ახალი ამბები
"ევროპული სკოლის“ მოსწავლეები ამერიკაში
10 Nov 2015პროგრამის სახელი: National Model United Nationsადგილი: Washington, D.C.დრო: 30 ოქტომბერი - 1 ნოემბერიმონაწილეობდნენ: ეკატერინე ბაქრაძე, ელენე ქავთარაძე, ნიკოლოზ გოზალიშვილი. პროგრამა "გაეროს მოდელირება“ მსოფლიოს მასშტაბით 1000-მდე დელეგატს აერთიანებს. საქართველოს დელეგაცია შეირჩა კონკურსის შედეგად და გადანაწილდა სხვადასხვა კომიტეტში. კატო ბაქრაძე და ნიკა გოზალიშვილი წარმოადგენდნენ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას და მათ ინტერესებს, ხოლო ელენე ქავთარაძე მათ შემოუერთდა ამერიკის პენსილვანიის შტატის იმ სკოლიდან, რომელთანაც გაცვლით პროგრამას ვახორციელებთ. ის მალდივის რესპუბლიკას წარმოადგენდა. მათი კომიტეტის თემა იყო ბუნებრივი სტიქიების შედეგად მიყენებული ზარალის შემცირება. კატომ და ნიკამ იმუშავეს სხვადასხვა ქვეყნის დელეგატებთან ერთად და შეიმუშავეს კომუნიკე, რომელიც საბოლოო განხილვის შემდეგ რეზოლუციად იქცა.
ვულოცავთ!
09 Nov 2015"ევროპული სკოლა" ულოცავს ქალბატონ ნინო ფალავანდიშვილს საქართველოს გერმანული ენის მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტად არჩევას და უსურვებს წარმატებებს შემდგომ საქმიანობაში.
ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის უილიამ ლაჰიუს ვიზიტი ევროპულ სკოლაში
06 Nov 20152015 წლის 5 ნოემბერს ევროპულ სკოლას ეწვია ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ. მასთან ერთად იმყოფებოდა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ელენე გოცაძე.
საფეხბურთო ტურნირი "ევროპული სკოლის“ თანამშრომლებს შორის
06 Nov 20155 ნოემბერს, ხუთშაბათს, 16:30 საათზე "ევროპულ სკოლაში“ შედგა ფეხბურთის ტურნირის ფინალი სკოლის თანამშრომლებს შორის. ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ: AHS პროგრამის გუნდი - "ევროპული ბაღი“ დაძაბული და საინტერესო თამაშის შემდეგ გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი: I ადგილი - AHS პროგრამის გუნდი II ადგილი - "ევროპული ბაღი“ საუკეთესო მოთამაშეებსა გადაეცათ საჩუქრები: საუკეთესო ბომბარდირი - თორნიკე ბობოხიძე (ევროპული სკოლის დაცვა); საუკეთესო მოთამაშე - ბესო ჩიქვინიძე (AHS პროგრამის მათემატიკის მასწავლებელი); საუკეთესო მოთამაშე (ქალი) - ლალი ინასარიძე (ტექნიკური პერსონალი); საუკეთესო მეკარე - ანა დოსოუდილოვა (AHS პროგრამის CAS კოორდინატორი).
შეჯიბრი კალათბურთში
05 Nov 20155 ნოემბერს "ევროპულ სკოლაში“ იწყება კალათბურთის ტურნირი. შეჯიბრი ტარდება ორ ასაკობრივ კატეგორიაში: I კატეგორია - VII-VIII კლასები II კატეგორია - IX-XII კლასები ტურნირის გრაფიკი იხილეთ ვრცლად.
ინტელექტუალური თამაში - "რა? სად? როდის?“
05 Nov 2015მიმდინარე წლის 4 ნოემბერს "ევროპულ სკოლაში“ ჩატარდა ინტელექტუალური თამაში - "რა? სად? როდის?“. მონაწილეობდნენ VIII, IX და X კლასის მოსწავლეები. სასწავლო წლის განმავლობაში ჩატარდება 5 ტური და გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი. "ევროპული სკოლა“ თამაშის მონაწილეებს წარმატებას უსურვებს!
ევროპული სკოლის ინგლისური ენისა და ლიტერატურის კათედრის ღია კვირეული
02 Nov 2015ევროპული სკოლის ინგლისური ენისა და ლიტერატურის კათედრის ღია კვირეული ,, კითხვა სიამოვნებაა’' 9 -13 ნოემბერი