ახალი ამბები

ყურადღება, სიახლე!
16 Sep 20122012წ. სექტემბერში ევროპულმა სკოლამ მიიღო ავტორიზაცია ჩაატაროს AP და PSAT-ის ტესტები. ეს წინგადადგმული, მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში უმაღლესი სკოლის განათლების პროგრესისათვის.

ევროპული სკოლის ხელოვნებისა და სპორტული წრეების ჩამონათვალი
13 Sep 2012მოგესალმებით ძვირფასო მშობლებო! მადლობას გიხდით თანამშრომლობისა და ჩვენდამი ნდობისთვის! ჩვენი სურვილია, თქვენი შვილების თავისუფალი დრო მათი ინტერესების შესაბამისად და თქვენი მოთხოვნების მიხედვით გავანაწილოთ. ამ მიზნით, გთავაზობთ იმ წრეების და სექციების ჩამონათვალს, რომელთა არჩევის საშუალება გექნებათ მომავალი სასწავლო წლის განმავლობაში.

ყურადღება!
08 Sep 2012ევროპულ სკოლის მოსწავლეებისათვის 2012-13 წ.წ. სასწავლო პროცესი დაიწყება 17 სექტემბერს, 9.00 საათზე.სკოლამდელი აღზრდის ცენტრი იმუშავებს 17 სექტემბერს 10.00 საათიდან.

ყურადღება!
08 Sep 2012საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაცია (სახელმძღვანელოების შესახებ) წელს პირველად, სასკოლო სახელმძღვანელოები საქართველოს მასშტაბით 400 სკოლაში გაიყიდება. სად, როდის და როგორ შევიძინოთ სახელმძღვანელოები 5 სექტემბრიდან - “საქართველოს ფოსტის” მეშვეობით www.gpost.ge ცხელი ხაზი 224 09 09 10 სექტემბრიდან სახელმძღვანელოები ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ საქართველოს 400 - მდე საჯარო და კერძო სკოლაში სავაჭრო წერტილებში http://catalog.edu.ge/

ევროპულ სკოლაში 2012-2013 სასწავლო წელს დამტკიცებული სახელმძღვანელოები
29 Aug 20121 კლასის სახელმძღვანელოთა ნუსხა 3 კლასის სახელმძღვანელოთა ნუსხა 5 კლასის სახელმძღვანელოთა ნუსხა 7 კლასის სახელმძღვანელოთა ნუსხა 9 კლასის სახელმძღვანელოთა ნუსხა 11 კლასის სახელმძღვანელოთა ნუსხა 2 კლასის სახელმძღვანელოთა ნუსხა 4 კლასის სახელმძღვანელოთა ნუსხა 6 კლასის სახელმძღვანელოთა ნუსხა 8 კლასის სახელმძღვანელოთა ნუსხა 10 კლასის სახელმძღვანელოთა ნუსხა 12 კლასის სახელმძღვანელოთა ნუსხა ინგლისური ენის სახელმძღვანელოების შეძენა 10 – 15 სექტემბრის ჩათვლით შესაძლებელია ჭავჭავაძის გამზ.N14-ში . უნივერსიტეტის მე-4 კორპუსის პირველ სართულზე, ინგლისური წიგნის მაღაზიაში (English Book).

ყურადღება!
28 Aug 2012მიმდინარე სასწავლო წელს "ევროპულ სკოლაში" ცეკვის წრეს უხელმძღვანელებენ ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლის "იმედის" ქორეოგრაფები – ჯემალ და ნუნუ რეხვიაშვილები .ეს ერთადერთი ბავშვთა ანსამბლია, რომელსაც ფილარმონიის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს .

დამფუძნებელთა გრანტი
03 Jul 2012“ES” დირექცია და დამფუძნებლები ულოცავენ წარჩინებულ მოსწავლეებს დამფუძნებელთა გრანტის მოპოვებას. 2011-2012 სასწავლო წლების მეორე სემესტრის შიდა სასკოლო რეიტინგის გათვალისწინებით, ევროპული სკოლის დამფუძნებელთა გრანტი მიენიჭათ იმ მოსწავლეებს, რომლებმაც დააგროვეს მაქსიმალური ქულები და წარმატებით ჩააბარეს გამოცდები. ნიკოლოზ ელბაქიძე 10ბ კლასი მარიამ თრჩუნიანი 9ბ კლასი ეკატერინე ბაქრაძე 8ა კლასი მარიამ გობიანიძე 8ა კლასი ელენე ქავთარაძე 8ა კლასი ანა ფანჯაკიძე 8ა კლასი სალომე ჯოხაძე 8გ კლასი

საზაფხულო სკოლა-ბანაკი ბაკურიანში
18 Jun 201217 ივლისიდან 31 ივლისამდე (ორი კვირა) კომფორტული სასტუმრო - აუზით, 3 და 4 ადგილიანი ნომრებით , სამჯერადი კვება, ექსკურსიები, ლაშქრობები, სპორტული , შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები. ინგლისური ენის სპეციალური გაკვეთილები.დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 599 900 862 ირაკლი ჯაოშვილი

გეპატიჟებით მინი სპექტაკლებზე
15 Jun 2012ორშაბათი.18 ივნისი. სააქტო დარბაზი.12.00 სთ. – "სამი მუშკეტერი" – IV ა კლასი. მასწავლებელი მ.გოგოლაძე.13.00 სთ. – "წითელქუდა" – III ბ კლასი. მასწავლებელი ნ.ხომერიკი.