ახალი ამბები

ინგლისური ენის კონკურსი თინეიჯერებისთვის

01 Mar 2017

13-15 ან 16-18 წლამდე ასაკის ხართ?   ბრიტანეთის საბჭო გაძლევთ საშუალებას ჩააბაროთ ინგლისური ენის კომპიუტერული ტესტი -   Aptis და მიიღოთ სერთიფიკატი რომლის საშუალებითაც:   • დაადგენთ თქვენი ინგლისური ენის  ცოდნის დონეს  კითხვის, წერის და მოსმენის უნარებში;   თქვენთვის საინტერესო იქნება იცოდეთ, რომ გრამატიკისა და ლექსიკის შეფასებასთან ერთად შეფასდება ინგლისური ენის უნარები (კითხვა, წერა და მოსმენა) ცალ-ცალკე.  ტესტის  შედეგები  მოცემული იქნება როგორც ქულებში   (0-50 ქულამდე), ასევე ვერბალურად, უცხო ენების ცოდნის საერთო ევროპული  ჩარჩოს (CEFR)  შესაბამისი დონის მითითებით (A1, A2, B1, B2, C).   • განსაზღვრავთ თქვენს მზაობას საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად;   • განსაზღვრავთ თქვენს მზაობას ინგლისური ენის ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად;   • განსაზღვრავთ თქვენს მზაობას უმაღლესი საკვალიფიკაციო გამოცდების ჩასაბარებლად (FCE, CAE, IELTS, TOEFL);   • განსაზღვრავთ ენის რომელი უნარის (კითხვა, წერა, მოსმენა) გაუმჯობესება გესაჭიროებათ სასურველი შედეგის მისაღწევად. 

კონკურსი "ნიჭიერი“ “ევროპულ სკოლაში”

01 Mar 2017

24-28 თებერვალს "ევროპულ სკოლაში“ ჩატარდა კონკურსი "ნიჭიერი“.   სკოლის დირექტორის ბრძანებით ჩამოყალიბდა კონკურსის დებულება, საორგანიზაციო ჯგუფი და ჟიური შემდეგი შემადგენლობით:   1.  ლევან წულაძე - თბილისის კ.მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი (ჟიურის თავმჯდომარე);   2. დავით გომართელი - პოპულარული მომღერალი;   3. ეკატერინე ბაქრაძე - "ევროპული სკოლის“ AHS XII კლასის მოსწავლე, "ევროპული  სკოლის“ მოსწავლეთა პარლამენტის თავმჯდომარე;   4. მარიამ გობიანიძე -  "ევროპული სკოლის“ IB პროგრამის XII კლასის მოსწავლე, "ევროპული სკოლის“ მოსწავლეთა პარლამენტის თავმჯდომარე;   5. დიმიტრი გოზალიშვილი - "ევროპული სკოლის“ V ა კლასის მოსწავლე, 2016 წლის კონკურს "ნიჭიერის“ ნახევარფინალური ტურის მონაწილე; 6. ალექსანდრე ყარალაშვილი - "ევროპული სკოლის“ კურსდამთავრებული, "კავკასიის უნივერსიტეტის“ II კურსის სტუდენტი, 2013 წლის     კონკურს "ნიჭიერის“ ნახევარფინალური ტურის მონაწილე.   15 თებერვალს ჩატარდა კონკურსის  შესარჩევი მოსმენა.   მოსმენაზე წარმოდგენილი  იყო  27 ნომერი. მათგან 16 - გადავიდა პირველ ტურში.

ყურადღება!

28 Feb 2017

"ევროპული სკოლა“გიწვევთთვითნასწავლი მხატვრის მარინა ჯაფარიძის ნამუშევართა გამოფენაზე   2017 წლის 1-3 მარტიLondon Avenue

ვულოცავთ!

24 Feb 2017

2016 წლის 6 დეკემბერს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათან ერთად VI-XII კლასის მოსწავლეებისათვის გამოაცხადა  კონკურსი,,JUNIOR ATSUHACK“. ასეთი ღონისძიება საქართველოში პირველად ტარდებოდა.

“ევროპული სკოლის” უცხოური ენების კათედრის კვირეული

17 Feb 2017

“უცხოურ ენათა სამყაროში” “ევროპული სკოლის” უცხოური ენების კათედრის კვირეული20 თებერვალი - 23 თებერვალი 

ვულოცავთ!

16 Feb 2017

IB სექტორის სადიპლომო პროგრამის მე-11 კლასის მოსწავლემ,  სტეფანია-ალექსანდრა პიროჟკამ  LCC International University-ის მიერ ორგანიზებულ საჯარო გამოსვლის კონკურსში მე-2 ადგილი დაიკავა.  ვულოცავთ სტეფანიას ამ დიდ გამარჯვებას და ვუსურვებთ მომავალ წარმატებებს.