სიახლეები

მარათონი ,,ლისის ტბაზე"

25 Mar 2019

შაბათს ,,ლისის ტბის" ტერიტორიაზე ,,ევროპული სკოლის" გუნდმა ცხოვრების ჯანსაღი წესის დასამკვიდრებლად სპორტული მარათონი გამართა. სამ სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში პირველი, მეორე და მესამე ადგილოსანი მორბენლები გამოვლინდნენ. მოსწავლეების გარდა მედლებითა და სერტიფიკატებით ყველაზე სწრაფი მშობლები და პედაგოგები დაჯილდოვდნენ. მარათონი ,,ევროპული სკოლის" ღია კარის დღეს მიეძღვნა და აქტივისტმა მოსწავლეებმა სარეკლამო ფლაერებიც გაავრცელეს.

მხიარული სტარტები

25 Mar 2019

23 მარტს ,,ევროპული სკოლის" სპორტდარბაზში სპორტული შეჯიბრი “მხიარული სტარტები“ ჩატარდა. გუნდები ქართული და IB პროგრამის მოსწავლეებისა და მშობლებისგან დაკომპლექტდა. დაძაბულ ბრძოლაში ქართული პროგრამის გუნდმა უცხოური პროგრამის გუნდი ანგარიშით 3:2 დაამარცხა. მსაჯმა საზეიმო ვითარებაში გამარჯვებულებს თასი გადასცა.

დაუნის სინდრომის დღე “ევროპულ საბავშვო ბაღში“

22 Mar 2019

21 მარტს “ევროპული საბავშვო ბაღიც“ შეუერთდა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღნიშვნას. ბავშვებმა მოისმინეს ფსიქოლოგის პრეზენტაცია და ამომწურავად მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო შეკითხვებზე, ასევე სიმბოლურად მოხატეს წინდები.

ირანული ახალი წელი

22 Mar 2019

19 მარტს IB MYP-ის ირანელმა მე-10 კლასის მოსწავლეებმა წვეულება გამართეს.გაზაფხულის მოსვლასთან ერთად ირანული ახალი წელიც იზეიმეს. ტრადიციული კოსტიუმებით ნაციონალური ცეკვები და მუსიკალური ნომრები შეასრულეს. ირანული კულტურის გაცნობა საინტერესო აღმოჩნდა ქართველი და უცხოელი აუდიტორიისთვის.

ტყის საერთაშორისო დღე

22 Mar 2019

“ევროპულ საბავშვო ბაღში“ პატარებმა დიდი ხალისით აღნიშნეს ტყის საერთაშორისო დღე და ჯგუფურად შექმნეს ხელნაკეთი აპლიკაცია. აღმზრდელებთან ერთად ისაუბრეს ტყის მნიშვნელობაზე და ხეები მორთეს, როგორც სულიერი არსებები. ბავშვებს თავი ტყეში, რომ ეგრძნოთ პარაბოლური მიკროფონით მოისმინეს ფრინველების ხმა. უსახლკარო ჩიტებს კი ბუდე დაუდეს საბავშვო ბაღის ეზოში.

არავინ დატოვო განათლების მიღმა!

21 Mar 2019

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღნიშვნა “ევროპულ სკოლაში“ გრძელდება. მთელი კვირის განმავლობაში ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვდასხვა ასაკობრივ ჯგუფში ჩატარდა გაკვეთილები - რა არის დაუნის სინდრომი? ასევე ჩვენი სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ დღის ცენტრს “მზის შვილებს.“ მათ დაუმეგობრდნენ და საჩუქრები გადასცეს. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს და გავამართლოთ სლოგანი “არავინ დატოვო განათლების მიღმა.“

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე

21 Mar 2019

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებმა “დაუნის სინდრომის ასოციაციის“ მხარდაჭერით განსაკუთრებულად უმასპინძლეს ,,მზის შვილების“ ბენეფიციარებს. წლევანდელი სლოგანი “არავინ დატოვო განათლების მიღმა“ მთავარი გზავნილია მათ მხარდასაჭერად. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისათვის სასიცოცხლოდ მნიშველოვანია მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში, ამიტომაც აქტიურად ჩავრთეთ საგანმანათლებლო აქტივობებში. ერთად ავაწყეთ რობოტები, ჩავატარეთ ქიმიის სახალისო ცდები, ცნობადობის ამაღლების მიზნით ერთად ვხატეთ ფერადი წინდები, მოვაწყეთ ფლეშმობი 46+1, ჩავრთეთ ბავშვები სპორტულ თამაშებში და გავყიდეთ ფერადი წინდები მათ მხარდასაჭერად. დიდი შთაბეჭდილებებით და ემოციებით გავაცილეთ სტუმრები.

ლიტერატურული გაკვეთილი

20 Mar 2019

“ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის 9ბ კლასის მოსწავლეები და მასწავლებლები წიგნის მაღაზია Books in Vake-ს ესტუმრნენ. მრავალფეროვანი წიგნების გარემოში მათ წაიკითხეს ქართული და ნათარგმნი ლიტერატურა. მოსწავლეებმა თავად თარგმნეს ფრაგმენტები გურამ დოჩანაშვილის მოთხრობებიდან და ინგლისურ, რუსულ და თურქულ ენებზე წაიკითხეს. წიგნის მაღაზიაში ქართველი ავტორების წიგნების გარდა გაიცნეს ბესტსელერი და ნათარგმნი ლიტერატურა.

ინგლისური ენის შესწავლის მეთოდები

19 Mar 2019

18 მარტს “ბრიტანეთის საბჭოს“ ხელშეწყობით “ევროპულ სკოლას“ ესტუმრა ბულგარეთის Anglia school-ის წარმომადგენელი ქეით ქელი. ქეით ქელიმ ისაუბრა ინგლისური ენის სწავლების გამოცდილების შესახებ. განიხილა სკოლის სტრუქტურა და უცხო ენის შესწავლის სხვადასხვა მეთოდი. მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს ჩვენს სკოლაში ინგლისური ენის სწავლების მაღალ ხარისხს და პედაგოგების პროფესიულ განვითარებას.