ახალი ამბები

ქართულ-ბერძნული საგანმანათლებლო "ოქროს საწმისი“

23 Apr 2015

დედაქალაქის საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთათვის  თბილისის კლასიკურმა გიმნაზიამ წელს უკვე მესამედ წარმოადგინა პროექტი - კულტურულ-საგანმანათლებლო ფესტივალი "ოქროს საწმისი“ . ფესტივალი ჩატარდა კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ეგიდით. ფესტივალით  აღინიშნა გასული საუკუნის გამორჩეული პოლიტიკოსისა და საზოგადო მოღვაწის მელინა მერკურის 95 წლის საიუბილეო თარიღი. "ევროპული სკოლის" მოსწავლეები ჩართულნი იყვნენ ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ ყველა ღინისძიებაში, ამასთან "ევროპული სკოლა" ფესტივალის ერთ-ერთ სპონსორი იყო. "ევროპული სკოლის" სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა ვიქტორინაში მონაწილე 6 საუკეთესო გუნდს, პირველი კლასიკური გიმბაზიის თეატრალურ დასსა და ნიჭიერ პატარა ხელოვანებს.  

ყურადღება!

22 Apr 2015

თუმანიშვილის  თეატრი  სტუმრად  ევროპულ  სკოლაში! 23 აპრილს, ხუთშაბათს, 14:30-ზე სააქტო დარბაზში ,,შექსპირის  სამეფო  თეატრი’’ ჩატარდება  სპექტაკლი  ,,შავი  კვადრატი’’ შექსპირის  ,,ოტელოს’’ მიხედვით. გთხოვთ, მობრძანდით!

კინო - მასტერკლასი

21 Apr 2015

საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი "ოქროს პეპელა -2015“პრეს რელიზი   საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი "ოქროს პეპელა -2015“ ის ეგიდით 22 აპრილს 14:00 საათზე თბილისის "ევროპულ სკოლაში“ (მის. ყაზბეგის 34-გ ) გაიმართება შეხვედრა-მასტერკლასი ცნობილ ამერიკელ კინორეჟისორთან  -  მაიკლ ჰოფმანთან. 

ყურადღება!

21 Apr 2015

2015 წლის 19 აპრილს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულმა სასახლემ უმასპინძლა მოსწავლეთა 69-ე  სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციას, რომელშიც   "ევროპული სკოლის" მოსწავლეებმა ტრადიციისამებრ  აქტიურად მიიღეს მონაწილეობა. მათ  თავიანთი ნაშრომები წარადგინეს: ქართული ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში, ინფორმატიკაში, ბიოლოგიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და რუსულ ენებში, ისტორიასა და ფსიქოლოგიაში. 

ყურადღება!

16 Apr 2015

შექსპირის  კვირეულთან დაკავშირებით, 20-25 აპრილამდე გამომცემლობები: Macmillan, Pearson, Oxford, Penguin, OUP  Bookworms  აწყობენ ინგლისური  წიგნების გამოფენა-გაყიდვას  ევროპულ  სკოლაში. შემოთავაზება  სპეციალურ ფასად!      

გილოცავთ!

07 Apr 2015

2015 წლის 5 აპრილს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის  საკვალიფიკაციო ტურნირზე "ევროპული სკოლის“ IVა კლასის მოსწავლემ ალექსი შუშანიამ დაიკავა III ადგილი, მიიღო მედალი და მიენიჭა V თანრიგი.  ვულოცავთ ალექსის ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ მომავალ წარმატებებს! "ევროპული სკოლის“ ადმინისტრაცია

ყურადღება!

06 Apr 2015

"ევროპული სკოლის“ ფოიეში გაიხსნა ხელსაქმის სტუდიის მოსწავლეთა ნამუშევრების სააღდგომო გამოფენა (ხელმძღვანელი-ანა ახმეტელი).   გთხოვთ, გვეწვიოთ!

ვულოცავთ!

06 Apr 2015

2015 წლის მარტში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის  საკვალიფიკაციო ტურნირზე "ევროპული სკოლის“ მოსწავლეებს: ირაკლი ნებიერიძეს  (PYP V კლასი), რომან სანიკიძეს (PYP  I კლასი), ლევონ საფარიანს (PYP  II კლასი) და ნარიკ საფარიანს (PYP  V კლასი)  მიენიჭათ  V თანრიგი.   ვულოცავთ მოსწავლეებსა და მათ პედაგოგს, "ევროპული სკოლის“  ჭადრაკის კლუბის ხელმძღვანელს,  სპორტის ოსტატს, თბილისის ჩემპიონს ქალთა შორის, საქართველოს    სპარტაკიადის ჩემპიონს, საერთაშორისო  ტურნირების პრიზიორს,  ქ-ნ გიული ალიხანაშვილს ამ გამარჯვებას! "ევროპული სკოლის“ ადმინისტრაცია