ახალი ამბები

ევროპული სკოლის დაწყებითი სწავლების კათედრის ღია კვირეული

10 Mar 2015

"ბავშვის თვალით დანახული სამყარო“ევროპული სკოლის დაწყებითი სწავლების კათედრის ღია კვირეული 16 – 20 მარტი

ყურადღება!

10 Mar 2015

ევროპული სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა ანა ფანჯაკიძემ და სალომე ჯოხაძემ (პედაგოგი რუსუდან ბრეგაძე) მონაწილეობა მიიღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართველოლოგიური სკოლის ცენტრის მიერ გამოცხადებულ   ქართველოლოგიურ ზამთრის სკოლა-კონკურსში, რომლის მიზანია ჩვენი ქვეყნის მოსწავლე-ახალგაზრდობაში ქართველოლოგიური მეცნიერებებისადმი ინტერესის გამოვლენა.   ევროპული სკოლის მოსწავლეთა მიერ წარდგენილი ნაშრომები მოიწონა  კომისიამ და ისინი დაშვებულ იქნენ მეორე ეტაპზე. ა.წ. 5-6 მარტს ანა და სალომე მიიწვიეს თსუ ქართველოლოგიური სკოლის ცენტრში, სადაც მოისმინეს ბატონი ელგუჯა ხინთიბიძის ლექცია თემაზე: “ვეფხისტყაოსნის მსოფლმხედველობა“.   ანა ფანჯაკიძესა და სალომე ჯოხაძეს გადაეცათ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიგელი და სამახსოვრო წიგნები.

მასწავლებელთა კონფერენცია

27 Feb 2015

2015 წლის 21 თებერვალს ევროპულ სკოლაში გაიმართა საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამის (IBDP) მასწავლებელთა კონფერენცია - " ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება“. 

"ევროპული სკოლა“ აცხადებს პირველკლასელთა მიღებას ქართულ და საერთაშორისო სექტორზე 2015-2016 სასწავლო წლისათვის.

23 Feb 2015

სკოლამდელი ბავშვები სასწავლო მზაობის შესამოწმებლად გაივლიან გასაუბრებას, რის შედეგადაც ჩაირიცხებიან პირველ კლასში.  დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ სკოლის ვებ-გვერდს www.europeanschool.ge ან დაგვიკავშირდით ნომრებზე: 239 44 94; 239 59 64

European Youth Parlament - ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი "ევროპულ სკოლაში“

20 Feb 2015

"ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი“ არის აპოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც დაასრებიდან (1987 წ.) დღემდე, თავისი საგანმანათლებლო პროექტებით ხელს უწყობს ევროპელ ახალგაზრდებს აქტიურად ჩაერთონ ახალგაზრდული პოლიტიკის წარმართვაში, გაიზიარონ განსხვავებული კულტურისა და ეროვნების თანატოლთა მოსაზრებები და ერთობლივად იმუშაონ საერთო ევროპული და გლობალური პრობლემების გადასაჭრელად.   ევროპის ახალგაზრდულ პარლამენტს პატრონაჟს უწევს ევროპის პარლამენტის პრეზიდენტი მარტინ შულცი, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი და  Heinz-Schwarzkopf-ის ფონდი.   "ევროპულ სკოლაში“ (31 იანვარი, 1, 2 თებერვალი) ჩატარდა სასკოლო სესია, რომელშიც სხვადასხვა კერძო სკოლის მოსწავლე მონაწილეობდა. პროექტის 110 მონაწილე 2 დღის განმავლობაში არჩევდა მსოფლიო სამართლებრივ, თუ სხვა სახის პრობლემებს. მათ გუნდური მუშაობით მიიღეს  რეზოლუციები, რომლებიც მესამე, დასკვნით დღეს განიხილეს საქართველოს ყოფილი პარლამენტის შენობაში. "ევროპული სკოლის“  ცამეტმა  მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა სესიაზე. ასეთი სახის პროექტები ეხმარება განვითარებასა და სხვადასხვა უნარ-ჩვევის ჩამოყალიბებას.   "ევროპული სკოლის“ მოსწავლეთა პარლამენტი გეგმავს ჩაატაროს მსგავსი პროექტი VII, VIII, IX კლასის მოსწავლეებისთვის, რომელშიც  მონაწილეობას მხოლოდ ჩვენი სკოლის მოსწავლეები მიიღებენ.

უცხოური ენების კათედრის ღია კვირეული

20 Feb 2015

"ენათა სამყაროში“ევროპული სკოლის უცხოური ენების კათედრის ღია კვირეული 23 – 27 თებერვალი