ახალი ამბები

კინო - მასტერკლასი
21 Apr 2015საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი "ოქროს პეპელა -2015“პრეს რელიზი საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი "ოქროს პეპელა -2015“ ის ეგიდით 22 აპრილს 14:00 საათზე თბილისის "ევროპულ სკოლაში“ (მის. ყაზბეგის 34-გ ) გაიმართება შეხვედრა-მასტერკლასი ცნობილ ამერიკელ კინორეჟისორთან - მაიკლ ჰოფმანთან.

ყურადღება!
21 Apr 20152015 წლის 19 აპრილს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულმა სასახლემ უმასპინძლა მოსწავლეთა 69-ე სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციას, რომელშიც "ევროპული სკოლის" მოსწავლეებმა ტრადიციისამებრ აქტიურად მიიღეს მონაწილეობა. მათ თავიანთი ნაშრომები წარადგინეს: ქართული ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში, ინფორმატიკაში, ბიოლოგიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და რუსულ ენებში, ისტორიასა და ფსიქოლოგიაში.

ყურადღება!
16 Apr 2015შექსპირის კვირეულთან დაკავშირებით, 20-25 აპრილამდე გამომცემლობები: Macmillan, Pearson, Oxford, Penguin, OUP Bookworms აწყობენ ინგლისური წიგნების გამოფენა-გაყიდვას ევროპულ სკოლაში. შემოთავაზება სპეციალურ ფასად!

გილოცავთ!
07 Apr 20152015 წლის 5 აპრილს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საკვალიფიკაციო ტურნირზე "ევროპული სკოლის“ IVა კლასის მოსწავლემ ალექსი შუშანიამ დაიკავა III ადგილი, მიიღო მედალი და მიენიჭა V თანრიგი. ვულოცავთ ალექსის ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ მომავალ წარმატებებს! "ევროპული სკოლის“ ადმინისტრაცია

ყურადღება!
06 Apr 2015"ევროპული სკოლის“ ფოიეში გაიხსნა ხელსაქმის სტუდიის მოსწავლეთა ნამუშევრების სააღდგომო გამოფენა (ხელმძღვანელი-ანა ახმეტელი). გთხოვთ, გვეწვიოთ!

ვულოცავთ!
06 Apr 20152015 წლის მარტში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საკვალიფიკაციო ტურნირზე "ევროპული სკოლის“ მოსწავლეებს: ირაკლი ნებიერიძეს (PYP V კლასი), რომან სანიკიძეს (PYP I კლასი), ლევონ საფარიანს (PYP II კლასი) და ნარიკ საფარიანს (PYP V კლასი) მიენიჭათ V თანრიგი. ვულოცავთ მოსწავლეებსა და მათ პედაგოგს, "ევროპული სკოლის“ ჭადრაკის კლუბის ხელმძღვანელს, სპორტის ოსტატს, თბილისის ჩემპიონს ქალთა შორის, საქართველოს სპარტაკიადის ჩემპიონს, საერთაშორისო ტურნირების პრიზიორს, ქ-ნ გიული ალიხანაშვილს ამ გამარჯვებას! "ევროპული სკოლის“ ადმინისტრაცია

ყურადღება!
02 Apr 2015ა.წ. 6 აპრილს 10 საათიდან "ევროპულ სკოლაში“ ჩატარდება გასაუბრება 2015-2016 სასწავლო წელს პირველ კლასში მისაღებ მოსწავლეებთან. "ევროპული სკოლის“ ადმინისტრაცია