“ევროპული სკოლის“ გუნდი Microsoft-მა სერტიფიკატებით დაჯილდოვდა

კომპანია Microsoft-ის ორგანიზებით საერთაშორისო ღონისძიება “გაკვეთილი საზღვრების გარეშე Microsoft Teams-თან ერთად” ონლაინ რეჟიმში გაიმართა, სადაც 6-მა ქევეყანამ მიიღო მონაწილობა და საქართველო “ევროპული სკოლის“ გუნდმა წარადგინა. “ევროპული სკოლა“, პედაგოგები-შორენა აბესაძე, გურანდა გოგალაძე და მოსწავლეები: მიშიკო გაბაიძე, ნიაზ მაჰდავი, ნინი გაბაიძე, ანამარია იაკობიძე, ანა დიასამიძე, ნუგზარ შოშიაშვილი, ანასტასია გობიანიძე და მარიამ ჯახუა კომპანია Microsoft-მა სპეციალური სერტიფიკატებით დააჯილდოვა.
“ევროპული სკოლა“ მსოფლიოში წამყვანი კომპანიის Microsoft-ის პარტნიორი სკოლაა და წვდომა აქვს უახლეს პროგრამულ სერვისებსა და პლატფორმებზე, რამაც ხელი შეუწყო ჩვენს სკოლაში ონლაინ სწავლების წარმატებით წარმართვას. აგრეთვე მოსწავლეთა განვითარებას ტექნოლოგიური მეცნიერების სფეროში, უზრუნველყო ონლაინ და დისტანციური სწავლების მეთოდების პროგრესულად დანერგვა.

Share on: