ახალი ამბები

"Skype" გაკვეთილი ევროპულ ბაღში

15 Nov 2019

6 ნოემბერს ევროპულ ბაღის ბავშვებს, თავიანთ თანატოლებთან ყაზახეთის ქვეყნიდან ჰქონდათ ძალიან საინტერესო და სახალისო ინტეგრირებული გაკვეთილი.სკაიპის საშუალებით ჩავერთეთ ალმათის საერთაშორისო ბაღთან, მირაზთან. ბავშვებმა წარუდგინეს თავი ერთმანეთს, იმღერეს სიმღერები, შეასრულეს ცეკვები და ისაუბრეს განვლილი თემის ირგვლივ "ვინ ვარ მე". ვფიქრობთ, რომ ეს შესანიშნავი გამოცდილება ხელს შეუწყობს ჩვენი პატარების საერთაშორისო აზროვნების განვითარებას და მათ გლობალურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას.

“ექიმის დღე“ წითელ ჯგუფში

14 Nov 2019

14 ნოემბერს, ბაღში გვესტუმრა ნიკოლოზ შანავას დედიკო, ექიმი ანა გოდელაშვილი. იგი პატარებს ადამიანის აგებულებაზე და მის ჯანმრთელობაზე ესაუბრა, რაშიც მას ექიმის ასისტენტი, ნიკოლოზი უწევდა დახმარებას. ბავშვებმა სათამაშო დათუნიას პაციენტი როლი მოარგეს: გასინჯეს,გაუკეთეს ნემსები. მოუსმინეს ერთმანეთის გულისცემას. ძალიან საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა ექიმობანას თამაში ჩვენი პატარებისთვის. დიდი მადლობა ანას!

“პეპი“ სტუმრად წითელ ჯგუფში

14 Nov 2019

14 ნოემბერს ცნობილი შვედი მწერლის ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეა. ამ დღეს არსანიშნავად ჩვენს ბაღშიც მოეწყო საინტერესო “კითხვის საათი“. ნინი ზერეკიძის დედიკომ, ნათია არჩვაძემ, რომელიც ჩვენი ბაღის პედაგოგია, პატარებს წაუკითხა ნაწყვეტი წიგნიდან “პეპი გრძელიწინდა“. ბავშვებმა პეპის პორტრეტებიც გააფერადეს. მადლობა ნათიას საიტერესო და სახალისო საღამოსთვის!

ევროპულ ბაღში მშობლის კვირეული გრძელდება

14 Nov 2019

დღეს წითელ ჯგუფში ვუმასპინძლეთ ანასტასია ზარიძის დედიკოს, მოდელიერ-დიზაინერს ტატა თუთბერიძეს. იგი პატარებს ტანსაცმლის შექმნაზე და მის დიზაინზე ესაუბრა. ერთად შექმნეს ლამაზი კაბების და მაისურების ესკიზები. დიდი მადლობა ტატას საინტერესო და სახალისო აქტივობისთვის!

მშობლის კვირეული ევროპულ ბაღში

14 Nov 2019

მშობლის კვირეულის ფარგლებში, ჩვენს ბაღში, არ წყდება მშობელთა აქტიური ჩართულობა სასწავლო პროცესში.დღეს ლურჯ ჯგუფში, ნატალი ფანიაშვილის დედა, ლიზა ნიქაბაძე პატარებს ადამიანის აგებულებაზე ესაუბრა. ლიზა ჩვენი ბაღის ინგლისური ენის პედაგოგია და მან შესაბამისად გაკვეთილი ინგლისურ ენაზე ჩაატარა. პატარები ერთმანეთს ჩონჩხის ფაზლის აწყობაში შეეჯიბრნენ და ბოლოს სახალისო ცეკვაც შეასრულეს სიმღერაზე: ‘’Skeleton Dance”. მადლობა ლიზას საინტერესო გაკვეთილისთვის!

სტუმრები ინგლისური სექტორის ლურჯ ჯგუფში

11 Nov 2019

დღეს ბაღში გვესტუმრენ, ნიას მშობლები, ინჟინერი ჯეგანათან მარიაპანი და მაჰისვარი მანოჰარ. მათ წარმოადგინეს ძალიან საინტერესო ისტორია, თუ როგორ გამოიგონეს ტრანსპორტი. ბავშვებმა სიამოვნებით მოისმინეს ეს ამბავი, დასვეს კითხვები და შეკითხვებსაც უპასუხეს. მადლობა მშობლებს ესეთი ჩართულობისთვის!