ახალი ამბები
ვულოცავთ!
16 Feb 2017IB სექტორის სადიპლომო პროგრამის მე-11 კლასის მოსწავლემ, სტეფანია-ალექსანდრა პიროჟკამ LCC International University-ის მიერ ორგანიზებულ საჯარო გამოსვლის კონკურსში მე-2 ადგილი დაიკავა. ვულოცავთ სტეფანიას ამ დიდ გამარჯვებას და ვუსურვებთ მომავალ წარმატებებს.
ვალენტინობა
15 Feb 2017"ევროპულ სკოლაში“, ტრადიციისამებრ, აღინიშნა ვალენტინობა. სიყვარულის დღეს "ევროპული სკოლის“ მოსწავლეებს რომეო და ჯულიეტა ულოცავდნენ უკვდავი მელოდიის ფონზე, რომელსაც ნინა თალაკვაძე ვიოლინოზე ასრულებდა. დღის ბოლოს ჩატარდა კონცერტი, რომელშიც "ევროპული სკოლის“ უფროსკლასელები მონაწილეობდნენ.
მასწავლებელთა სასწავლო-მეთოდური კონფერენცია
09 Feb 20172017 წლის 18 მაისს ევროპული სკოლა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ატარებს მასწავლებელთა სასწავლო-მეთოდურ კონფერენციას.
გილოცავთ!
07 Feb 2017"ევროპული სკოლის" მე-8 კლასელ მოსწავლეთა პროექტმა "მეორედი ქაღალდი საკუთარი ხელებით“, რომელიც წარდგენილი იყო გარემოსდაცვითი საკითხებისადმი მიძღვნილ III საერთაშორისო ახალგაზრდულ კონფერენციაზე ქ. ბერლინში, გამარჯვება მოიპოვა. კონფერენციაზე "სკოლა–ეკოლოგიისათვის" მიემგზავრებიან მე–8 კლასის მოსწავლეები: ელენე ჯოხაძე, ჯარჯი სვანიშვილი და თორნიკე ყუბანეიშვილი. ასევე ამ პროექტის ხელმძღვანელები გერმანული ენის მასწავლებელი - მთვარისა ბუსკივაძე და ქიმიის მასწავლებელი - ხათუნა კაპანაძე. კონფერენციაზე გუნდი განხორციელებული პროექტის პრეზენტაციას წარადგენს, ასევე მონაწილეობას მიიღებს სემინარებსა და დისკუსიებში.
“ევროპული სკოლის” ისტორიისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის კვირეული
03 Feb 2017საქართველო და მსოფლიო“ევროპული სკოლის” ისტორიისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის კვირეული6 თებერვალი - 10 თებერვალი
ელექტრონული სწავლების დღე
01 Feb 20172012 წლიდან ელექტრონული სწავლების დღე იქცა შესანიშნავ საშუალებად მასწავლებლებისა და ლიდერებისთვის. მათ მიეცათ შესაძლებლობა, წარმოაჩინონ ის ტექნოლოგიური პროგრამები, რომელთა მიზანი სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაა. მალევე ეს ღონისძიება ეროვნული დონის დღესასწაულად გადაიქცა, ვინაიდან ელექტრონული სწავლების დღე არ არის მხოლოდ ახალი ტექნოლოგიების გაცნობა, ის მოიცავს სწავლებასაც. ეს დღე მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ხელს უწყობს მასწავლებლის როლის ზრდას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ელექტრონული სწავლების დღე ეხმარება თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად. წელს ელექტრონული სწავლების დღე აღინიშნება მთელ მსოფლიოში. "ევროპული სკოლა“ გახდა ამ ღონისძიების ერთ-ერთი მონაწილე (ევროპიდან მეოთხე) და ერთადერთი სკოლა პოსტსაბჭოთა სივრციდან. "ევროპული სკოლა“ 2017 წლის 23 თებერვალს მონაწილეობას მიიღებს ამ ღონისძიებაში და აღნიშნავს ელექტრონული სწავლების დღეს.
ვულოცავთ!
30 Jan 201727-28 იანვარს ბაკურიანში ჩატარდა "ბაკურიანობა - 2017", რომელშიც 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, სნოუბორდის ჩემპიონატში გაიმარჯვა "ევროპული სკოლის" მოსწავლემ, გიორგი მაცაბერიძემ. ვულოცავთ გიორგის ამ დიდ გამარჯვებას და ვუსურვებთ მომავალ წარმატებებს.
“ევროპული სკოლის” სადიპლომო პროგრამის მოსწავლეები კონგრესის მოდელირებაზე დუბაიში
27 Jan 2017“ევროპული სკოლის” სადიპლომო პროგრამის მოსწავლეები: ჰუმაი მამადოვა, ნარიმან მამადოვი, ელენე ცხადაძე, სტეფანია-ალექსანდრა პიროჟკა, ტაჰირა ვალიევა, ხელმძღვანელთან, ქეთევან ნაჭყებიასთან, ერთად 19-21 იანვარს დუბაიში მონაწილეობდნენ ჰარვარდის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ კონგრესის მოდელირებაში, რომელიც გაიმართა დუბაის ამერიკულ უნივერსიტეტში. კონფერენციის მსვლელობისას ჩვენი მოსწავლეები ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად მსოფლიოს აქტუალური პრობლემების გადაჭრის გზებზე მსჯელობდნენ. ისინი პოლიტიკისა და კანონშემოქმედების ნიუანსებსაც გაეცნენ.