ახალი ამბები

IB სექტორის მოსწავლეები გაეროს მოდელირების კონფერენციაზე რომში

27 Jan 2016

“ევროპული სკოლის” IB სექტორის მოსწავლეთა 9 კაციანი დელეგაცია 16-21 იანვარს იმყოფებოდა რომში იტალიის გაეროს მოდელირების კონფერენციაზე IMUN 2016,  რომელშიც   იტალიისა და მსოფლიოს სხვადასხვა  ქვეყნის 150 სკოლიდან ჩასული 2500 დელეგატი იღებდა მონაწილეობას. ჩვენი მოსწავლეები სამ სხვადასხვა კომიტეტში: სამართლებრივი კომიტეტი (LEGAL), სოციალურ, ჰუმანიტარულ და კულტურის საკითხების კომიტეტსა (SOCHUM) და გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციაში (UNESCO) იყვნენ ჩართულები. ისინი მუშაობდნენ პოლიტიკური თავშესაფრის, ლგბტ პირების უფლებების დაცვისა და სირიის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე.   მოსწავლეთათვის ეს კონფერენცია ძალიან ნაყოფიერი  აღმოჩნდა. გარდა იმისა, რომ ღრმად შეისწავლეს მსოფლიოში არსებული მრავალი პრობლემა, განივითარეს საერთაშორისო თანამშრომლობის უნარები და  გაითავისეს გლობალიზაციის არსი. დელეგაციის წარმატებული მონაწილეობის დასტურია ორი დელეგატის - მარიამ ბაღდავაძის (DP მე-11 კლასი) და აზამატ რახმონ-ზოდას (MYP მე-10 კლასი) დაჯილდოვება წარჩინებულის სერტიფიკატებით.

ყურადღება!

24 Jan 2016

გთავაზობთ სპორტულ, სახელოვნებო და სამეცნიერო კლუბებსა და სტუდიებში 2015-2016 სასწავლო წლის II სემესტრის მეცადინეობების ცხრილს:

ევროპული სკოლის ისტორიისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის კვირეული

23 Jan 2016

ისტორია ჩვენი მასწავლებელია ევროპული სკოლის ისტორიისა და  საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის კვირეული 25 - 29 იანვარი 

გრიპის ეპიდემიის წინააღმდეგ ჩასატარებელი ზომების შესახებ

21 Jan 2016

გრიპის ეპიდემიის წინააღმდეგ ჩასატარებელი ზომების შესახებ საქართველოს გრიპის სეზონის გააქტიურების გამო, "ევროპულ სკოლაში" ინფექციებისა და განსაკუთრებით გრიპის ეპიდემიის პრევენციის მიზნით გამოიცა დირექტორის ბრძანება. 

ყურადღება!

11 Jan 2016

"ევროპულ სკოლაში" სწავლა განახლდება 14 იანვარს, სკოლამდელი აღზრდის ცენტრში - 11 იანვარს.

ყურადღება!

29 Dec 2015

2015-2016 სასწავლო წლის  I  სემესტრის  შედეგების  მიხედვით   "ევროპული სკოლის“ გრანტით  დაჯილდოვდნენ  შემდეგ მოსწავლეები: XII კლასი ანა კურტანიძე XI კლასი ანა ბაკურაძეანა გვერდწითელი ანა  ფანჯაკიძე სალომე  ჯოხაძე X კლასი გიორგი ლელუაშვილიგიორგი მაჭარაშვილი IX კლასი ხატია კილაძენინო კინტრაიაელისაბედ სააკაძე VIII კლასი ირაკლი ბეჟუაშვილილუკა კინტრაიანიკა კორძაძეზუკა ქევანიშვილითამარ ღაძაძე. ვულოცავთ მათ და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს!

კონკურსი "თბილისური ფოტოისტორიები“

29 Dec 2015

"ევროპული სკოლის" X კლასის მოსწავლემ ანი ჯაფარიძემ მონაწილეობა მიიღო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის "საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის“ მიერ ჩატარებულ კონკურსში "თბილისური ფოტოისტორიები ანის მიერ თბილისის თემატიკაზე გადაღებული ფოტოები გამოიფინა გალერეაში SFUMATO. ჟიურის გადაწყვეტილებით ანიმ დაიმსახურა პირველი ადგილი, "ევროპულმა სკოლამ" კი ფულადი ჯილდო. ვულოცავთ ანის და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებას. 

წინასაახლაწლო შეხვედრა ქალთა ასოციაციის ბენეფიციარებთან

25 Dec 2015

საერთაშორისო ასოციაცია "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ 22 დეკემბერს კაფე "ჩარდახში“ წინასაახლაწლოდ ასოციაციის ბენეფიციარებს შეხვდა. ასოციაციის თავმჯდომარე  მაია კვეზერელი-კოპაძე ასოციაციის წევრ   ქალბატონებთან ერთად მოწვეულ სტუმრებს, რომელთაც საკუთარი თვითშემოქმედებით განსაკუთრებული ელფერი შესძინეს შეხვედრას, სასიამოვნო გარემოში გაუმასპინძლდა.    "ევროპულმა სკოლამ“ თავისი წვლილი შეიტანა აღნიშნულ საქველმოქმედო აქციაში. მოსწავლეებმა წინასწარ შეგროვილი სურსათით საახალწლო ნობათი  მოუმზადეს ასოციაციის ბენეფიციარებს და შეხვედრის ბოლოს გადასცეს.