ახალი ამბები

მოსწავლეთა პროექტების საერთაშორისო კონფერენცია 2017

24 Apr 2017

21-22 აპრილს "ევროპულ სკოლაში" ჩატარდა ”მოსწავლეთა პროექტების საერთაშორისო კონფერენცია 2017”, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 40-მა მოსწავლემ  საქართველოსა და აზერბაიჯანის სხვადასხვა ქალაქიდან. კონფერენციის პირველ დღეს მოსწავლეებმა მათ მიერ შერჩეულ სექციებში წარადგინეს პროექტები. დღის ბოლოს კი კომისიის წევრებმა გამოავლინეს მეორე ტურში გადასული 14 მონაწილე. 22 აპრილს ჩატარებულ პლენარულ სხდომაზე დამსწრე საზოგადოებამ მოისმინა მრავალფეროვანი პროექტები სოციალური, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ლიტერატურისა თუ ხელოვნების მიმართულებით. ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ნორჩი გამომგონებლები, დიზაინერები, ბიზნეს პროექტების, სცენარის, ფილმის, ნოველების ავტორები, რეჟისორები თუ მკვლევარები.

"ევროპული სკოლის“ დაწყებითი სწავლების კათედრის კვირეული

21 Apr 2017

ჩვენ და სამყარო…"ევროპული სკოლის“ დაწყებითი სწავლების კათედრის კვირეული24 აპრილი - 28 აპრილი 

მოსწავლეთა საერთაშორისო კონფერენცია "სკოლა ეკოლოგიისათვის“ ქ. ბერლინში

13 Apr 2017

უკვე მესამე წელია  ქ. მოსკოვის გოეთეს ინსტიტუტის ხელმძღვანელობით ტარდება მოსწავლეთა საერთაშორისო კონფერენცია "სკოლა ეკოლოგიისათვის“. პროექტის მხარდამჭერები არიან:  ვენის აგრარული უნივერსიტეტი (ავსტრია), ბრემენის უნივერსიტეტი, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი, ტექნიკური უნივერსიტეტი "კოტბუსი“(გერმანია)  და გერმანიის საგარეო სამინისტრო.   მიმდინარე წელს აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად  "ევროპული სკოლის" მე-8 კლასელმა მოსწავლეებმა ელენე ჯოხაძემ, ჯარჯი სვანიშვილმა და თორნიკე ყუბანეიშვილმა გერმანული ენის მასწავლებლის მთავრისა ბუსკივაძისა და ქიმიის მასწავლებლის, ხათუნა კაპანაძის, ხელმძღვანელობით მოამზადეს პროექტი "მეორედი ქაღალდი საკუთარი ხელებით“, რომელმაც გაიმარჯვა კონფერენციის 300 მონაწილეს შორის, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნიდან იყვნენ და მიწვეულ იქნა კონფერენციის დასკვნით ეტაპზე ქ. ბერლინში სხვა 12 მონაწილესთან ერთად.   7-10 აპრილს მოსწავლეები მასწავლებლებთან ერთად იმყოფებოდნენ ქალაქ ბერლინში, სადაც ჩატარდა გამარჯვებული პროექტების პრეზენტაცია. ასევე მათ მონაწილეობა მიიღეს სემინარებსა და დისკუსიებში. შეადგინეს მანიფესტი, რომლითაც მსოფლიოს მოუწოდეს იზრუნონ ეკოლოგიისათვის. ჩვენი სკოლის გუნდი დაჯილდოვდა წარმატებული მონაწილის სერტიფიკატით.   სასიამოვნოა ისიც, რომ "ევროპული სკოლის“ გერმანული ენის მასწავლებელი მთავრისა ბუსკივაძე კონფერენციის ჟიურიმ დაასახელა გერმანულ ენაზე საუკეთესოდ მოსაუბრე მასწავლებელად.  ვულოცავთ "ევროპული სკოლის“ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გამარჯვებას საერთაშორისო სარბიელზე და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებას!

ქართული ენის კვირეული "ევროპულ სკოლაში“

13 Apr 2017

ლურჯი აპრილი,  ქართული სიტყვით აყვავებული ნატვრის ხე.   დღე პირველი  - სულმნათი შოთა  ეგებება "ევროპული სკოლის“ ბავშვებს  და ... მოგზაურობა  იწყება. ძველი ხელნაწერების გამოფენა იმ ეპოქაში გვაბრუნებს, რომელიც გვასწავლის:  "ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“.  ძნელია შეაღო ის კარი, რომელიც შოთას ჯადოსნურ სამყაროში გამოგზაურებს. "ევროპული სკოლის“ მე-8 კლასელებმა  კი ეს შეძლეს.  მათი ხედვა რომ  ძალიან ორიგინალური და თანამედროვეა, ამაში მაშინ დავრწმუნდით, როცა   ჩრდილების საშუალებით  გააცოცხლეს "ვეფხისტყაოსნის“ ეპიზოდები. 

"ევროპული სკოლის“ ქართული ენისა და ლიტერატურის კვირეული

31 Mar 2017

"შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა და... გალაკტიონი“  "ევროპული სკოლის“ ქართული ენისა და ლიტერატურის კვირეული  3 აპრილი - 7 აპრილი   

ყურადღება!

30 Mar 2017

2017 წლის 27-30 მარტს "ევროპულ სკოლაში“ კლასიკური მუსიკის III ტრადიციული ფესტივალი ჩატარდა, რომელიც სკოლის დაარსებიდან 10 წლისთავს მიეძღვნა.  ფესტივალი საკმაო პოპულარობით სარგებლობს და მასში მონაწილეთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.   

ყურადღება!

27 Mar 2017

MYP-ის მე-6ბ კლასის მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლებში მიღებული ცოდნა სხვა თანატოლებისთვის გაეზიარებინათ. მათ ამ მიზნით არასამთავრობო ორგანიზაცია "ბავშვი,ოჯახი, საზოგადოება“ აირჩიეს.   "ევროპული სკოლის“ MYP-ის მე-6ბ კლასის მოსწავლეებმა ორგანიზაციის "ბავშვი,ოჯახი, საზოგადოება“ ბენეფიციარებისათვის  ჩაატარეს საინტერესო და სახალისო ცდები. ბენეფიციარებმა "ევროპული სკოლის“ მოსწავლეებს რამდენიმე მუსიკალური ნომერი წარუდგინეს.   ბავშვებმა ერთმანეთს შთაბეჭდილებები გაუზიარეს. მასპინძლებმა "ევროპული სკოლის“ მოსწავლეებს საზოგადოების ბაზაზე შექმნილ სოციალურ საწარმო "ხარატულაში“ ბენეფიციართა მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები გადასცეს. მეექვსეკლასელებმა კი ისინი "ევროპული სკოლის“ კედლის კალენდრებით დაასაჩუქრეს და ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ.   შეხვედრა მეტად საინტერესოდ და მხიარულად წარიმართა.