ახალი ამბები

მასწავლებელთა სასწავლო-მეთოდური კონფერენცია
19 May 20172017 წლის 18 მაისს “ევროპულ სკოლის” ორგანიზებითა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის მხარდაჭერით ჩატარდა მასწავლებელთა სასწავლო-მეთოდური კონფერენცია თემაზე: "წარმატებული სასწავლო პრაქტიკა ტოლერანტობის, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და სამეწარმეო უნარების განვითარებისა და ინიციატივების წახალისებისათვის“. კონფერენცია მიზნად ისახავდა სასწავლო პროცესში განხორციელებული წარმატებული გამოცდილების გაზიარებას.

ყურადღება!
11 May 201723 მაისს, 14:30 სთ-ზე, პუშკინის სკოლა გეპატიჟებათ სპექტაკლზე “ჩექმებიანი კატა”. ხელმძღვანელი ნ. მიქელაძე

თვითმმართველობის დღე "ევროპულ სკოლაში"
05 May 20172017 წლის 5 მაისს "ევროპულ სკოლაში“ ტრადიციისამებრ ჩატარდა თვითმმართველობის დღე. ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა მოსწავლეთათვის, რადგან ისინი ერთი დღით ინიშნებიან წამყვან თანამდებობებზე და დამოუკიდებლად მართავენ სასწავლო პროცესს. ამ დღისთვის სპეციალურად ემზადება სკოლის დირექცია, ამიტომ თვითმმართველობის დღე ყოველთვის სავსეა სიურპრიზებით. მოგეხსენებათ, 5 მაისი ევროპის დღეა. მოსწავლეების ორგანიზებით სკოლაში ჩატარდა ინტელექტუალური თამაში "რა? სად? როდის?“ ევროპასა და ევროკავშირის შესახებ. დღის ბოლოს მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ერთად შეაფასეს განვლილი დღე - თვითმმართველობა 2017.

ვულოცავთ!
04 May 2017მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლეში გამართულ მოსწავლეთა 71-ე სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაში წელსაც წარმატებული იყო "ევროპული სკოლის“ მოსწავლეთა მონაწილეობა. სექციური მუშაობის პროცესში ხაზგასმით აღინიშნა ჩვენი მოსწავლეების მიერ წარდგენილი თემების აქტუალობა, მათი ექსპერიმენტული ხასიათი და პრაქტიკული ღირებულება. განსაკუთრებულად აღსანიშნნავია XI კლასის მოსწავლის გიორგი მაჭარაშვილის წარმატება, რომელმაც ერთდროულად ორი I ხარისხის (ისტ და ინგლისური ენა) და ერთი II ხარისხის დიპლომი (მათემატიკა) მოიპოვა. I ხარისხის დიპლომით ასევე დაჯილდოვდნენ: ბიოლოგიაში - XI კლასის მოსწავლე როინ ენუქიძე; ქიმიაში - IX კლასის მოსწავლე ირაკლი ბეჟუაშვილი; წლევანდელი 71-ე კონფერენცია განსაკუთრებული აღმოჩნდა "ევროპული სკოლისათვის".

მოსწავლეთა პროექტების საერთაშორისო კონფერენცია 2017
24 Apr 201721-22 აპრილს "ევროპულ სკოლაში" ჩატარდა ”მოსწავლეთა პროექტების საერთაშორისო კონფერენცია 2017”, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 40-მა მოსწავლემ საქართველოსა და აზერბაიჯანის სხვადასხვა ქალაქიდან. კონფერენციის პირველ დღეს მოსწავლეებმა მათ მიერ შერჩეულ სექციებში წარადგინეს პროექტები. დღის ბოლოს კი კომისიის წევრებმა გამოავლინეს მეორე ტურში გადასული 14 მონაწილე. 22 აპრილს ჩატარებულ პლენარულ სხდომაზე დამსწრე საზოგადოებამ მოისმინა მრავალფეროვანი პროექტები სოციალური, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ლიტერატურისა თუ ხელოვნების მიმართულებით. ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ნორჩი გამომგონებლები, დიზაინერები, ბიზნეს პროექტების, სცენარის, ფილმის, ნოველების ავტორები, რეჟისორები თუ მკვლევარები.

"ევროპული სკოლის“ დაწყებითი სწავლების კათედრის კვირეული
21 Apr 2017ჩვენ და სამყარო…"ევროპული სკოლის“ დაწყებითი სწავლების კათედრის კვირეული24 აპრილი - 28 აპრილი

მოსწავლეთა საერთაშორისო კონფერენცია "სკოლა ეკოლოგიისათვის“ ქ. ბერლინში
13 Apr 2017უკვე მესამე წელია ქ. მოსკოვის გოეთეს ინსტიტუტის ხელმძღვანელობით ტარდება მოსწავლეთა საერთაშორისო კონფერენცია "სკოლა ეკოლოგიისათვის“. პროექტის მხარდამჭერები არიან: ვენის აგრარული უნივერსიტეტი (ავსტრია), ბრემენის უნივერსიტეტი, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი, ტექნიკური უნივერსიტეტი "კოტბუსი“(გერმანია) და გერმანიის საგარეო სამინისტრო. მიმდინარე წელს აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად "ევროპული სკოლის" მე-8 კლასელმა მოსწავლეებმა ელენე ჯოხაძემ, ჯარჯი სვანიშვილმა და თორნიკე ყუბანეიშვილმა გერმანული ენის მასწავლებლის მთავრისა ბუსკივაძისა და ქიმიის მასწავლებლის, ხათუნა კაპანაძის, ხელმძღვანელობით მოამზადეს პროექტი "მეორედი ქაღალდი საკუთარი ხელებით“, რომელმაც გაიმარჯვა კონფერენციის 300 მონაწილეს შორის, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნიდან იყვნენ და მიწვეულ იქნა კონფერენციის დასკვნით ეტაპზე ქ. ბერლინში სხვა 12 მონაწილესთან ერთად. 7-10 აპრილს მოსწავლეები მასწავლებლებთან ერთად იმყოფებოდნენ ქალაქ ბერლინში, სადაც ჩატარდა გამარჯვებული პროექტების პრეზენტაცია. ასევე მათ მონაწილეობა მიიღეს სემინარებსა და დისკუსიებში. შეადგინეს მანიფესტი, რომლითაც მსოფლიოს მოუწოდეს იზრუნონ ეკოლოგიისათვის. ჩვენი სკოლის გუნდი დაჯილდოვდა წარმატებული მონაწილის სერტიფიკატით. სასიამოვნოა ისიც, რომ "ევროპული სკოლის“ გერმანული ენის მასწავლებელი მთავრისა ბუსკივაძე კონფერენციის ჟიურიმ დაასახელა გერმანულ ენაზე საუკეთესოდ მოსაუბრე მასწავლებელად. ვულოცავთ "ევროპული სკოლის“ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გამარჯვებას საერთაშორისო სარბიელზე და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებას!