ახალი ამბები

"ევროპული სკოლის“ მოსწავლეთა ნახატებისა და გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევართა გამოფენა

05 Dec 2015

2015 წლის ნოემბერ-დეკემბერში "ევროპულ სკოლაში“ ჩატარდა მოსწავლეთა ნახატებისა და გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევართა ტრადიციული  გამოფენა-კონკურსი "მოდის ახალი წელი“.  სკოლის დირექტორის, ქალბატონ ნანა მოსიძის  ბრძანებით ჩამოყალიბდა საორგანიზაციო ჯგუფი და სპეციალური ჟიური, რომელსაც თავმჯდომარეობდა "ევროპული სკოლის“ ხელოვნების პედაგოგი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალი და თანამედროვე ხელოვნების კოლექციების კურატორი, საქართველოს განათლების სამინისტროს შეფასებისა და გამოცდების  ეროვნული    ცენტრის ხელოვნების ჯგუფის ხელმძღვანელი ნინო ხუნდაძე.   გამოფენა-კონკურსში მონაწილეობა მიიღო 100-ზე მეტმა მოსწავლემ 150 ნამუშევრით, რომელთაგან გადაირჩა და გამოიფინა 45 მოსწავლის 50 ნამუშევარი.   ჟიურის გადაწყვეტილებით, გაიმარჯვა შვიდმა მოსწავლემ. ესენი არიან:  ანასტასია ცქვიტინიძე  (V ბ კლასი) ნამუშევრით "თოვლიანი მთები“;                  ანდრია გაჩეჩილაძე (PYP V ა კლასი) ნამუშევრით "ახალი წლის ღამე“ ;            ნიკოლოზ გიგიბერია  (PYP V ა კლასი) ნამუშევრით "ზამთარი, თოვლი“;         მარიამ დევაძე (VI გ კლასი) ნამუშევრით "თოვლიანი ბორცვები“;                           დიმიტრი დუმბაძე (MYP VI კლასი) ნამუშევრით "მატარებელი“;   ალისა ლამცოვა (MYP VI კლასი) ნამუშევრით "ოცნებების ღამე“; ანა ბუჩუკური  (VI გ კლასი) ნამუშევრით “თოვლის ბაბუა“.   გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ  სპეციალური დიპლომებით, ხოლო  საუკეთესო ნამუშევრებით დაიბეჭდა "ევროპული სკოლის“ საახალწლო მისალოცი ბარათები. "ევროპული სკოლის“  ადმინისტრაცია 

შეჯიბრი კალათბურთში

04 Dec 2015

3 დეკემბერს "ევროპულ სკოლაში“ დასრულდა კალათბურთის ტურნირი. შეჯიბრი ჩატარდა ორ ასაკობრივ კატეგორიაში.   ფინალური თამაშის შემდეგ გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები:   I კატეგორია  (VII-VIII კლასები)   - VIII AHS კლასი;   II კატეგორია (IX-XII კლასები)     - IX MYP კლასი.   I ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდნენ თასებით.

ყურადღება!

03 Dec 2015

“ევროპულ სკოლაში” დამონტაჟდა ალპინისტური კედელი, რომელიც უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს. დეკემბრიდან სკოლაში ფუნქციონირება დაიწყო ალპინისტურმა კლუბმა, რომელსაც უხელმძღვანელებს  MYP CAS-ის კოორდინატორი, ალექსანდრე გიორგიძე. დაგეგმილია მრავალი შეჯიბრება და ღონისძიება.

ვულოცავთ!

02 Dec 2015

"ევროპული სკოლის“ ფიზიკა-ქიმიის კათედრის გამგე,  ბატონი ავთანდილ შურღაია მეცნიერებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვდა ეროვნული პრემიით. ვულოცავთ ბატონ ავთანდილს და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.

“ევროპული სკოლის” მათემატიკის კათედრის ღია კვირეული

29 Nov 2015

ბუნება მხოლოდ მათემატიკის ენაზე გვესაუბრება.გალილეი გალილეო“ევროპული სკოლის” მათემატიკის კათედრის ღია  კვირეული  30 ნოემბერი - 4 დეკემბერი

ყურადღება!

28 Nov 2015

გაცნობებთ, რომ ევროპული სკოლა და მისი მხარდამჭერი საერთაშორისო ორგანიზაციები 29 ნოემბერს, 14:00 საათზე აწყობენ მარშს, პარიზის კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული სამიტის მხარდასაჭერად. მოსწავლეები შეიკრიბებიან მეტრო "თავისუფლების მოედანთან". მოეწყობა მცირე მსვლელობა და მოსწავლეები დაარიგებენ ბუკლეტებს, რათა მოხდეს მოსახლეობის მეტი ინფორმირება საკითხის შესახებ.

ყურადღება!

25 Nov 2015

გიწვევთ ყველას, შემოგვიერთდით! ყველამ ერთად გავიზიაროთ მსოფლიო საერთო სატკივარი.   "ევროპული სკოლა“ და  საერთაშორისო ორგანიზაციები 29 ნოემბერს 14:00 საათზე, მეტრო "თავისუფლების მოედანზე" აწყობენ მარშს, რომლის მიზანია პარიზის კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული სამიტის მხარდაჭერა.     ამ სამიტში ჩართულია 190-ზე მეტი სახელმწიფო, რომლის უმთავრესი მიზანია მიაღწიონ შეთანხმებას, რათა შემცირდეს ადამიანის ნეგატიური ზეგავლენა გარემოზე. სამიტი მეტად მასშტაბურია. ჩვენ  გადავწყვიტეთ შევუერთდეთ მსოფლიოს საერთო ხმას. ერთი წლის წინ ამ სამიტის მხარდასაჭერად მთელი მსოფლიოს მასშტაბით  დაახლოებით 700 000 ადამიანი გამოვიდა. წელს ჩვენი  მიზანია, რომ გავხდეთ მილიონი.