ახალი ამბები
საშობაო გამოფენა-გაყიდვა
14 Dec 201615 დეკემბერს, 12.30-ზე "ევროპულ სკოლაში" ხელნაკეთი ნივთების საახალწლო გამოფენა-გაყიდვა გაიხსნება. სხვა ავტორებთან ერთად თავიანთ ნამუშევრებს ჩვენი სკოლის მოსწავლეებიც წარმოადგენენ. გთხოვთ, გვეწვიოთ! "ევროპული სკოლის“ ადმინისტრაცია
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კვირეული
09 Dec 2016"არსებობს მხოლოდ ის, რისი გაზომვაც შეიძლება“ მაქს პლანკისაბუნებისმეტყველო მეცნიერებების კვირეული "ევროპულ სკოლაში" 12 - 16 დეკემბერი
"ევროპული სკოლის“ დაარსების 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი "ჩემი ოცნების სკოლა“
09 Dec 2016"ევროპული სკოლის“ დირექტორის, ქ-ნ ნანა მოსიძის ინიციატივით ჩვენი სკოლის დაარსებიდან 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით ტარდება მოსწავლეთა ნახატების კონკურსი "ჩემი ოცნების სკოლა“. დირექტორის ბრძანებით შეიქმნა სპეციალური საორგანიზაციო ჯგუფი, ჩამოყალიბდა კონკურსის დებულება და პროგრამა.
გილოცავთ!
07 Dec 2016"ევროპული სკოლის“ ამერიკული სექტორის მოსწავლემ, ანა დარჩიაშვილმა, სენაკში გამართულ ჩემპიონატზე დაიკავა I ადგილი და ავტომატურად გახდა საქართველოს ნაკრების წევრი. ის ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება სოფიაში. ვულოცავთ ანას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს. "ევროპული სკოლის“ ადმინისტრაცია.
საინტერესო გამოფენა "ევროპულ სკოლაში“
02 Dec 201630 ნოემბერს "ევროპული სკოლის“ საგამოფენო დარბაზში გაიხსნა თვითნასწავლი კერამიკოსის, ნანა მჭედლიშვილის, ნამუშევართა გამოფენა. გამოფენის გახსნას მოწვეული სტუმრები, “ევროპული სკოლის“ მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ. გამოფენა გახსნა "ევროპული სკოლის“ ხელოვნების პედაგოგმა, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ხელოვნების კოლექციების კონსერვატორმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელოვნებისა და სპორტის ჯგუფის ხელმძღვანელმა, სახელმძღვანელოს ავტორმა ნინო ხუნდაძემ. მან დამსწრეთ გააცნო თვითნასწავლი კერამიკოსის ბიოგრაფია, ისაუბრა მის შემოქმედებაზე, მომავალ გეგმებზე. გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ: ქ-ნი ნანა მოსიძე - "ევროპული სკოლის“ დირექტორი, ქ-ნი სვეტლანა ლამბრიანოვა - "ევროპული სკოლის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ქ-ნი ნანული ჭავჭანიძე - პროფესიონალ ქალთა ასოციაცია "100 ქართველი ქალის“ პრეზიდენტი. მათ მიულოცეს ქ-ნ ნანა მჭედლიშვილს მეტად საინტერესო გამოფენის წარმოდგენა და მომავალი წარმატებები უსურვეს შემოქმედებით ცხოვრებაში. ქ-მა ნანა მჭედლიშვილმა დიდი მადლობა გადაუხადა "ევროპული სკოლის“ ხელმძღვანელობას მასპინძლობისათვის და დამსწრე საზოგადოებას - გამოფენის გახსნაზე მობრძანებისათვის. გამოფენა "ევროპულ სკოლაში“ 3 დეკემბრამდე გასტანს. "ევროპულის სკოლის“ ადმინისტრაცია
ვულოცავთ!
01 Dec 2016"ევროპული სკოლის" მერვე კლასის მოსწავლემ ელენე ფანჯაკიძემ მიიღო მონაწილეობა საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის მიერ ჩატარებულ რესპუბლიკურ კონკურსში : "მოვეფეროთ იაკობს და დედა ენას“ და ნაშრომისათვის "ერთწუთიანი მონოდიალოგი“ დაჯილდოვდა საპატიო სიგელით. "ევროპული სკოლა" ულოცავს ელენესა და მის პედაგოგს თამარ ცაგარელს ამ კონკურსში აქტიურ მონაწილეობასა და საპატიო სიგელებს.
ყურადღება!
01 Dec 2016ამა წლის 2 დეკემბერს 12.45-ზე ბატონ თამაზ კვაჭანტირაძესთან ერთად კვლავაც ვიმოგზაურებთ სასიტყვეთში. შეხვედრა შედგება სკოლის სააქტო დარბაზში.