ახალი ამბები

ოქროს პეპელა - 2016

27 May 2016

კვირას 29 მაისს, "ევროპულ სკოლაში" ოფიციალურად გაიხსნება საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი "ოქროს პეპელა - 2016" ფესტივალის პროგრამით გათვალიწინებულია მოკლემეტრაჟანი, 7 წუთამდე ფილმების ჩვენება, მასტერკლასები და უორქშოპები. ფესტივალი დაიხურება 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალით.  დეტალური ინფორმაციის მისაღბად დარეკეთ 599 900862 ირაკლი ჯაოშვილი. 

TEDxIBEuropeanSchool

24 May 2016

TEDxIBEuropeanSchool x=independently organized TED event ოთხშაბათს, 25 მაისს 15:30 -ზე "ევროპული სკოლის“ მთავარ საკონფერენციო დარბაზში  ჩატარდება კონფერენციაTEDxIBEuropeanSchool თემაზე ”სად არის ზღვარი.... საზღვრებს გარეშე”.

ყურადღება!

19 May 2016

"ევროპული სკოლის” საერთაშორისო ბაკალავრიატის საშუალო საფეხური (VI-X კლასები) აცხადებს მიღებას 2016- 2017 სასწავლო წლისთვის! 1. მათემატიკა( წერითი ტესტი) - 24 მაისი, სამშაბათი, 15:00  (ხანგრძლივობა 90 წუთი) 2. ინგლისური( ზეპირი გასაუბრება) - 25 მაისი, ოთხშაბათი ოთახი: №58 ( მე-5 სართული) შედეგები   30 მაისს, ოთახი №52 

მასწავლებელთა სასწავლო-მეთოდური კონფერენცია

16 May 2016

2016 წლის 13 მაისს “ევროპულ სკოლის” ორგანიზებითა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის მხარდაჭერით ჩატარდა მასწავლებელთა სასწავლო-მეთოდური კონფერენცია თემაზე: "წარმატებული სასწავლო პრაქტიკა მედიაწიგნიერების, ეკოლოგიური წიგნიერებისა და სემიოტიკური კომპეტენციის განვითარებისათვის“. კონფერენცია მიზნად ისახავდა  სასწავლო პროცესში განხორციელებული წარმატებული გამოცდილების გაზიარებას. 

ევროპის დღე "ევროპულ სკოლაში“

11 May 2016

მიმდინარე წლის 6 მაისს "ევროპულმა სკოლამ“  აღნიშნა ევროპის დღე. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ "ევროპული სკოლის“ მოსწავლეები, რომელთაც  ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ნაციონალური კოსტიუმები, სამზარეულო და ფოლკლორი წარმოადგინეს.   სკოლას ეწვივნენ: ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი, ელჩი იანოშ ჰერმანი, საქართველოში საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გეორგიოს ხადიმიკელაკისი და ასევე უნგრეთისა და პოლონეთის საელჩოსა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები.

სპორტული, სახელოვნებო, სამეცნიერო კლუბებისა და სტუდიების ღია გაკვეთილები

11 May 2016

გიწვევთ სპორტული, სახელოვნებო, სამეცნიერო კლუბებისა  და სტუდიებისღია გაკვეთილებზე2016 წლის   16-20 მაისისაანგარიშო პრეზენტაცია გაიმართება სააქტო დარბაზში 20 მაისს, პარასკევს, 15.00 საათზე   

მოსწავლეთა 70-ე სასწავლო-შემოქმედებით კონფერენცია

26 Apr 2016

2016 წლის 23 აპრილს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულმა სასახლემ უმასპინძლა მოსწავლეთა 70-ე  სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციას, რომელშიც მონაწილეობდნენ VIII-XII კლასების მოსწავლეები და რომლის მიზანი  იყო  მოზარდთა შესაძლებლობების, ნიჭისა და მეცნიერული კვლევის, ანალიტიკური უნარის გამოვლენა,  საკუთარი ნააზრევის წარმოჩენა. კონფერენციის მუშაობაში   "ევროპული სკოლის“ მოსწავლეებმა, ტრადიციისამებრ,  აქტიურად მიიღეს მონაწილეობა. მათ  თავიანთი ნაშრომები წარადგინეს: ქართული ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში, ინფორმატიკაში, ბიოლოგიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და რუსულ ენებში, ისტორიასა კინო-ფოტოხელოვნების სექციაში.