ახალი ამბები

ყურადღება!

20 Jul 2015

წარმოგიდგენთ 2015-2016  სასწავლო წლის სახელმძღვანელოების სიას.

მშობელთა საყურადღებოდ!

08 Jul 2015

გთხოვთ, მოსწავლეთა სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით, დროულად მიაკითხოთ სამკერვალო ატელიეს. მისამართი: ცოტნე დადიანის ქუჩა N7("ქარვასლა“), V სართული, ოთახი N 42-44 ტელ.: 230 59 93 "ევროპული სკოლის“ ადმინისტრაცია

ყურადღება!

08 Jul 2015

"ევროპულ სკოლაში“ 2015-2016 სასწავლო წელი დაიწყება 7 სექტემბერს "ევროპული სკოლის“ ადმინისტრაცია

საქართველოს დელეგაცია ახალგაზრდა მათემატიკოსთა საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრა

06 Jul 2015

5-12 ივლისს ქალაქი სოფია ახალგაზრდა მათემატიკოსთა საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს, სადაც საქართველოს მასშტაბით შერჩეული მოსწავლეთა ნაკრები პირველად იღებს მონაწილეობას. მათ შორის არიან "ევროპული სკოლის" მოსწავლეები: გიორგი მაჭარაშვილი - გუნდის კაპიტანი და ნიკოლოზ გოზალიშვილი - დამკვირვებელი.   ტურნირს მოწვეული ჟიურის წევრის რანგში ესწრება პეტრე ბაბილუა  - ევროპული სკოლის მათემატიკის კათედრის ხელმძღვანელი, თსუ-ს პროფესორი. წარმატებას ვუსურვებთ მათ!

მოსწავლეთა, მშობელთა, მასწავლებელთა საყურადღებოდ!

16 Jun 2015

"ევროპული სკოლა" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო. სკოლა ეხმიანება მერიის განცხადებას და სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად იწყებს ჰიგიენური და პირველადი მოხმარების ნივთების შეგროვებას.  ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მსურველებს, ვთხოვთ, ზემოთ ხსენებული ნივთები  მოიტანონ სკოლაში 17-18-19 ივნისს და ჩააბარონ შებამისი პროგრამების კოორდინატორებს!"ევროპული სკოლის" სკოლის ადმინისტრაცია

ყურადღება!

11 Jun 2015

ეწყობა ბავშვთა საზაფხულო ბანაკი ბაკურიანში.     პირველ შეკრებაზე (3 ივლისი 14 ივლისი) აქცენტი გაკეთდება ინგლისურ ენაზე - სპეციალურად მოწვეული პედაგოგები  ( ინგლისურ ენოვანი ) სპეციალური კურსით შეასწავლიან ენას ბავშვებს. ჯგუფები დაიყოფა დონეების მიხედვით. სწავლის პროცესს ძირითადად აქვს თამაშის სახე, თავად გაკვეთილიც კი, რომელსაც ეთმობა 1-1.5 საათი დილის პერიოდში, არის სახალისო. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეს პარაქტიკულად 24 საათის განმავლობაში აქვს ურთიერთობა თავის პედაგოგთან და იმყოფება "ინგლისურ" გარემოში. ამას გარდა ბავშვები დაკავებულნი არიან სხვადასხვა სახალისო და შემეცნებითი თამაშებით (ასევე ინგლისურ ენაზე). საზეფხულო ბანაკის პროგრამით ყოველ დღე  ბავშვები იქნებიან  ბუნებაში , აგრეთვე დაგეგმილია ექსკურსია ვარძიაში ან საფარაში. ტუბინგი "ჯოილენდში“, დასწრება კინოსეანსზე,  სტუმრობა დიდველზე  (გადმოსახედზე) , "კუკუშკით" გასეირნება ბორჯომში. ბავშვები განთავსდებიან კომფორტულ "გესთჰაუსში“ ბაკურიანის ცენტრში. პაკეტის ღირებულებაში შედის: სამჯერადი კვება და ტრანსპორტირება. ღირებულება კი გახლავთ 500 ლარი 11 დღე. 3 -13 ივლისის შეკრებას მოსდევს "სქაუთ ქემფი" , სადაც მეტი აქცენტი კეთდება გარემოსთან ურთიერთობაზე, თვითგადარჩენის კურსზე, ხელსაქმეზე და სხვა პრაქტიკულ უნარებზე. დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 599 900 862 

ყურადღება!

05 Jun 2015

ევროპული სკოლის გერმანული ენის მასწაველებელს, მთვარისა ბუსკივაძეს, ვულოცავთ გოეთეს ინსტიტუტის სტიპენდიის მოპოვებას. იგი 28.06.2015-11.07.2015 მიემგზავრება გერმანისს ქალაქ გოეტინგენში გოეთეს ინსტიტუტში, საკვალიფიკაციო სემინარზე "ქვეყანათმცოდნეობის სწავლება უცხო ენის გაკვეთილზე“. პროგრამის  ფარგლებში განიხილება ქვეყანათმცოდნეობასთან დაკავშირებული კონცეფციები და მეთოდები, გაანალიზდება ინტერკულტურული  კომუნიკაციის მნიშვნელოვანი ასპექტები.   მთვარისა ბუსკივაძეს ვუსურვებთ წარმატებას.