ახალი ამბები
ევროპული სკოლის ისტორიისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის კვირეული
23 Jan 2016ისტორია ჩვენი მასწავლებელია ევროპული სკოლის ისტორიისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის კვირეული 25 - 29 იანვარი
გრიპის ეპიდემიის წინააღმდეგ ჩასატარებელი ზომების შესახებ
21 Jan 2016გრიპის ეპიდემიის წინააღმდეგ ჩასატარებელი ზომების შესახებ საქართველოს გრიპის სეზონის გააქტიურების გამო, "ევროპულ სკოლაში" ინფექციებისა და განსაკუთრებით გრიპის ეპიდემიის პრევენციის მიზნით გამოიცა დირექტორის ბრძანება.
ყურადღება!
11 Jan 2016"ევროპულ სკოლაში" სწავლა განახლდება 14 იანვარს, სკოლამდელი აღზრდის ცენტრში - 11 იანვარს.
ყურადღება!
29 Dec 20152015-2016 სასწავლო წლის I სემესტრის შედეგების მიხედვით "ევროპული სკოლის“ გრანტით დაჯილდოვდნენ შემდეგ მოსწავლეები: XII კლასი ანა კურტანიძე XI კლასი ანა ბაკურაძეანა გვერდწითელი ანა ფანჯაკიძე სალომე ჯოხაძე X კლასი გიორგი ლელუაშვილიგიორგი მაჭარაშვილი IX კლასი ხატია კილაძენინო კინტრაიაელისაბედ სააკაძე VIII კლასი ირაკლი ბეჟუაშვილილუკა კინტრაიანიკა კორძაძეზუკა ქევანიშვილითამარ ღაძაძე. ვულოცავთ მათ და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს!
კონკურსი "თბილისური ფოტოისტორიები“
29 Dec 2015"ევროპული სკოლის" X კლასის მოსწავლემ ანი ჯაფარიძემ მონაწილეობა მიიღო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის "საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის“ მიერ ჩატარებულ კონკურსში "თბილისური ფოტოისტორიები ანის მიერ თბილისის თემატიკაზე გადაღებული ფოტოები გამოიფინა გალერეაში SFUMATO. ჟიურის გადაწყვეტილებით ანიმ დაიმსახურა პირველი ადგილი, "ევროპულმა სკოლამ" კი ფულადი ჯილდო. ვულოცავთ ანის და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებას.
წინასაახლაწლო შეხვედრა ქალთა ასოციაციის ბენეფიციარებთან
25 Dec 2015საერთაშორისო ასოციაცია "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ 22 დეკემბერს კაფე "ჩარდახში“ წინასაახლაწლოდ ასოციაციის ბენეფიციარებს შეხვდა. ასოციაციის თავმჯდომარე მაია კვეზერელი-კოპაძე ასოციაციის წევრ ქალბატონებთან ერთად მოწვეულ სტუმრებს, რომელთაც საკუთარი თვითშემოქმედებით განსაკუთრებული ელფერი შესძინეს შეხვედრას, სასიამოვნო გარემოში გაუმასპინძლდა. "ევროპულმა სკოლამ“ თავისი წვლილი შეიტანა აღნიშნულ საქველმოქმედო აქციაში. მოსწავლეებმა წინასწარ შეგროვილი სურსათით საახალწლო ნობათი მოუმზადეს ასოციაციის ბენეფიციარებს და შეხვედრის ბოლოს გადასცეს.
ყურადღება!
21 Dec 2015"ევროპული სკოლის“ ჭადრაკის კლუბის საახალწლო ტურნირის შ ე დ ე გ ე ბ ი 2015 წლის 9-18 დეკემბერს "ევროპული სკოლის“ ჭადრაკის კლუბმა (ხელმძღვანელი: სპორტის ოსტატი, ქალთა შორის თბილისის ჩემპიონი, საქართველოს სპარტაკიადის ჩემპიონი, საერთაშორისო ტურნირების პრიზიორი, 2015 წლის საერთაშორისო ტურნირის “ნონას თასის“ მფლობელი გიული ალიხანაშვილი) ჩაატარა მოსწავლეთა წინასაახალწლო ტურნირი 2 ჯგუფში. ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ: III ჯგუფი: I ადგილი: საბა ყუბანეიშვილი (III ა კლასი); II ადგილი: დიმიტრი ეგოროვი (III ა კლასი); III ადგილი: ნუცა მესტვირიშვილი (III ა კლასი); IV ჯგუფი: I ადგილი: გიგი კაკალაშვილი (V ა კლასი); II ადგილი: ნარიკ საფარიანი (PYP VI კლასი); III ადგილი: ალექსი შუშანია (V ა კლასი); გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ "ევროპული სკოლის“ სპეციალური დიპლომებით."ევროპული სკოლის“ ადმინისტრაცია
მოლოცვა!
21 Dec 2015ვულოცავთ MYP IX კლასის მოსწავლეს, ნინო კობაიძეს, მსოფლიო მასშტაბით ბრიტანეთის საბჭოს ცენტრებს შორის გამართულ ხატვის კონკურსში (12-15 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი) მეორე ადგილის მოპოვებას. ნინოს მიერ შესრულებული ნამუშევარი “ტროას ცხენი“ დაიბეჭდა ბრიტანეთის საბჭოს ახალ 2016 წლის კალენდარში და მას ყველა ქვეყანაში არსებული ბრიტანეთის საბჭოს სასწავლო ცენტრი იხილავს. ნინოს ასევე გადაეცა სიგელი. ვიმედოვნებთ, ეს გახდება მისი წარმატებული მომავლის საწინდარი!