ახალი ამბები

ყურადღება!

07 Oct 2016

სამშაბათს, 11 ოქტომბერს, 15.30 საათზე "ევროპული სკოლის“  სააქტო დარბაზში ჩატარდება ფოლკლორის ეროვნული სკოლის (ხელმძღვანელი - გიორგი უშიკიშვილი) ანსამბლების კონცერტი.   გთხოვთ, მობრძანდეთ!    "ევროპული სკოლის“ ადმინისტრაცია

ყურადღება!

05 Oct 2016

დღეს მასწავლებელთა საერთაშორისო დღეა! გილოცავთ!

"ევროპული სკოლის“ ახალი მოსწავლეების მშობელთა საყურადღებოდ!

28 Sep 2016

შაბათს, 1 ოქტომბერს, ევროპული სკოლის ახალი მოსწავლეების მშობლებისთვის ჩატარდება ტრენინგი:   "ელექტრონული დღიურის გამოყენება სასწავლო პროცესში“.   პირველი კლასების მოსწავლეების მშობლებისთვის - 11:00 საათზე,   სხვა კლასების მოსწავლეების მშობლებისთვის - 12:00 საათზე.   ტრენინგის ხანგრძლივობა 1 სთ.   ოთახი  N 39, ბლოკი პირველი.   ისტ კათედრა

ვულოცავთ!

27 Sep 2016

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში - "ჩემი ვაჟა-ფშაველა“  გაიმარჯვა "ევროპული სკოლის“ მე-8ა კლასის მოსწავლემ, ნიკი ფერაძემ (მასწავლებელი თ. ცაგარელი). ნიკიმ კონკურსზე წარადგინა მხატვრული  ესე "ხმელი წიფლის გასაღები“. გამარჯვებულს გადაეცა   ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU)  სერტიფიკატი და საჩუქრების ნაკრები.   ვულოცავთ ნიკის გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს!

ვულოცავთ!

27 Sep 2016

24 სექტემბერს “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა მონაწილეობა მიიღეს ვაკის პარკში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გამართულ მეხუთე სამეცნიერო პიკნიკში, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეგიდით მიმდინარე მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა. მოსწავლეებმა საინტერესო ექსპერიმენტები ჩაატარეს და საკუთარი წვლილი შეიტანეს სკოლის ასაკის მოზარდებისათვის საბუნებისმეტყველო დისციპლინების პოპულარიზაციაში.   "ევროპული სკოლის“ მე-9 კლასის მოსწავლემ ირაკლი ბეჟუაშვილმა (პედაგოგი - ხათუნა კაპანაძე)  მონაწილეობა მიიღო სამეცნიერო პიკნიკის ფარგლებში ჩატარებულ "სახალისო სამეცნიერო ექსპერიმენტების" ვიდეორგოლების კონკურსში. მისმა ექსპერიმენტმა "რა "სარგებლობა“ მოაქვს ნიკოტინს“ გაიმარჯვა. იგი, როგორც საუკეთესო ვიდეოექსპერიმენტის ავტორი, დაჯილდოვდა სპეციალური პრიზით - სამეცნიერო ნივთების ნაკრებით. ასევე კომპანია ბილაინისაგან საჩუქრად გადაეცა  პლანშეტი.   ვულოცავთ ირაკლის გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებას.

მეათე სასწავლო წელი დაიწყო!

14 Sep 2016

2016 წლის 12 სექტემბერს "ევროპულ სკოლაში“ ახალი სასწავლო წელი დაიწყო.   საზეიმო ღონისძიება გახსნა "ევროპული სკოლის“ დირექტორმა ქალბატონმა ნანა მოსიძემ, რომელმაც მეათე საიუბილეო სასწავლო წლის დაწყება მიულოცა მოსწავლეებს, მშობლებს, სკოლის თანამშრომლებს. დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ: საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამის ხელმძღვანელი ვინსენტ ევანო, ამერიკული პროგრამის დირექტორი ჯოზეფ ბლეიკი, ასევე, "ევროპული სკოლის“ კურსდამთავრებული გიორგი დიასამიძე.   სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ნანა მოსიძემ სიამაყით წარადგინა საზაფხული ბრიგადის წევრები, რომელთაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს სკოლის ინფრასტრუქტურის განახლებაში. წარმატება უსურვა სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს, "გრანტოსნებს“ და სთხოვა პირველკლასელები მიეცილებინათ საკლასო ოთახებში. 

ყურადღება!

25 Aug 2016

2016-2017 სასწავლო წელს "ევროპულ სკოლაში" სწავლა განახლდება 12 სექტემბრიდან.