ახალი ამბები

ყურადღება!
28 Mar 20161 აპრილს, პარასკევს, 12:50 საათზე ინგლისური ენის კათედრა გეპატიჟებათ ღონისძიებაზე"წყლის საერთაშორისო დღე“‘World Water Day’Vა კლასი - პედაგოგი ეთო ბერიშვილი VIბ კლასი - პედაგოგები სოფო ბაზაძე, ნანა ცანავა VIIIა კლასი - პედაგოგები ეკა ჟღენტი, ნანა ცანავა

ვულოცავთ!
24 Mar 2016ინსტრუმენტული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე ესპანეთში "ევროპული სკოლის“ მოსწავლე, ნინო ბზიავა, იყო მიწვეული, რომელმაც გაიმარჯვა და მე-3 ხარისხის დიპლომით დაჯილდოვდა. ვულოცავთ ნინოს და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.

ყურადღება!
23 Mar 201626 მარტს, შაბათს, 3:00 საათზე გაიმართება საბაზისო საფეხურის პროგრამის X კლასის მოსწავლეთა პერსონალური პროექტების პრეზენტაცია.

მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან
21 Mar 2016"ევროპული სკოლის“ მოსწავლეები არ ითვლიან ქრომოსომებს. PVP-ის მოსწავლეები დასწრნენ მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლს "ფიროსმანი - ზმანება“, რომელშიც შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვები მონაწილეობენ მსახიობებთან ერთად. "ევროპული სკოლის“ მოსწავლეებმა მონაწილეებისაგან აიღეს ინტერვიუ, გადაიღეს ფოტოები. ეს იყო კიდევ ერთი თბილი და მშვენიერი საღამო.

მოსწავლეთა პროექტების კონფერენცია 2016
21 Mar 20162016 წლის 18-19 მარტს "ევროპულ სკოლაში“ ჩატარდა "მოსწავლეთა პროექტების კონფერენცია“, რომელიც ორგანიზებული იყო "ევროპული სკოლის“, საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB), ამერიკული High School-ის, "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“, ბრიტანეთის საბჭოს, ამერიკული საბჭოების, “English Book in Georgia“-ისა და "დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის“ მიერ. კონფერენციის მზადებისას საორგანიზაციო კომიტეტი გაეცნო საქართველოსა და აზერბაიჯანის 20 სხვადასხვა სკოლიდან შემოსულ 70 პროექტს. 18 მარტს ხუთი სხვადასხვა სექციის კომისიის წევრებმა შერჩეული 44 პროექტი მოისმინეს. მათ შორის გამოავლინეს 16 საუკეთესო. 19 მარტს პლენარულ სხდომაზე საორგანიზაციო კომიტეტმა მოისმინა პროექტები და დაასახელა გამარჯვებულები.

Неделя кафедры иностранных языков
20 Mar 2016Творческая веснаНеделякафедры иностранных языков21 - 25 марта

ღია კარის დღე "ევროპულ სკოლაში“
15 Mar 2016”ევროპული სკოლა“ აცხადებს მოსწავლეთა მიღებას 2016-2017 სასწავლო წლისათვის ქართულ, IB (საერთაშორისო ბაკალავრიატის) და AHS (ამერიკული სკოლის) პროგრამებზე, აგრეთვე სკოლამდელი აღზრდის სასწავლო ცენტრში. პარასკევს, 25 მარტს, 17 საათზე "ევროპული სკოლა“ ატარებს ღია კარის დღეს. გთხოვთ, მობრძანდეთ!"ევროპული სკოლის“ ადმინისტრაცია

"ევროპული სკოლა“ ემზადება, გახდეს CIS-ის წევრი
05 Mar 2016CIS - საერთაშორისო სკოლების საბჭოა, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის საერთაშორისო განათლებასა და მოსწავლეთა გლობალურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას. დღეისათვის CIS აერთიანებს 110 ქვეყნის 660-ზე მეტ სკოლას და 475 კოლეჯსა და უნივერსიტეტს. ამ ორგანიზაციის წევრებს აქვთ რიგი უპირატესობები: მათ აქვთ რესურსები, რომლებიც მოსწავლეებსა და სკოლას აძლევს შესაძლებლობას, დაუკავშირდნენ CIS-ის უმაღლესი განათლების წევრებს, მათ შეუძლიათ ისარგებლონ CIS-ის კონსულტანტთა ქსელით და მრავალი სხვა. CIS-ის წევრობის მისაღებად "ევროპულმა სკოლამ“ 1-ლი და მე-2 ეტაპი 2015 წელს გაიარა. მესამე ეტაპზე 2016 წლის 1-3 მარტს სკოლას ეწვია CIS-ის საბჭოს წევრი, კანადელი პროფესორი ალან სკოტი, რომელსაც საერთაშორისო სკოლების ხელმძღვანელობის ორმოცწლიანი გამოცდილება აქვს. პროფესორი ალან სკოტი შეხვდა “ევროპული სკოლის“ ბორდს, პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მშობლებს, გაეცნო მისთვის საინტერესო დოკუმენტებს, დაესწრო გაკვეთილებს. საბჭოს წევრმა დადებითად შეაფასა "ევროპული სკოლის“ მიერ ჩატარებული სამუშაო. საბოლოო გადაწყვეტილებას CIS-ის საბჭო უახლოეს პერიოდში მიიღებს.