ახალი ამბები

“ევროპული სკოლის” სადიპლომო პროგრამის მოსწავლეები კონგრესის მოდელირებაზე დუბაიში

27 Jan 2017

“ევროპული სკოლის” სადიპლომო პროგრამის მოსწავლეები: ჰუმაი მამადოვა, ნარიმან მამადოვი, ელენე ცხადაძე, სტეფანია-ალექსანდრა პიროჟკა, ტაჰირა ვალიევა, ხელმძღვანელთან, ქეთევან ნაჭყებიასთან, ერთად 19-21 იანვარს დუბაიში მონაწილეობდნენ  ჰარვარდის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ კონგრესის მოდელირებაში, რომელიც გაიმართა დუბაის ამერიკულ უნივერსიტეტში.  კონფერენციის მსვლელობისას ჩვენი მოსწავლეები ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად  მსოფლიოს აქტუალური პრობლემების გადაჭრის გზებზე მსჯელობდნენ. ისინი პოლიტიკისა და კანონშემოქმედების ნიუანსებსაც გაეცნენ. 

ვულოცავთ!

18 Jan 2017

2017 წლის 14-15 იანვარს "ევროპულ სკოლაში“ ჩატარდა ორდღიანი სამუშაო შეხვედრა - "ევროპული სკოლა 10 წლის გადმოსახედიდან“.  მიმდინარეობდა ტრენინგები სხვადასხვა მიმართულებით, შეჯამდა მუშაობის შედეგები საგნობრივი კათედრებისა და პროგრამების მიხედვით, დასახელდნენ "ევროპული სკოლის“ წარმატებული თანამშრომლები: "წლის მასწავლებელი“ -  ქიმიის პედაგოგი ხათუნა კაპანაძე;"წლის კლასის დამრიგებელი“ – XIა კლასის დამრიგებელი ლეილა მელიქიშვილი;"წლის მენეჯერი“ – ევროპული ბაღის "European Kindergarten” ხელმძღვანელი თამარ არაბიძე;“წლის წარმატებული გუნდი” – IB PYP და მისი კოორდინატორი ლინდა ციცქიშვილი;"წლის კოორდინატორი“ - ნანა ივანიძე;  გამარჯვებულები მარტის არდადეგებზე  გაემგზავრებიან ბუდაპეშტში. ვულოცავთ მათ ამ საპატიო ნომინაციებში გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.  

კურსდამთავრებულებთან შეხვედრა

09 Jan 2017

29 დეკემბერს "ევროპულმა სკოლამ" ტრადიციულად უმასპინძლა კურსდამთავრებულებს. ეს კიდევ ერთი თბილი შეხვედრა იყო, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ "ევროპული სკოლა" არასდროს ივიწყებს და მუდამ ამაყობს თავისი კურსამთავრებულებით.   ღონისძიებას უძღვებოდნენ: სალომე ჯოხაძე, გიგა აფხაიძე და მარიამ ჩიკვაიძე.   კურსდამთავრებულებისთვის იმღერეს დიმიტრი გოზალიშვილმა და ლევან ელოიძემ. "ევროპული სკოლის" ბენდთან ერთად სიმღერები შეასრულეს: გულიკო სიმაევმა, ხატია კილაძემ და თემიკო ჭიჭინაძემ. დაუკრეს ბენდის ყოფილმა წევრებმა: ლუკა ჯიბუტმა და სანდრო ყარალაშვილმა.   კურსდამთავრებულებმა მოსწავლეებს თავიანთი გამოცდილებაც გაუზიარეს.ირაკლი კიკორიამ ისაუბრა "კურსდამთავრებულთა პლატფორმის" გეგმებზე.   ღონისძიების დასასრულს "ევროპულმა სკოლამ“ კურსდამთავრებულებს გადასცა სამახსოვრო დიპლომები სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებისათვის.

ყურადღება!

31 Dec 2016

"ევროპულ სკოლაში" სწავლა განახლდება 2017 წლის 16 იანვარს.

ნახატების კონკურსი "ჩემი ოცნების სკოლა“ დასრულდა!

22 Dec 2016

 "ევროპული სკოლის“ დირექტორის, ქ-ნ ნანა მოსიძის ინიციატივით, ჩვენი სკოლის დაარსებიდან 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩატარდა მოსწავლეთა ნახატების კონკურსი "ჩემი ოცნების სკოლა“.