დაჯილდოების ცერემონია საკრებულოში

6 მაისს “ევროპული სკოლის“ მოსწავლეები თბილისის საკრებულოს თავჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის უფროსმა თამარ ტალიაშვილმა სერთიფიკატებით დააჯილდოვეს.
თბილისის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში სიტყვით გამოვიდნენ და მოსწავლეებს წარმატება მიულოცეს “ევროპული სკოლის“ აკადემიურმა დირექტორმა სოფიო ბაზაძემ და “ახალგაზრდა დიპლომატების ასოციაციის“ თავჯდომარემ რიტა პროკოპენკომ.
სერთიფიკატები გადაეცათ მოსწავლეებს, რომლებიც ოფიციალური ვიზიტით სტასბურგში და ბრიუსელში “ევროპარლამენტში“ და “ევროკომისიაში“ იმყოფებოდნენ.
დაჯილდოების გარდა საკრებულოს ისტორიულ დარბაზში პროექტის მონაწილე, ახალგაზრდა დიპლომატის მიშიკო გაბაიძის ნახატების ექსპოზიციაც მოეწყო.
საერთაშორისო პროექტის ხელმძღვანელობისთვის დაჯილდოვდნენ “ევროპული სკოლის“ აკადემიურ დირექტორი სოფიო ბაზაძე და პროგრამის კოორდინატორი ლინდა ციცქიშვილი.

Always keep in mind that if you are searching for writers, you will come across affordable-papers.net a lot of websites that list writers in a variety of fields of writing.

Share on: