ახალი ამბები
მეათე სასწავლო წელი დაიწყო!
14 Sep 20162016 წლის 12 სექტემბერს "ევროპულ სკოლაში“ ახალი სასწავლო წელი დაიწყო. საზეიმო ღონისძიება გახსნა "ევროპული სკოლის“ დირექტორმა ქალბატონმა ნანა მოსიძემ, რომელმაც მეათე საიუბილეო სასწავლო წლის დაწყება მიულოცა მოსწავლეებს, მშობლებს, სკოლის თანამშრომლებს. დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ: საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამის ხელმძღვანელი ვინსენტ ევანო, ამერიკული პროგრამის დირექტორი ჯოზეფ ბლეიკი, ასევე, "ევროპული სკოლის“ კურსდამთავრებული გიორგი დიასამიძე. სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ნანა მოსიძემ სიამაყით წარადგინა საზაფხული ბრიგადის წევრები, რომელთაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს სკოლის ინფრასტრუქტურის განახლებაში. წარმატება უსურვა სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს, "გრანტოსნებს“ და სთხოვა პირველკლასელები მიეცილებინათ საკლასო ოთახებში.
გრანტი მიენიჭათ
15 Jul 2016"ევროპული სკოლის" დირექციისა და დამფუძნებელთა საბჭოს გადაწყვეტილებით 2015-2016 სასწ.წ. II სემესტრის შედეგების მიხედვით გრანტი მიენიჭათ IB პროგრამის შემდეგ სტუდენტებს:1. ქეთი ყამარაული - XII - IB DP2. მარიამ გობიანიძე - XII - IB DP
უფროსკლასელთა შრომითი რაზმი მოქმედებს
04 Jul 2016უფროსკლასელთა შრომითი რაზმი (ხელმძღვანელები, დათა კიკორია და ქეთი ყამარაული) შეუდგა სკოლის სარემონტო-სამშენებლო სამუშაოებს "ევროპულ სკოლაში". სამშენებლო რაზმის სამუშაოების შესახებ, მასალებს პერიოდულად განვათავსებთ სკოლის ვებ გვერდძე.მშენებლობის შტაბი.
"ევროპულ სკოლაში“ ტექნიკური თანამშრომელებისათვის ინგლისური ენის მოსამზადებელი კურსები დასრულდა
01 Jul 2016"ევროპული სკოლის“ დირექტორის ბრძანების შესაბამისად, 2016 წლის 23 მარტიდან სკოლის ტექნიკური თანამშრომელებისათვის ჩამოყალიბდა ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები. კურსების პედაგოგებად ჯგუფების მიხედვით მოვიწვიეთ მოსწავლეები: გიგა აფხაიძე (DP XI კლასი), ეკატერინე ბაქრაძე (AHS XI კლასი), მარიამ თათეშვილი (DP XI კლასი), გლახო რობაქიძე (DP XI კლასი), ანა ფანჯაკიძე (XI კლასი), ელენე ქავთარაძე (AHS XI კლასი), გიორგი ჭუმბურიძე (AHS XI კლასი), სალომე ჯოხაძე (XI კლასი). თავდაპირველად ინგლისური ენის შესწავლის სურვილი "ევროპული სკოლის“ 31 ტექნიკურმა თანამშრომელმა გამოთქვა, მეცადინეობები 3 თვის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა. მსმენელები და პედაგოგები გამოირჩეოდნენ აქტიურობით. კურსები დაამთავრა 26 თანამშრომელმა, გამოცდა ჩატარდა 2016 წლის 15 ივნისს. საგამოცდო კომისიის წევრები იყვნენ: ანა სახაროვა, მაკა გველესიანი, ნინო კობახიძე, ნინო ტაბეშაძე. საგამოცდო კომისიამ მაღალი შეფასება მისცა მოსწავლე-პედაგოგების მიერ ჩატარებულ გაკვეთილებს და მათი რეკომენდაციით სკოლის ადმინისტრაციამ ყველა მათგანი სპეციალური სერტიფიკატით დააჯილდოვა. ამასთან ერთად, თითოეულმა მოსწავლე-პედაგოგმა მიიღო ანაზღაურება ჩატარებული გაკვეთილების მიხედვით. წარმატებულ მოსწავლეთათვის კი (სკოლის ტექნიკურ თანამშრომელთა-თვის) მომავალი სასწავლო წლის დასაწყისიდან დაგეგმილია ხელფასების 10 %-ით მატება. პროექტმა, უფროსკლასელი მოსწავლეების დამწყები პედაგოგიური პრაქტიკა, წარმატებით ჩაიარა. მომავალში "ევროპული სკოლის“ ადმინისტრაცია კვლავ გეგმავს მსგავსი კურსების ჩატარებას. "ევროპული სკოლის“ ტრენინგ ცენტრი
გრანტი მიენიჭათ
23 Jun 2016"ევროპული სკოლის" დირექციისა და დამფუძნებელთა საბჭოს გადაწყვეტილებით 2015-2016 სასწ.წ. II სემესტრის შედეგების მიხედვით გრანტი მიენიჭათ სკოლის საუკეთესო მოსწავლეებს : N სახელი კლასი 1 ფანჯაკიძე ანა 11 2 ჯოხაძე სალომე 11 3 ბაკურაძე ანა 11 4 კოზმანაშვილი ნათია 11 5 გვერდწითელი ანა 11 6 მურღულია მეგი 11 7 მაჭარაშვილი გიორგი 10ბ 8 ამირიძე მაგდა 10ბ 9 ლელუაშვილი გიორგი 10ა 10 კინტრაია ნინო 9ბ 11 სააკაძე ელისაბედი 9ბ 12 კილაძე ხატია 9ა 13 ღაძაძე თამარი 8ბ 14 ახალაია ანა 8ბ 15 ბეჟუაშვილი ირაკლი 8ა 16 ქევანიშვილი ზუკა 8ა 17 კინტრაია ლუკა 8ა 18 კორძაძე ნიკა 8ა 19 ქავთარაძე კოტე 8ა 20 მოდებაძე რუსუდანი 8ა სკოლის დირექცია და მასწავლებლები ვულოცავთ წარმატებას.