად ტარდება FabLab-ში, რათა წავახალისოთ მოსწავლეების საქმიანობა ინოვატორობისა და STEAM განათლების მიმართულებით.

თებერვლის შემაჯამებელი ასამბლეა

19 Mar 2019

18 მარტს “ევროპული სკოლის“ MYP პროგრამის მოსწავლეებმა თებერვლის თვის შემაჯამებელი ასამბლეა მთავარ დარბაზში გამართეს. მათ 2018 აკადემიური წლის მეორე ნახევრის საქმიანობა შეაფასეს და წარმატებით წარმოადგინეს საკუთარი პროექტები.

შეაჩერე გლობალური დათბობა!

18 Mar 2019

15 მარტს კლიმატის ცვლილების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით “ევროპული სკოლის“ MYP პროგრამის მოსწავლეებმა მშვიდობიანი აქცია გამართეს თბილისის ქუჩებში. მოსწავლეებმა მოქალაქეებს შეახსენეს რა პრობლემის წინაშე შეიძლება დავდგეთ თუ ბუნებას არ გავუფრთხილდებით. გლობალური დათბობა, ოზონის ხვრელის ზრდა, სტიქიური უბედურებები, ამინდის ცვალებადობა და სხვა ბუნებრივი კატაკლიზმები იწვევს კლიმატის გაუარესებას დედამიწაზე, რომელიც სამომავლოდ დიდ საფრთხეს შეუქმნის კაცობრიობას. აქცია ლოზუნგით “შეაჩერე გლობალური დათბობა“ “ევროპული სკოლის“ ეზოდან დაიწყო და “საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან“ დასრულდა.

მოდერნიზმი და პლაკატის დიზაინი

15 Mar 2019

13 მარტს “ევროპული სკოლის“ ლონდონის გამზირის სახელობის დერეფანში საერთაშორისო ბაკალავრიატის IB MYP პროგრამის მე-8 კლასის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. მოსწავლეებმა ხელოვნების გაკვეთილზე, პლაკატის დიზაინის შესწავლის დროს შექმნილი მოდერნიზმის სტილში შესრულებული ნამუშევრები გამოფინეს. ექსპოზიცია ინტეგრირებული პროექტის “მე ვარ ადამიანის“ ფარგლებში მოეწყო.