სიახლეები

წიგნის კვირეული

02 Apr 2019

წიგნის კვირეული “ევროპულ სკოლაში“ დაიწყო და 5 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. ღონისძიება წიგნიერების დონის ამაღლებას ეძღვნება და სხვადასხვა აქტივობებია დაგეგმილი. მათ შორის სკოლის მთავარ დერეფანში წიგნების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. წიგნების მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობენ წიგნის მაღაზიები და გამომცემლობები.

ღია კარის დღე

29 Mar 2019

29 მარტს “ევროპულ სკოლაში“ ღია კარის დღე გაიმართა. შეხვედრა მშობლებთან სკოლის მთავარ დარბაზში ჩატარდა, რომელსაც სკოლის აკადემიური დირექტორი სოფიო ბაზაძე უძღვებოდა. სიტყვით გამოვიდნენ ბრიტანეთის საბჭოს სასწავლო ცენტრის მენეჯერი სტივენ შელი და კომპანია “Future Laboratory“-ის გენერალური დირექტორი ირაკლი ქაშიბაძე. დაინტერესებული მშობლებისთვის სკოლის ტური მოეწყო მოსწავლეების თანხლებით, შეხვდნენ პროგრამის კოორდინატორებს და ვიზიტი დასრულდა მიღებისა და ჩარიცხვის სამსახურის ოფისში. მადლობას ვუხდით ყველა მშობელს ვინც არჩევანი “ევროპულ სკოლაზე“ გააკეთა და გვანდო საკუთარი შვილის მომავალი.

თეატრი და სკოლა

29 Mar 2019

თეატრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქართული პროგრამის დაწყებითი კლასის მოსწავლეები საბავშვო სპექტაკლს დაესწრნენ. თეატრ “მუზის“ მსახიობებმა მხიარული წარმოდგენა მოუწყებს პატარებს და კიდევ უფრო შეაყვარეს მხატვრული სანახაობა.

სოფლის მაშენებლები

29 Mar 2019

“ევროპული სკოლის“ PYP პროგრამის მე-2 კლასის მოსწავლეებმა სკოლის მთავარ დარბაზში სულხან-საბა ორბელიანი “სოფლის მაშენებლები“ დადგეს და სპექტაკლზე მშობლები მოიწვიეს. სხვადასხვა ეროვნების მოსწავლეებმა შეისწავლეს ქართული ანბანი, წერა-კითხვა, მარტივი ფრაზები, ლექსები, სიმღერები და გააოცეს მშობლები თავიანთი შესაძლებლობებით.

რეკლამის შექმნის ხელოვნება

29 Mar 2019

“ევროპული სკოლის“ PYP კლასის მოსწავლეებს სარეკლამო კომპანია ADvan-მა რეკლამის შექმნის შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარა. პრეზენტატორებმა ბავშვეს აჩვენეს საკუთარი კომპანიის მიერ შექმნილი რეკლამები და მისცეს საინტერესო რჩევები თუ როგორ უნდა შექმნან წარმატებული რეკლამა.

როცა მეცნიერება სახალისოა

27 Mar 2019

22 მარტს ქართული პროგრამის მე-2ა კლასი სახალისო მეცნიერებათა მუზეუმს “ექპერიმენტორიუმს“ ეწვია. მოსწავლეებმა თავი პატარა მეცნიერებად იგრძნეს. გაზომეს ყვირილის ძალის სიძლიერე; ელვა დაიჭირეს ხელში; ქვიშით დახატეს და მიიღეს მონაწილეობა სამეცნიერო შოუში, რომელიც დაუვიწყარი აღმოჩნდა მათთვის.

ექპერიმენტი ფიზიკის ლაბორატორიაში

27 Mar 2019

მეცნიერება ორმაგად სახალისოა, როდესაც უფროსკლასელები დაწყებითი კლასის მომსწავლეებს ექსპერიმენტებით აცნობენ ფიზიკის კანონზომიერებებს. 26 მარტს “ევროპული სკოლის“ ფიზიკის ლაბორატორიაში პედაგოგმა ირინა კოჭლამაზაშვილმა “მხიარული მეცნიერების“ გაკვეთილი ჩაატარა. მე-2 კლასელებმა დაითვალეს მონეტაზე წყლის წვეთები, რძეზე დახატეს, დააკვირდნენ კვერცხის კოლბაში გაუჩინარებას და ნავის მოძრაობას შეფერილ სითხეში.

24 მარტი ტუბერკულოზის მსოფლიო დღეა

25 Mar 2019

ტუბერკულოზის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ “ამერიკული უმაღლესი სკოლისა“ და ქართული პროგრამის მოსწავლეებისთვის ტუბერკულიოზის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა. წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა მოზარდებს გააცნეს: რა იწვევს დაავადებას, როგორ ვრცელდება ტუბერკულიოზი და როგორ განიკურნება. 24 მარტს “მზიურის“ პარკში საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება გამართავს ღონისძიებას ტუბერკულიოზის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ გააცნობს დაავადების შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას.

გაეროს ასოციაცია

25 Mar 2019

22 მარტს ,,ევროპულ სკოლაში" საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატების ეგიდით გაეროს ასოციაცია ჩამოყალიბდა. ასოციაციის პრეზიდენტად და ბორდის წევრებად დაინიშნენ საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეები, რომლებიც თებერვლში ნიუ-იორკში გაეროს შტაბბინაში იმყოფებოდნენ. გაეროს ასოციაცია მომავალში იმუშავებს საერთაშორისო პროექტებზე. პირველად გაეროს საერთაშორისო ასამბლეა ჩატარება თბილისში და შემდგომ ნიუ-იორკის შტაბბინაში.