ახალი ამბები
მასწავლებელთა ტრენინგი და სემინარი ბაქოში
18 Oct 20112011 წლის 13-14 ოქტომბერს ბაქოში ჩატარდა სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, უკრაინის, ბელორუსისა და მოლდოვის განათლების მუშაკთა სემინარი, რომლის ორგანიზატორი იყო ევროკავშირი. სემინარში მონაწილეობას იღებდნენ როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
დროშის აღმართვის ცერემონია
17 Oct 2011ახალი სასწავლო კვირის დაწყება ევროპულ სკოლაში სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონიით დაიწყო. ამჯერად ეს პატივი IB სადიპლომო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტებს ხვდათ, რომლებმაც კახეთში, რთველში მიიღეს მონაწილეობა.
მემორანდუმის გაფორმება
15 Oct 201127 ოქტომბერს ევროპულ სკოლასა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას შორის გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი.
მშობელთა კომიტეტის სხდომა
13 Oct 201113 ოქტომბერს, 16:00 სთ-ზე. გაიმართება მშობელთა კომიტეტის სხდომა
ივიკო ჭელიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირის ფინალი
12 Oct 2011ევროპულ სკოლაში დასრულდა ივიკო ჭელიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირი. ფინალში 1-2 ადგილებისთვის საფეხბურთო სკოლა ოლიმპის "ოლიმპი I“ და Flmin-go დაუპირისპირდნენ, 3-4 ადგილებისთვის კი "ოლიმპი I“ და ბარსა იბრძოდნენ.
დროშის აწევის ცერემონია
10 Oct 2011ევროპულ სკოლაში ახალი სასწავლო კვირა ტრადიციულად დროშის აწევის საზეიმო ცერემონიით დაიწყო. ეს პატივი ამჯერად ევროპული სკოლის მოსწავლეებს დალიდა ქადარიასა და ნათია თუთბერიძეს ერგოთ. მათთან ერთად იდგა ევროპული სკოლის ჩოგბურთის წრის ხელმძღვანელი ნინო ნალბანდიანი.
ევროპულ სკოლაში ივიკო ჭელიძის სახელობის ჩემპიონატის მორიგი მატჩები გაიმართა
08 Oct 2011თბილისობის მიუხედავად ივიკო ჭელიძის სახელობის საფეხბურთო ჩემპიონატში დაძაბული შეხვედრები მიმდინარეობს. ოლიმპი 2-ის გუნდმა გამანადგურებელი ანგარიშით 11:0 დაამარცხა IVგ კლასის დინამო. ჩემპიონატის ყველაზე უხვგოლიანი დაპირისპირება კი Vბ კლასის ბარსასა და VIგ კლასის Next Level-ს შორის შედგა. ანგარიშით 11:1 ბარსამ ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
IVგ კლასის ზეიმი
07 Oct 2011პარასკევს, 7 ოქტომბერს 13:00 საათზე IVგ კლასი გიწვევთ ზეიმზე - "ვაშა, სკოლა დაიწყო!" ინგლისური ენის კათედრა
ივიკო ჭელიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირის მეორე დღე
06 Oct 2011ივიკო ჭელიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირის მეორე დღემ არანაკლები სიმძაფრით ჩაიარა. გუნდები გამარჯვებისთვის თავს არ ზოგავდნენ.