ახალი ამბები

"ჩვენ ვსწავლობთ XXI საუკუნეში“

01 Mar 2016

"ჩვენ ვსწავლობთ XXI საუკუნეში“  ევროპული სკოლის ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კათედრის კვირეული14 მარტი - 17 მარტი 

კონკურსი "ნიჭიერი“ “ევროპულ სკოლაში”

29 Feb 2016

  18-26 თებერვალს "ევროპულ სკოლაში“ მიმდინარეობდა კონკურსი "ნიჭიერი“.   18 და 19 თებერვალს ჩატარდა კონკურსის  შესარჩევი მოსმენა.   მოსმენაზე წარმოდგენილი  იყო  48 ნომერი. მათგან 40 ნომერი გადავიდა პირველ ტურში.  22-24 თებერვალს ჩატარდა პირველი ტური, რომელშიც წარმოდგენილი იყო  36 ნომერი. მათგან 15 ნომერი გადავიდა ფინალურ ტურში.   27 თებერვალს გაიმართა კონკურსის ფინალური ტური.

ყურადღება!

25 Feb 2016

22 თებერვლიდან "ევროპული სკოლა“ აცხადებს კონკურსს. კონკურსი  "ყველაზე ნიჭიერი“ ჩატარდება  2 ტურად. თითოეულმა კლასმა უნდა წარმოადგინოს 2 ნომერი. გამარჯვებული დაჯილდოვდება სამდღიანი ტურით თანაკლასელებთან ერთად  გუდაურში.   კონკურსი ჩატარდება  3 ასაკობრივ ჯგუფში:      I – IV   კლასები;      V-VIII კლასები;      IX-XII  კლასები.   კონკურსის დასკვნითი (II) ტური ჩატარდება 2016 წლის 27 თებერვალს, 15:00 საათზე "ევროპული სკოლის“  სააქტო დარბაზში.  კონკურსში მონაწილეობისათვის  განაცხადების მიღება შესაძლებელია 15 თებერვლამდე (ოთახი N5).

ყურადღება!

24 Feb 2016

ამა წლის 3 მარტიდან 8 მარტის ჩათვლით "ევროპულ სკოლაში" ცხადდება საგაზაფხულო არდადეგები. სასწავლო პროცესი განახლდება 9 მარტიდან.

მასწავლებელთა სასწავლო-მეთოდური კონფერენცია

16 Feb 2016

2016 წლის 13 მაისს "ევროპული სკოლა" მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ატარებს მასწავლებელთა სასწავლო-მეთოდურ კონფერენციას