ახალი ამბები

ყურადღება!

13 Mar 2015

2015 წლის 9 მარტს ევროპული სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ნიკო ბაგრატიონის სახელობის თავად-აზნაურთა სკოლა-ლიცეუმის სასწავლო-შემეცნებით კონკურსში "სამეფო გვირგვინი“. კონკურსის ფარგლებში ჩატარდა კონფერენციები სხვადასხვა სასწავლო დისციპლინაში, ასევე მხატვართა კონკურსი. ევროპული სკოლის მოსწავლეებმა დაიმსახურეს ორი პირველი, ორი მეორე ადგილი და საპატიო სიგელები.  დაჯილდოვებულთა  შორის არიან:   თამარ ღაძაძე - VIIბ კლასი, კონფერენცია მათემატიკაში, I ადგილი   ირაკლი თუთბერიძე - IXა კლასი, მხატვრული ნამუშევრისათვის, I ადგილი   გიორგი ლელუაშვილი - IXგ კლასი, კონფერენცია ისტორიაში, II ადგილი   ანა-მარია გოგინაშვილი - IXგ კლასი, კონფერენცია ბიოლოგიაში, II ადგილი   საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ: ნინო შიოლაშვილი (VIIბ კლასი), გიორგი ლელუაშვილი (IXგ კლასი) , ნინი როხვაძე (IXგ კლასი), მირანდა კაჭარავა (IXგ კლასი), დავით ბერძნიშვილი (AHS, IX კლასი). მადლობის ფურცლით დაჯილდოვდნენ ევროპული სკოლის პადაგოგები: თამარ ჯაყელი, მანანა ჟამურაშვილი, თამუნა ციგროშვილი და ზურაბ ჯამბურია.   ვულოცავთ მათ გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებას.

ყურადღება!

12 Mar 2015

2015 წლის 24-27 თებერვალს ამერიკულ სკოლას ეწვია Advance ED-ისა და გარე შეფასების  კომისია, რომლის მიზანი იყო შეესწავლა, რამდენად აკმაყოფილებდა სკოლა აკრედიტაციისთვის საჭირო სტანდარტებს. ვიზიტის დასასრულს გარე შეფასების გუნდმა წარმოადგინა საკუთარი დასკვნა.  ხელმძღვანელის, კორტლანდ მაკიის ოფიციალური წერილის თანახმად, გუნდმა    სკოლას რეკომენდაცია გაუწია აკრედიტაციის მისაღებად:   "ორგანიზაცია Advance ED-ისა და გარე შეფასების გუნდის (External Review Team) სახელით მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ თბილისის ამერიკულ სკოლას (American High School in Tbilisi) მიეცა რეკომენდაცია აკრედიტაციისთვის. ჩვენი რეკომენდაცია სკოლის მხრიდან ხანგრძლივი თვითშეფასების დასრულებისა  და საერთაშორისო მასწავლებლებისგან  შემდგარი გარე შეფასების გუნდის მიერ მიცემული დადებითი დასკვნის შედეგია. Cortland McKee, Ed.D.Lead Facilitator.”

ევროპული სკოლის დაწყებითი სწავლების კათედრის ღია კვირეული

10 Mar 2015

"ბავშვის თვალით დანახული სამყარო“ევროპული სკოლის დაწყებითი სწავლების კათედრის ღია კვირეული 16 – 20 მარტი

ყურადღება!

10 Mar 2015

ევროპული სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა ანა ფანჯაკიძემ და სალომე ჯოხაძემ (პედაგოგი რუსუდან ბრეგაძე) მონაწილეობა მიიღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართველოლოგიური სკოლის ცენტრის მიერ გამოცხადებულ   ქართველოლოგიურ ზამთრის სკოლა-კონკურსში, რომლის მიზანია ჩვენი ქვეყნის მოსწავლე-ახალგაზრდობაში ქართველოლოგიური მეცნიერებებისადმი ინტერესის გამოვლენა.   ევროპული სკოლის მოსწავლეთა მიერ წარდგენილი ნაშრომები მოიწონა  კომისიამ და ისინი დაშვებულ იქნენ მეორე ეტაპზე. ა.წ. 5-6 მარტს ანა და სალომე მიიწვიეს თსუ ქართველოლოგიური სკოლის ცენტრში, სადაც მოისმინეს ბატონი ელგუჯა ხინთიბიძის ლექცია თემაზე: “ვეფხისტყაოსნის მსოფლმხედველობა“.   ანა ფანჯაკიძესა და სალომე ჯოხაძეს გადაეცათ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიგელი და სამახსოვრო წიგნები.

მასწავლებელთა კონფერენცია

27 Feb 2015

2015 წლის 21 თებერვალს ევროპულ სკოლაში გაიმართა საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამის (IBDP) მასწავლებელთა კონფერენცია - " ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება“. 

"ევროპული სკოლა“ აცხადებს პირველკლასელთა მიღებას ქართულ და საერთაშორისო სექტორზე 2015-2016 სასწავლო წლისათვის.

23 Feb 2015

სკოლამდელი ბავშვები სასწავლო მზაობის შესამოწმებლად გაივლიან გასაუბრებას, რის შედეგადაც ჩაირიცხებიან პირველ კლასში.  დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ სკოლის ვებ-გვერდს www.europeanschool.ge ან დაგვიკავშირდით ნომრებზე: 239 44 94; 239 59 64