ახალი ამბები

აქცია - ევროპული სკოლის მოსწავლეები თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ!
14 Mar 2013მიმდინარე წლის 15 მარტს ევროპულ სკოლაში ჩატარდება მოსწავლეთა ორგანიზებული აქცია მოზარდებში ნიკოტინური დამოკიდებულების ადრეული პროფილაქტიკის მიზნით. აქციის სლოგანი: "ჩემი მეგობარი არ ეწევა!“

ისტორიისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის კონფერენცია
12 Mar 2013ოთხშაბათს, 13 მარტს, 15:30 სთ-ზე ევროპულ სკოლაში ისტორიისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრა მართავს მოსწავლეთა სასწავლო–შემოქმედებით კონფერენციას: "ისტორია ადამიანის თვითშემეცნებისთვისაა საჭირო“. გთხოვთ, მობრძანდეთ!

ES NEWS - 2013 წლის 11 მარტის გამოშვება
11 Mar 2013გადაცემას უძღვება 10ბ კლასის მოსწავლე გიორგი სართანია გადაცემის თემებია: მოსწავლეთა კონფერენცია "ვაშენებთ სახელმწიფოს"; დედის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება; დაწყებითი კლასების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა; მოსწავლეთა საერთაშორისო მათემატიკური კონფერენცია; PYP მოსწავლეთა ღია გაკვეთილი; სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ღია გაკვეთილები; დედის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი.

მსოფლიო საგანმანათლებლო თამაშები
04 Mar 20134, 5, 6 მარტს საერთაშორისო ბაკალავრიატის საბაზო პროგრამის (MYP) 23 მოსწავლე ჩაერთვება მსოფლიოს უდიდეს ონლაინ საგანმანათლებლო კონკურსში ინგლისურ ენის, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიმართულებით. გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდებიან. წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს!

ევროპული სკოლა გილოცავთ დედის დღეს!
03 Mar 2013დედის დღესთან დაკავშირებით "ევროპულ სკოლაში" გაიმართება კონცერტი, ოთხშაბათს, 6 მარტს, 15.30 სთ-ზე. მონაწილეობენ ჩვენი სკოლის მუსიკალური და შემოქმედებითი ნიჭით გამორჩეული მოსწავლეები. კონცერტს წარუძღვებიან სკოლის პარლამენტის თავჯდომარე სალომე ხვისტანი და მისი მოადგილე ირაკლი კიკორია. გთხოვთ, მობრძანდეთ!

სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია მათემატიკაში
02 Mar 2013ორშაბათს, 4 მარტს, 15:30 სთ-ზე ევროპულ სკოლაში ჩატარდება მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია მათემატიკაში“ჩვენ გვიყვარს მათემატიკა.”კონფერენციის დღის წესრიგიგთხოვთ, მობრძანდეთ!

საბავშვო-სამოყვარულო ფილმების ფესტივალი
28 Feb 2013ძვირფასო ბავშვებო!ყველას, ვისაც გიყვართ კინოხელოვნება, შეგიძლიათ შექმნათ კინოსცენარი, გადაიღოთ ვიდეოკამერით ან მობილური ტელეფონით, დაამონტაჟოთ, გაახმოვანოთ, გააფორმოთ გრაფიკულად, დაწეროთ მუსიკა ფილმისთვის, ითამაშოთ და საერთოდ, შექმნათ მხატვრული, დოკუმენტური ან ანიმაციური ფილმი . მიიღეთ მონაწილეობა, გიწვევთ, საბავშვო (სამოყვარულო) ფილმების მე- 3 საერთაშორისო ფესტივალი "ოქროს პეპელა - 2013“! განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2013 წლის 1 აპრილი.კონტაქტი: i_jaojao@yahoo.com ფესტივალის დირექტორი - ირაკლი ჯაოშვილი

ყურადღება!
27 Feb 201326 თებერვალს მე-7 ბ კლასის მოსწავლეებმა ევროპულ სკოლას წარუდგინეს კლასის ინიციატივით დაფუძნებული ყოველთვიური ჟურნალის" JOIN IN" სასიგნალო გამოცემა.

ევროპული სკოლის მოსწავლეები გაეროს ახალგაზრდულ ასამბლეაზე
24 Feb 2013როგორც მოგეხსენებათ, 30 იანვრიდან - 6 თებერვლამდე "ევროპული სკოლის" თორმეტმა მოსწავლემ მონაწილეობა მიიღო, ნიუ იორკში, გაეროს ახალგაზრდულ ასამბლეაში . ახალგაზრდული ასამბლეა ზუსტად იმავე ფორმატით იმართება, როგორც გაეროს გენერალური ასამბლეა და მისი მთავარი მიზანი ახალგაზრდა ლიდერების წარმოჩენაა. ახალგაზრდული ასამბლეა ყოველ წელს იმართება და მასში100-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლი იღებს მონაწილეობას.წელს ანსამბლეა მეთერთმეტედ გაიმართა და მასში საქართველოს დელეგაცია პირველად მონაწილეობდა.