TEDx ღონისძიება

31 მაისს “ევროპულ სკოლაში“ ყოველწლიური ღონისძიება TEDx ჩატარდა თემაზე “ჯაჭვური რეაქცია.“
სამივე პროგრამის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მრავალფეროვანი მოხსენებები ბავშვათა უფლებებზე, ფსიქოლოგიის კურსის შესწავლის მნიშვნელობაზე, ცხოველთა უფლებებზე, ჭადრაკის პოპულარიზაციაზე, გარემოს დაცვით პრობლემებზე, პიროვნულ განვითარებასა და გასართობი აქტივობების სასარგებლო თვისებებზე.
მოსწავლეებმა გააჟღერეს ახალი იდეები და გაგვიზიარეს მსოფლიოში არსებული პრობლემების გადაჭრის საკუთარი ხედვა. დამსწრე საზოგადოიებისთვის შთამაგონებელი აღმოჩნდა მოზარდების იდეები და საინეტერესო დისკუსია გამოიწვია. ვიმედოვნებთ, ეს იდეები ჯაჭვური რეაქციასავით გავრცელდება არა მხოლოდ სკოლის საზოგადოებაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

Share on: